“უკრაინა კრიმინალების თავშესაფრად იქცა” – კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძის თანაგუნდელების მსგავსად იმეორებს, რომ უკრაინა წლების განმავლობაში “კრიმინალების თავშესაფრად იქცა”. მისივე თქმით, არაა დარწმუნებული, რომ უკრაინული მხარე საქართველოს დამნაშავეებს გადმოსცემს. “არ ვარ დარწმუნებული, რომ უკრაინის მხარე საქართველოს გადმოსცემს დამნაშავეებს, რომელზეც თქვენ საუბრობდით, იმიტომ, რომ წლების განმავლობაში სამწუხაროდ, უკრაინა იქცა თავშესაფრად კრიმინალების. ასევე, ძალიან ცუდი იყო ევროპულ ქვეყნებში იმ კრიმინალების ვიზიტები, რომლებსაც […]
რა შემთხვევაში დატოვებს სომხეთი ОДКБ–ს? – ფაშინიანი

სომხეთი დატოვებს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას [ОДКБ], თუ ორგანიზაცია არ უპასუხებს ერევნის მიერ დასმულ კითხვებს ქვეყნის სუვერენულ ტერიტორიასთან დაკავშირებით – ამის შესახებ სომხეთის პრემიერმინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. „ახლა ჩვენ ვითხოვთ, ველით და მოვითხოვთ, რომ ჩვენი პატივცემული ОДКБ-ს პარტნიორებმა უპასუხონ კითხვას: რა არის კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის პასუხისმგებლობის სფერო სომხეთში“, – აღნიშნა ფაშინიანმა. მისი თქმით, […]
იარაღის ექსპორტში საფრანგეთი მსოფლიოში #2 ადგილზე გადავიდა და რუსეთს გადაუსწრო

სტოკჰოლმის საერთაშორისო მშვიდობის კვლევის ინსტიტუტის (SIPRI) თანახმად, იარაღის ექსპორტში საფრანგეთმა რუსეთს გადაუსწრო და ამჟამად მსოფლიოში მეორე ადგილს იკავებს ამერიკის შეერთებული შტატების შემდეგ. ხუთწლიან პერიოდში (2019-2023 წლები) მოსკოვის წილი იარაღის გლობალურ ექსპორტში 21%-იდან (2014-2018 წლებში) 11%-მდე შემცირდა, საფრანგეთის კი 7,2%-დან 11%-მდე გაიზარდა. SIPRI-ს უფროსი მკვლევრის პიტერ ვეზემანის თქმით, რუსული ექსპორტის კლება 2022 წელს უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრამდე […]
ვატიკანმა რუსეთ-უკრაინის ომზე პაპის განცხადება განმარტა

ვატიკანი პაპი ფრანცისკეს განცხადებას განმარტავს, რომელმაც რამდენიმე დღის წინ უკრაინას „თეთრი დროშის აფრიალებისთვის“ გამბედაობისკენ მოუწოდა. რომის პაპის აღნიშნულ განცხადებას როგორც უკრაინის, ასევე მისი მოკავშირეების მხრიდან კრიტიკა მოჰყვა, რის შემდეგაც პაპი ფრანცისკეს სიტყვების განმარტება თავდაპირველად ვატიკანის პრესსპიკერს, შემდგომ კი კარდინალ პიეტრო პაროლინის მოუწია. პაროლინი ვატიკანის სახელმწიფო მდივანია. პაპი ფრანცისკეს განცხადების შემდეგ, ვაპიტაკანის პრესასთან პრესსპიკერმა აღნიშნა, რომ […]
ონკოპაციენტები ჯანდაცვის ახალ მინისტრს ხვდებიან

ონკოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტები და მათი ოჯახების წევრები ჯანდაცვის ახალ მინისტრს, მიხეილ სარჯველაძეს ხვდებიან. შეხვედრა დაახლოებით ორი საათია მიმდინარეობს. ისინი სამინისტროსთან ახალი მინისტრის მისვლის პარალელურად შეიკრიბნენ და თავიანთ მოთხოვნებზე კიდევ ერთხელ ისაუბრეს. აქციის მონაწილეები მოუწოდებენ მინისტრს, რომ ჯანდაცვის სისტემაში ამ მხრივ არსებული ხარვეზები სასწრაფოდ გამოსწორდეს. “მე ვარ მეოთხე სტადიის ონკოპაციენტი, კვლევები ჩემი ფულით დავაფინანსე. მინდა, […]
გურიაში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ნიგვზიანსა და ჯურუყვეთში გაზიფიცირების სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა

