“ტესლას” ავტოპილოტის სისტემა კვლავ სასამართლო განხილვის საგანია

2016 წელს, „ტესლას“ ავტოპილოტის ჩართულობით შეერთებულ შტატებში მომხდარ პირველ ავტოკატასტროფამდე ექვსი კვირით ადრე, ავტომწარმოებლის პრეზიდენტმა ჯო მაკნილმა სისტემა თავის „მოდელ X”-ზე გამოსცადა და თავისი შთაბეჭდილება, ელექტრონული ფოსტით, მანქანის ავტომატური მართვის განყოფილების ხელმძღვანელ სტერლინგ ანდერსონს გაუზიარა. იმავე შეტყობინების ადრესატი ილონ მასკიც იყო. მაკნილმა დაწერა, რომ სისტემამ უნაკლოდ იმუშავა და ადამიანი მძღოლივით მოქმედებდა. „ავტოპილოტის მუშაობით თავს იმდენად […]
ბორელი ევროკავშირის ქვეყნებს თავდაცვის გაძლიერებისკენ და უკრაინის დახმარების გაგრძელებისკენ მოუწოდებს

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ლიდერმა, ჯოზეფ ბორელმა ბლოკის ქვეყნებს თავდაცვის გაძლიერებისკენ და მარაგების შევსებისკენ მოუწოდა, რათა ევროპის კავშირის ქვეყნები მზად დახვდნენ “პოტენციური საფრთხეებს”, უკრაინის სამხედრო დახმარების გაგრძელებისას. „ორწლიანი მაღალი ინტენსივობით გამორჩეული ომის შემდეგ, არსებული მარაგი ამოიწურა და კონფლიქტი მიწოდების ომიდან წარმოების ომში გადაიზარდა” – განაცხადა 11 მარტს თავდაცვის ინდუსტრიის სტრატეგიის თაობაზე გამოქვეყნებულ სტატიაში ჯოზეფ ბორელმა. ის […]
გრიგორი კარასინი გამოეხმაურა ზურაბ აბაშიძის თანამდებობიდან გადადგომას

რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე გრიგორი კარასინი მიიჩნევს, საქართველოსთან არაფორმალური დიალოგის განვითარება გიორგი ქაჯაიას პირობებშიც მოთხოვნადი იქნება. მისი თქმით, ზურაბ აბაშიძესთან არაფორმალური დიალოგის დროს ბოლო 11 წლის განმავლობაში ბევრი რამ გაკეთდა და მიღწეული იქნა დადებითი შედეგები. „დარწმუნებული ვარ, რომ ეს მოვლენები კვლავაც მოთხოვნადი იქნება. რუსეთი დაინტერესებულია პრაგმატული დიალოგით და ქართველ პარტნიორებთან სრულფასოვანი ურთიერთსასარგებლო […]
ჯანდაცვის კომიტეტის ფარგლებში შექმნილი თემატური მოკვლევის ჯგუფი ფსიქიატრიისა და ნარკოლოგიის დარგების გაერთიანების ინიციატივით გამოდის

ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების ხელმისაწვდომობისა და გამოწვევების საკითხზე პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ფარგლებში შექმნილი თემატური მოკვლევის ჯგუფი ფსიქიატრიისა და ნარკოლოგიის დარგების გაერთიანების რეკომენდაციით გამოდის. მოკვლევის ჯგუფის შეფასებით, ამ ორი დარგის გაერთიანება მიზანშეწონილია ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პაციენტთა მდგომარეობის ეფექტიანად მართვისთვის. გასაჯაროებული დოკუმენტის თანახმად, კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც ფსიქიკური აშლილობის მქონე პაციენტთა კონტაქტის პრობლემას ქმნის, არის ნარკოლოგიისა და […]
2024 წელს დუბაიში უძრავი ქონების ფასი 14%-მდე გაიზრდება – Khaleej Times

