ბენიამინ ნეთანიაჰუ – მე და ჯო ბაიდენი შევთანხმდით, რომ „ჰამასი“ უნდა გავანადგუროთ – ძირითად მიზნებზე ვთანხმდებით, მაგრამ უთანხმოებაც გვაქვს

მე და ჯო ბაიდენი შევთანხმდით, რომ „ჰამასი“ უნდა გავანადგუროთ, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა. „მე და პრეზიდენტი შევთანხმდით, რომ „ჰამასი“ უნდა გავანადგუროთ. „ჰამასის“ ტერორისტული არმიის მეოთხედს რაფაჰში ვერ დავტოვებთ. ჩვენ ძირითადი მიზნების შესახებ ვთანხმდებით, მაგრამ უთანხმოებაც გვაქვს. საბოლოო ჯამში, ეს ისრაელის გადასაწყვეტია“, – განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ. ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ […]
სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი, ლევან გამყრელიძე მის შემოსავლებთან და ქონებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას აბსურდულსა და ცილისმწამებლურს უწოდებს

სსიპ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი, ლევან გამყრელიძე მის ქონებასთან დაკავშირებულ ინფორმაციას აბსურდულს და ცილისმწამებლურს უწოდებს. გამყრელიძე სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში განმარტავს, მედიასაშულებების მიერ მის შემოსავლებთან დაკავშირებული საკითხები „მტკიცებულებების გარეშე, მიზანმიმართულად, არასწორად იქნა გაცხადებული“. „მსურს გამოვეხმაურო ბოლო დროს ზოგიერთი მედიასაშუალების მხრიდან კამპანიური ხასიათის აბსურდულ ბრალდებებს და ცილისწამებლურ განცხადებებს ჩემს შემოსავლებთან და ქონებასთან დაკავშირებით, რომლებიც მიზნად ისახავს […]
ანტიკორუფციულ ბიუროსა და რეგენსბურგის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ანტიკორუფციულ ბიუროსა და რეგენსბურგის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ანტიკორუფციული ბიუროს ინფორმაციით, ბიუროს უფროსი რაჟდენ კუპრაშვილი და გერმანიის რეგენსბურგის უნივერსიტეტის პროფესორი ალექსანდრე გრასერი სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, მხარეები თანხმდებიან ერთობლივად შეიმუშაონ საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევითი პროექტები, რაც ხელს შეუწყობს ანტიკორუფციული სამართლებრივი მექანიზმების გაძლიერებასა და დარგის განვითარებას. „თანამშრომლობის ფარგლებში, განისაზღვრება ბიუროსთვის პრიორიტეტული სამეცნიერო-კვლევითი საჭიროებები და დაიგეგმება […]
გაუპატიურების მცდელობის ბრალდებით კახეთში მამაკაცი დააკავეს

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში ნათესავი ქალის გაუპატიურების მცდელობისთვის 30 წლამდე კაცი დააკავეს. ინფორმაცია რადიო თავისუფლებას დაუდასტურეს შინაგან საქმეთა სამინისტროში. საქმე ეხება 2023 წლის ოქტომბერში მომხდარ შემთხვევას. მამაკაცს თავისივე ნათესავები სექსუალური ძალადობის მცდელობაში ადანაშაულებდნენ, რის გამოც კაცზე შურისძიება სცადეს. მას ქალის ტანსაცმლის ჩაცმა და ქუჩაში გავლა აიძულეს, ვიდეო გადაუღეს და სოფელში ტელეფონიდან ტელეფონში გაავრცელეს. მომხდარს თვალს […]
„ოსკარებზე“ კრისტოფერ ნოლანის „ოპენჰაიმერმა“ 7 პრიზი აიღო

როგორც მოსალოდნელი იყო, კვირას გამართულ „ოსკარების“ გადაცემის საზეიმო ცერემონიაზე ყველაზე მეტი პრიზი “ოპენჰაიმერმა” მოიპოვა. შეერთებულ შტატებში ატომური ბომბის შექმნაზე გადაღებულ სამსაათიან ეპიკურ დრამას შვიდი „ოსკარი“ ერგო, მათ შორის, წლის საუკეთესო ფილმის და საუკეთესო რეჟისურისთვის. ჰოლივუდის კინოაკადემიის მთავარი პრიზის გადაცემის 96-ე ცერემონია ლოს-ანჯელესის „დოლბის“ კინოთეატრში 10 მარტს გაიმართა. „ოპენჰაიმერი“ აქამდეც ბევრი ადგილობრივი თუ საერთაშორისო კინოფესტივალის ფავორიტი […]
რუსეთი აშშ-ს არჩევნებში ჩარევის მცდელობაში ადანაშაულებს

რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურმა, ორშაბათს, შეერთებული შტატები რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის მცდელობაში დადანაშაულა. რუსული სადაზვერვო სამსაზურის განცხადებით, ვაშინგტონს, ონლაინ ხმის მიცემის სისტემებზე კიბერთავდასხმის განხორციელების გეგმაც კი აქვს. 15-17 მარტს დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებაში თითქმის სრულად დარწმუნებულმა პუტინმა, დასავლეთი გააფრთხილა, რომ არჩევნებში უცხო ძალების ჩარევის ნებისმიერი მცდელობა აგრესიის აქტად განიხილება. რუსეთის სახელმწიფო მედიის ცნობით, საგარეო დაზვერვის […]
Firefighter – სიმღერა, რომლითაც ნუცა ბუზალაძე ევროვიზიაზე საქართველოს წარადგენს

ნუცა ბუზალაძე საქართველოს ევროვიზიაზე სიმღერით Firefighter წარადგენს. კომპოზიციისა და მასზე გადაღებული კლიპის პრემიერა კონკურსის Youtube არხზე გაიმართა. სიმღერის მუსიკისა და ტექსტის ავტორები ჩრდილოეთ მაკედონიელი სონგრაითერი და პროდიუსერი, დარკო დიმიტროვი და მუსიკოსი ადა სატკა არიან. კლიპის რეჟისორი კი ზაზა ორაშვილია. ევროვიზია 2024 შვედეთის ქალაქ მალმეში 7, 9 და 11 მაისს გაიმართება. ბუზალაძე საქართველოს სახელით ნახევარფინალში 9 […]
“შეშფოთებას გამოვთქვამთ, კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით” – უზენაესი ვეტინგის დანერგვაზე

უზენაესი სასამართლო განცხადებას ავრცელებს და “შეშფოთებას გამოთქვამს” მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმების პროცედურის – ე.წ. “ვეტინგის” სისტემის დანერგვის ინიციატივასთან დაკავშირებით. განცხადებაში სასამართლო ირწმუნება, რომ ვეტინგი “ერთმნიშვნელოვნად, არსებითად და პრინციპულად ლახავს სასამართლოსა თუ ინდივიდუალური მოსამართლის დამოუკიდებლობას და ძირს უთხრის საზოგადოების ნდობას მართლმსაჯულების სისტემისადმი. სასამართლოში ფიქრობენ, რომ ვეტინგის სისტემა “მიზნად ისახავს “კეთილსინდისიერების” შემოწმების საჭიროების თაობაზე უარყოფითი საზოგადოებრივი აზრის კონსოლიდაციას, […]
ქართველ კაცს ცოლის მკვლელობისთვის პოლონეთში სამუდამო მიუსაჯეს

პოლონეთში, ქალაქ ლოძის საქალაქო სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა კაცს, რომელმაც 2022 წლის მაისში ცოლი მოკლა. გარდა ამისა, პოლონეთს მოკლული ქალის სამი არასრულწლოვანი შვილიდან თითოეულისთვის 50 000 ევროს გადახდა დაეკისრა. ინფორმაციას ქალთა უფლებადამვცელი ორგანიზაცია “საფარი” ავრცელებს. “სასამართლომ დაადგინა, რომ როზეტა ყალიჩავა სიცოცხლეში იყო სისტემატური ძალადობის მსხვერპლი და ამის ძირითადი მტკიცებულება ქალსა და თამარ ლუკავას [“საფარის” იურისტი] […]
„ენმ-ის კლონობა არ გამოსვლია არავის“ — წითლიძე გვარამია-მელიას პარტიაზე

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტარი ანა წითლიძე აცხადებს, რომ პარტია „ახალი“ მათ ხმებს ვერ წაართმევს. ასე გამოეხმაურა წითლიძე მისი პარტიის ყოფილი თავმჯდომარის, ნიკა მელიასა და „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა მელიას გაერთიანების პრეზენტაციას, რომელიც დღეს, 11 მარტს, თბილისში გაიმართა. „ნაციონალური მოძრაობის კლონობა არ გამოსვლია არავის 12 წლის განმავლობაში. შესაბამისად, არ მაქვს მოლოდინი, რომ ისინი ნაციონალურ […]