გურიაში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ნიგვზიანსა და ჯურუყვეთში გაზიფიცირების სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ზაზა შოშიტაიშვილმა, საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის გაზიფიცირების სამსახურის უფროსთან კახა დვალთან და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერთან ალექსანდრე სარიშვილთან ერთად, ნიგვზიანსა და ჯურუყვეთში გაზიფიცირების სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა. გაზიფიცირებისთვის საჭირო სამშენებლო სამუშაოები ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 16 დასახლებულ პუნქტში მიმდინარეობს. ჯამურად აშენდება 197 988 […]
უცხოური ფული ძირითადად ხმარდება ფსევდო ლიბერალიზმის გავრცელებას საქართველოში. ამიტომ, თუკი ამ მიმართულებით დაფინანსებას შეამცირებენ, ნამდვილად გაგვიხარდება
უცხოური ფული ძირითადად ხმარდება ფსევდო ლიბერალიზმის გავრცელებას საქართველოში. ამიტომ, თუკი ამ მიმართულებით დაფინანსებას შეამცირებენ, ნამდვილად გაგვიხარდება „თუ რა ვერ შეუსრულეს დონორი სახელმწიფოს არასამთავრობოებმა, თავად გაარკვიონ. ფაქტია, საქართველოს მთავრობა პირნათლად იცავს საკუთარი ქვეყნის ინტერესებს და ამასთანავე, პარტნიორულ პრინციპებს,“ – წერს სოციალურ ქსელში მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე. მისივე თქმით, ქვეყანაში შემოსული ფული უნდა ხმარდებოდეს ქვეყნის […]
ჩემთვის, როგორც იურისტისთვის, კატეგორიულად მიუღებელია „ვეტინგი“, რომელიც კონსტიტუციურ-სამართლებრივ პრინციპებს ეწინააღმდეგება
ჩემთვის, როგორც იურისტისთვის, კატეგორიულად მიუღებელია „ვეტინგი“, რომელიც კონსტიტუციურ-სამართლებრივ პრინციპებს ეწინააღმდეგება ჩემთვის, როგორც იურისტისთვის, კატეგორიულად მიუღებელია „ვეტინგი“, რომელიც კონსტიტუციურ-სამართლებრივ პრინციპებს ეწინააღმდეგება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. კობახიძის თქმით, ასეთი პროცესები მიუღებელია. „როგორც იურისტმა, შემიძლია დავადასტურო, რომ „ვეტინგი“ არა მხოლოდ ფორმალურად ეწინააღმდეგება ქვეყნის კონსტიტუციას, არამედ ეწინააღმდეგება, პირველ რიგში, ზოგად, საზოგადო კონსტიტუციურ-სამართლებრივ პრინციპებს. აქედან გამომდინარე, […]
ვახტანგ გომელაური აზერბაიჯანის რესპუბლიკის უსაფრთხოების საბჭოს მდივანს შეხვდა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა, ვახტანგ გომელაურმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის უსაფრთხოების საბჭოს მდივანთან, რამილ უსუბოვთან შეხვედრა გამართა. შსს-ს ინფორმაციით, შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე – გიორგი ბუთხუზი და ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსი – გივი თუმანიშვილი. შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ისაუბრეს ორი ქვეყნის შესაბამის სტრუქტურებს შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე. […]
ეკონომიკის სამინისტრო – სამუშაო სივრცეში უბედური შემთხვევები, გასულ წელს 2018 წელთან შედარებით, 42%-ით არის შემცირებული

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონის მიღებიდან დღემდე სამუშაო სივრცეში მომხდარი უბედური შემთხვევების შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა – უბედური შემთხვევები 2018 წელთან შედარებით 2023 წელს 42%-ით არის შემცირებული. როგორც მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, ბოლო წლების განმავლობაში საქართველომ შრომითი უფლებების დაცვის კუთხით მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა. […]