მამუკა მდინარაძე – რამდენი NGO 9 დათქმაზე ილაპარაკებს და თავისით სადღაც გამართავს შეხვედრას, იქ თუ ვირბინეთ, რეკომენდაციები დაგვრჩება შეუსრულებელი – „ნაცურ“ შეკრებებზე თუ არ ვივლით, ძალიან დიდი ბოდიში

რამდენი NGO 9 დათქმაზე ილაპარაკებს, თავისით სადღაც გამართავს შეხვედრას, იქ თუ ვირბინეთ, 9 დათქმა დაგვრჩება შეუსრულებელი, გვერდზე, – ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის ევროკომისიის 9 დათქმის საკითხზე დღეს გამართულ შეხვედრას. როგორც მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ხელისუფლების წარმომადგენლები შეხვედრაზე მიწვეული იყვნენ, თუმცა არ გამოცხადდნენ. „დაგვიბარეს და არ […]

„აწარმოე საქართველოში“ ექსპორტის მხარდაჭერის ახალ პროგრამას იწყებს

სააგენტო “აწარმოე საქართველოში” ექსპორტის მხარდასაჭერად ახალ პროგრამას იწყებს. ინდივიდუალური ექსპო გრანტი ექსპორტზე ორიენტირებულ კომპანიებს დამატებით შესაძლებლობას მისცემს გაზარდონ საექსპორტო პოტენციალი და გააფართოვონ კავშირები საერთაშორისო პარტნიორებთან. ამის შესახებ ინფორმაციას – სააგენტო “აწარმოე საქართველოში” ავრცელებს. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ახალი პროგრამის შესახებ “აწარმოე საქართველოში” დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა სასტუმრო “პულმანში” გამართულ პრეზენტაციაზე ისაუბრა. ღონისძიებას ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები, ექსპორტზე ორიენტირებული […]

საკრებულოს მაღალჩინოსანმა დეკლარაციაში უძრავი ქონება და ხელფასი არ მიუთითა

თბილისის საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე კახაბერ ლაბუჩიძემ 2024 წლის თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში საკუთარი უძრავი ქონება და ხელფასი არ მიუთითა. “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო” წერს, რომ კახაბერ ლაბუჩიძე ფლობს ორ უძრავ ქონებას, რომელთაგან არც ერთს არ უთითებს დეკლარაციაში: · ქ. თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა – 115.58 კვ.მ ბინა. · ბორჯომის მუნიციპალიტეტი, დაბა ბაკურიანი, დიდველი – 36.40 […]

დაგვიბრუნეთ სააკაშვილი, შეწყვიტეთ ფრენები რუსეთთან… – არახამიას პასუხი “ოცნებას”

უკრაინის რადას ფრაქცია “ხალხის მსახურის” თავმჯდომარე დავით არახამია “ოცნებას” “ოცნების” ხელისუფლებას ურთიერთობების ნორმალიზაციისთვის კონკრეტული გეგმას სთავაზობს და აცხადებს: “საქართველოს პროკრემლისტური ხელისუფლება რაღაც მოთხოვნებს გვიყენებს, რომ ჩვენი მოქალაქეები გადავცეთ “ურთიერთობების ნორმალიზების” მოტივით. თუ მართლა ვისაუბრებთ “ნორმალიზებაზე”, მაშინ ამისთვის არსებობს გეგმა: გაათავისუფლონ და დაგვიბრუნონ ჩვენი მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი. შეწყვიტონ რუსეთის ფედერაციასთან პირდაპირი ავიამიმოსვლა, რასაც თვითონ ქართველი ხალხი […]

“არახამიასთან პოლემიკაში შესვლა არ მინდა”- კალაძე

„ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ უკრაინელი მაღალჩინოსნის განცხადების საპასუხოდ განაცხადა: “ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს ქართველებისა და უკრაინელების მეგობრობას. რაც შეეხება არახამიას განცხადებას, მე არ მინდა პოლემიკაში შევიდე. მინდა, მშვიდობა ვუსურვო უკრაინას. რაც შეეხება ფრენების შეწყვეტას, სანქციებთან მიერთებას, ჩვენ გამოვდივართ ჩვენი ქვეყნის ინტერესიდან გამომდინარე. არაერთხელ გვითქვამს და დაგვიფიქსირებია ჩვენი მოსაზრება, რომ პირველი არის ჩვენი ქვეყანა, […]

