მუხიანის აგარაკებზე წყალარინების ქსელი ეწყობა

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახური გლდანის რაიონში, ე.წ. მუხიანის აგარაკებზე წყალარინების ცენტრალურ ქსელს აწყობს. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, მიმდინარე პროექტი დღეს დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მოადგილესთან, ირაკლი ბენდელიანთან ერთად დაათვალიერა. „გლდანის რაიონში, კერძოდ, მუხიანის აგარაკებზე მიმდინარეობს მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწყობა, რომელიც წლების განმავლობაში უდიდეს პრობლემას წარმოადგენდა ადგილობრივი მოსახლეობისთვის. გარდა იმისა, რომ არ […]

ეკონომიკის მინისტრის მოადგილის განცხადებით, ქართულ მხარის მიერ 2024-25 წლების საქართველო-ევროკავშირის DCFTA-ის პრიორიტეტული სამოქმედო გეგმა მომზადდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის გენადი არველაძის განცხადებით, ქართულ მხარის მიერ 2024-25 წლების საქართველო-ევროკავშირის DCFTA-ის პრიორიტეტული სამოქმედო გეგმა მომზადდა. როგორც არველაძემ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განმარტა, ეს იქნება პირველი, ორმხრივად შეთანხმებული სამოქმედო გეგმა იმ განსახორციელებელ ღონისძიებებსა და რეფორმებზე, რომელსაც საქართველო როგორც DCFTA-ით აღებული ვალდებულებების ფარგლებში, ასევე მის მიღმაც სხვადასხვა სექტორული მიმართულებით ახორციელებს. „ეს […]

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე რატი იონათამიშვილის კანდიდატურა განიხილება

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე რატი იონათამიშვილის კანდიდატურა განიხილება. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ის უმრავლესობას სწორედ რატი იონათამიშვილის კანდიდატურას წარუდგეს. „უმრავლესობის მიმართ ჩემი შეთავაზება ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე იქნება რატი იონათამიშვილის კანდიდატურა. ვესაუბრე რატისაც, მას ამაზე უარი არ უთქვამს. ყველზე […]

მამუკა მდინარაძე ადეიშვილზე – წამების და რეკეტის სისტემის დამლაგებელი რეფორმებზე ევროპელ პარტნიორებს არ უნდა ელაპარაკებოდეს – ასეთ მოცემულობებს არ უნდა შევეგუოთ

ძალიან მძიმე იყო ქართველი კრიმინალის ხილვა უმაღლესი რანგის თანამდებობის პირებთან შეხვედრაზე, მითუმეტეს, როდესაც ეს ჩვენს ევროპელ კოლეგებს ეხებოდა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ყოფილი იუსტიციის მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა. მისი განცხადებით, „წამების და რეკეტის სისტემის დამლაგებელი ადამიანი რეფორმებზე ევროპელ კოლეგებს და პარტნიორებს არ უნდა ელაპარაკებოდეს“. „კიდევ უფრო მძიმე იყო […]

მამუკა მდინარაძე – სინამდვილეში საუბარია ორი კრიმინალის გაერთიანებაზე, კრიმინალია გვარამია, კრიმინალია მელია – ისინი არიან მძიმე ცოდვებით დამძიმებულები, მათ შორის თანაშემოქმედები იმ რეჟიმისა, რომელსაც „ნაცმოძრაობა“ ერქვა

სინამდვილეში საუბარია ორი კრიმინალის გაერთიანებაზე, კრიმინალია გვარამია, კრიმინალია მელია – ისინი არიან მძიმე ცოდვებით დამძიმებულები, მათ შორის თანაშემოქმედები იმ რეჟიმისა, რომელსაც „ნაცმოძრაობა“ ერქვა, – ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე ნიკა გვარამიასა და ნიკა მელიას გაერთიანებას. მდინარაძის შეფასებით, „ნაცი“ ყოველთვის „ნაცი“ იქნება და მათი „განნაცება“ იმის გამო, რომ ისინი […]

კახა კალაძე – ჩვენი ტერიტორიების გარკვეული ნაწილი რუსეთის მიერ ოკუპირებულია – ძალიან ბევრია სამუშაო ამ მიმართულებით