2024 წელს დუბაიში უძრავი ქონების ფასი 14%-მდე გაიზრდება, ამის შესახებ Khaleej Times-თან Binghatti Holding-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, მუჰამედ ბინგჰატიმ განაცხადა. მისი თქმით, ფასების მატების მიზეზი მოსახლეობის ზრდა და იპოთეკურ სესხებზე, საპროცენტო განაკვეთების მოსალოდნელი ვარდნის გამო, მაღალი მოთხოვნაა. მუჰამედ ბინგჰატი ამბობს, რომ უძრავი ქონების ფასის ზრდა გამოწვეულია იმით, რომ დუბაიში ქონების შეძენით ყოველდღიურად მეტი მილიონერი ინტერესდება. ცნობისთვის, […]
კარა-მურზა: პუტინის რეჟიმი მხოლოდ შიშსა და აპათიას ეყრდნობა

პატიმრობაში მყოფი რუსი ოპოზიციონერის, ვლადიმირ კარა-მურზას თქმით, პუტინის რეჟიმი მხოლოდ შიშსა და აპათიას ეყრდნობა. ამის შესახებ კარა-მურზამ ჟურნალისტ იაროვაიასთან (ბლოგი Яровая пишет) ისაუბრა. “ახლა ბევრი ადამიანი ჩვენს ქვეყანაში, ალექსეის მკვლელობისგან გამოწვეულ შოკთან და ტკივილთან ერთად, განიცდის სასოწარკვეთას, აპათიას, სასოწარკვეთას – ამას ვხედავ იმ წერილებიდან, რომლებსაც ვიღებ და ეს აბსოლუტურად დაუშვებელია. რადგან მათ ვინც ამ ყველაფერს […]
“შესაქმნელი გვაქვს სურათი, რომ ვართ ქვეყანა, რომელიც ევროპისკენ ისწრაფვის” – ქეთი ქვარცხავა ინვესტორების მოზიდვაზე

უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად მთავარ საჭიროებად BLC-ის მმართველი პარტნიორი, ქეთი ქვარცხავა, სასამართლო რეფორმასა და ინფრასტრუქტურულ პროექტებს მიიჩნევს. მისი თქმით, ინვესტორებს შესაბამისი სიგნალი სჭირდებათ, რათა საქართველოში ინვესტიციები ჩადონ. ქეთი ქვარცხავას თქმით, ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატი სტატუსის მიღება იმ რისკებს აბალანსებს, რომლებიც ქვეყნის გარშემო არსებობს.
თბილისის ქუჩები, რომლებსაც 12 მარტს ელექტრომომარაგება შეუწყდება

ხვალ, 12 მარტს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად სხვადასხვა სამუშაოს ასახელებს. ჩუღურეთის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ანთელავას, ბუხაიძის, შალვა მჭედლიშვილის, კუმისის და მოსე თოიძის ქუჩების მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დავით აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), თამარ მეფის გამზირის (ნაწილობრივ), ჩუბინაშვილის, გიორგი კვინიტაძის, წინამძღვრიშვილის, […]
ლარი დოლართან გამყარდა, ევროსთან გაუფასურდა – 11 მარტის ვაჭრობის შედეგები

ლარის კურსი დოლართან მიმართებით 0.05 თეთრით გამყარდა, ხოლო ევროსთან – 1.19 თეთრით გაუფასურდა. 11 მარტის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.6573 ლარია, ერთი ევროსი კი – 2.9068 ლარი. კომერციულ ბანკებში დოლარის ღირებულება 2.70 ლარია, ხოლო ევროსი – 2.96 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, დოლარის შეძენა 2.66 ლარად შეგიძლიათ, ევროსი – 2.91 ლარად.
„დანებება არ არის მშვიდობა“ – სტოლტენბერგი რომის პაპის სიტყვებზე

„დანებება არ არის მშვიდობა. პუტინმა დაიწყო ეს ომი და შეუძლია დღესვე დაასრულოს. უკრაინას არ აქვს ასეთი შესაძლებლობა“, – განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე. სტოლტენბერგმა ეს რომის პაპის საპასუხოდ განაცხადა. შეგახსენებთ, ფრანცისკე I-მა, ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში თქვა: „მე ვფიქრობ, რომ ძლიერი ის არის, ვინც ამ სიტუაციაში იფიქრებს საკუთარ ხალხზე და თეთრი დროშის […]