რუსეთი აცხადებს, რომ მის ცხრა რეგიონზე განხორციელდა შეტევები უკრაინის დრონებით

12 მარტს, დილით, რუსეთმა და უკრაინამ ერთმანეთის წინააღმდეგ დრონებით და რაკეტებით განახორციელეს შეტევები. არის ცნობები, რომ რუსეთში თავდასხმის სამიზნე გახდა ნავთობის საწყობი და გადამამუშავებელი ობიექტი, უკრაინის კუპიანსკში განადგურდა საცხოვრებელი სახლი. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, მის ცხრა რეგიონზე განხორციელდა შეტევები უკრაინის დრონებით, ამასთან, უკრაინის ცხრა რაკეტა ჩამოაგდეს ბელგოროდის რეგიონის თავზე. სამინისტროს თანახმად, სულ 25 დრონი “გადაიტაცეს […]

რამადანის დაწყების შემდეგ ღაზაზე ისრაელის შეტევას ემსხვერპლა სულ მცირე 67 პალესტინელი

ღაზაში ომს ბოლო არ უჩანს, პალესტინელებმა 11 მარტს დაიწყეს წმინდა თვის, რამადანის მარხვა – სექტორში გაღრმავებული შიმშილისა და მწვავე ჰუმანიტარული კრიზისის გამო ისრაელზე მზარდი ზეწოლის ფონზე. აშშ, კატარი და ეგვიპტე იმედოვნებდნენ, რომ რამადანის დაწყების წინ შეძლებდნენ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევას, რასაც უნდა მოეცვა ისრაელელი მძევლების და პალესტინელი პატიმრების გათავისუფლება და ღაზაში ბევრად მეტი ჰუმანიტარული დახმარების […]

მდინარაძე: უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარედ იონათამიშვილის კანდიდატურა წარვადგინე

ჩემი შეთავაზება უმრავლესობის მიმართ იქნება რატი იონათამიშვილის კანდიდატურა. მე ბატონ რატის ველაპარაკე, მასაც ბუნებრივია, უარი არ უთქვამს და სიხარულიც გამოხატა. ყველაზე ორგანული, თუ კი ვინმესთვის შეიძლება ეს სფერო იყოს, არის რატი იონათამიშვილისთვის… ამ შემთხვევაში რატი გარკვეულ სიმბოლოსაც კი წარმოადგენს უფლებების დაცვის სფეროში და ეს სიმბოლიზმი და მისი გამოცდილება იმდენად ემთხვევა ერთმანეთს, რომ აქ საკამათოც არ […]

კალაძე ახალზე: როგორ შეიძლება კონკურენტად აღიქვა, როცა არჩევნებზე 1-2%-სთვის იბრძოლებენ?

როგორ შეიძლება კონკურენტად აღიქვა ის ადამიანები და პოლიტიკური პარტია, რომლებიც იმისთვის იბრძოლებენ, რომ არჩევნებზე ხმების 1-2% მიიღონ? ყველა იმ პოლიტიკურ ძალას, რომლებიც რადიკალიზმით შემოიფარგლებიან, რა თქმა უნდა, ექნებათ საარჩევნო ბარიერის გადალახვის პრობლემა. დღეს, შეიძლება აქვთ სურვილი, რომ საზოგადოებას მიაწოდონ ინფორმაცია, თითქოს, ახლები არიან. თუმცა, ვინ არიან ეს ადამიანები? ნიკა მელია რომელი ახალია, ან ნიკა გვარამია? […]

გენადი არველაძე – ევროპის ბაზარზე ექსპორტიორი 1006 კომპანია გვყავს – ის პოტენციალი, რაც რეალურად გაგვაჩნია ექსპორტის კუთხით, მაქსიმალურადაა ათვისებული

ევროპის ბაზარზე ექსპორტიორი 1006 კომპანია გვყავს. ის პოტენციალი, რაც რეალურად გაგვაჩნია ექსპორტის კუთხით, მაქსიმალურად არის ათვისებული, – ამის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გენადი არველაძემ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტზე განაცხადა. მისივე თქმით, გასულ წელს, ევროპის ბაზარზე ექსპორტმა 700 მლნ-ს გადააჭარბა. მინისტრის მოადგილემ უპასუხა უმრავლესობის დეპუტატის, არჩილ თალაკვაძის კითხვას, არიან თუ არა ისეთი საერთაშორისო კომპანიები, […]