ნებისმიერი ქართველი რომ გააჩერონ და ჰკითხონ, რა არის მისი ოცნება, ყველა იტყვის, რომ ეს არის ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ტერიტორიების დაბრუნება, რომელიც დღეს ოკუპირებულია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. კალაძემ უპასუხა კითხვას, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ქაჯაიას დანიშვნასთან დაკავშირებით. კალაძის თქმით, ის ამ ადამიანს არ იცნობს. […]

შალვა პაპუაშვილი ოფიციალური ვიზიტით შვეიცარიის კონფედერაციასა და ლიხტენშტაინის სამთავროში გაემგზავრა

12-16 მარტს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით შვეიცარიის კონფედერაციასა და ლიხტენშტაინის სამთავროს ესტუმრება. ვიზიტის ფარგლებში, პარლამენტის თავმჯდომარე შვეიცარიის ეროვნული საბჭოს პრეზიდენტ ერიკ ნუსბაუმერს შეხვდება. ასევე, დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები ხელისუფლების წარმომადგენლებთან. ლიხტენშტაინის სამთავროში პარლამენტის თავმჯდომარე შეხვედრებს გამართავს ლიხტენშტაინის სამთავროს პრემიერ-მინისტრთან დენიელ რიხთან და ლიხტენშტაინის პარლამენტის პრეზიდენტთან ალბერტ ფრიკასთან. საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში, […]

კახა კალაძე – ძალიან მძიმეა, როდესაც ვხედავთ ევროპის სხვადასხვა ქალაქში გამართულ შეხვედრებზე ყოფილ თანამდებობის პირებს, რომლებსაც უმძიმესი დანაშაულები აქვთ ჩადენილი

ძალიან მძიმეა, როდესაც ვხედავთ ევროპის სხვადასხვა ქალაქში გამართულ შეხვედრებზე ყოფილ თანამდებობის პირებს, რომლებსაც უმძიმესი დანაშაულები აქვთ ჩადენილი,- ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას, ევროსტრუქტურებში გამართულ შეხვედრებში ზურაბ ადეიშვილის მონაწილეობასთან დაკავშირებით. კახა კალაძის განცხადებით, ამ ტიპის გადაწყვეტილებები და ქმედებები აზიანებს საქართველოსა და ევროპულ სტრუქტურებს შორის ურთიერთობებს. „ძალიან მძიმეა, როდესაც ვხედავთ […]

კალაძე: არ მინდა პოლემიკაში შევიდე დავით არახამიასთან, მინდა, უკრაინას მშვიდობა ვუსურვო

ქართველ ხალხს ისტორიულად ყოველთვის მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა უკრაინელ ხალხთან. ამას ვერაფერი და ვერავინ შეაჩერებს. ჩვენ გვერდით ვუდგავართ მათ. ეს გამოიხატება კონკრეტული ქმედებებით, მაგალითად, ავიღოთ საერთაშორისო პლატფორმები, შეგიძლიათ მოიძიოთ, რამდენჯერ გამოვხატეთ თანადგომა, გავგზავნეთ ჰუმანიტარული დახმარება. საქართველოში ჩამოსული უკრაინელების მხარდაჭერა დღესაც გრძელდება და სამომავლოდაც შენარჩუნდება. რაც შეეხება აღნიშნულ განცხადებას, არ მინდა პოლემიკაში შევიდე დავით არახამიასთან, მინდა, უკრაინას […]

ოდიშარია: სარჯველაძეს რომ განათლება აქვს, მთელი ოპოზიცია რომ დააწებო ერთმანეთზე, არ აქვთ

თავდაცვის სამინისტროებს ხელმძღვანელობენ სამოქალაქო პირები და ეს მიღებული პრაქტიკაა. მიხეილ სარჯველაძეს რომ განათლება აქვს, ისეთი მთელი ოპოზიცია რომ დააწებო ერთმანეთზე, არ აქვთ. [სარჯველაძეს] აქვს მენეჯერული გამოცდილება, ბეჯითი და დინჯი დამოკიდებულება, საკითხების სიღრმისეული შესწავლის უნარი. ამიტომ, სწორედ იმით არის ძლიერი პოლიტიკოსი და მენეჯერი, რომ ის არ იჩქარებს. თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა, ბექა ოდიშარიამ. 11 მარტს პრემიერმა, […]