ფაშინიანი: თუ ОДКБ ჩვენს შეკითხვებს ვერ უპასუხებს, ორგანიზაციას დავტოვებთ

სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა კომენტარი გააკეთა ქვეყნის კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში (ОДКБ) მონაწილეობაზე. “პოლიტიკური პოზიცია არ უნდა აგვერიოს სამართლებრივ პროცესში. დიახ, ჩვენ ნაწილობრივ გავყინეთ ОДКБ-ში აქტიურობა. რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს, რომ არ ვმონაწილეობთ შეხვედრებში, არ გვყავს წარმომადგენელი.” – თქვა ფაშინიანმა. ფაშინიანის თქმით, აინტერესებთ, რა მოვალეობები ვრცელდება ОДКБ-ს მხრიდან სომხეთში. როგორც მან აღნიშნა, ამ კითხვის […]
საფრანგეთმა იარაღის ექსპორტის მხრივ რუსეთს გადაუსწრო და მსოფლიოში მე-2 ადგილი დაიკავა

სტოკჰოლმის საერთაშორისო მშვიდობის კვლევის ინსტიტუტის (SIPRI) მიხედვით, მსოფლიოში იარაღის ექსპორტის მხრივ აშშ და საფრანგეთი, შესაბამისად, 1-ელ და მე-2 ადგილზე არიან, ხოლო რუსეთის წილი ბოლო პერიოდში მკვეთრად დაეცა. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საფრანგეთმა იარაღის გაყიდვის მხრივ საერთაშორისო ბაზარზე საკუთარი წილი 7.2%-დან 11%-მდე გაზარდა. ამის მიზეზი ისაა, რომ საფრანგეთი იმ ბაზრებზე შევიდა, მაგალითად ინდოეთში, სადაც როგორც წესი […]
ევროკომისია რეკომენდაციას გასცემს ბოსნიასთან EU-ში გაწევრების მოლაპარაკებების დაწყებაზე

ევროკომისია ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის რეკომენდაციას გასცემს ბოსნია და ჰერცეგოვინას გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებაზე. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს ისაუბრა. “რა თქმა უნდა, მეტი წინსვლაა საჭირო ჩვენს კავშირში გასაწევრიანებლად, მაგრამ ქვეყანა ახდენს იმის დემონსტრირებას, რომ შეუძლია, შეესაბამებოდეს წევრობის კრიტერიუმებს და მისი მოქალაქეების სურვილს, იყვნენ ჩვენი ოჯახის წევრები. ამიტომ ჩვენ […]
საკრებულოში ოცნების დეპუტატმა დეკლარაციაში საკუთარი ბინები და ხელფასი არ მიუთითა

თბილისის საკრებულოში ქართული ოცნების დეპუტატმა, განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ, კახაბერ ლაბუჩიძემ 2024 წლის თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში საკუთარი უძრავი ქონება და საკრებულოში, წლის განმავლობაში აღებული ხელფასის რაოდენობა არ მიუთითა. მას მხოლოდ თავისი ცოლის, თამარ ხაინდრავას ანაზღაურება აქვს მითითებული. ინფორმაცია არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ გაავრცელა. როგორც საჯარო რეესტრის ამონაწერით ირკვევა, ოცნების დეპუტატი ერთ 115.58 […]
გადაიხედება თუ არა DRG დაფინანსების მოდელი? – ჯანდაცვის ახალი მინისტრის განმარტება

ჯანდაცვის ახალმა მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რომ ყველა მისი გადაწყვეტილების საფუძველი იქნება “პაციენტის საუკეთესო ინტერესების მაქსიმალურად დაცვა”. ასე უპასუხა მან TV პირველის კითხვას, გადაიხედება თუ არა DGR დაფინანსების მოდელი. “ამასთან დაკავშირებით აუცილებელი იქნება დარგთან აქტიური კონსულტაცია – სამედიცინო საზოგადოებასთან ყველა მოსაზრების მოსმენა და ამის მიხედვით შერჩევა საუკეთესო მოდელისა, რომელიც წაადგება საერთოდ ქვეყანას, თითოეულ პაციენტს. ეს […]
“დარწმუნებული ვარ, 1-2 წელიწადში “ლივერპულში” დაბრუნდება – “მანჩესტერ იუნაიტედის” ლეგენდამ კლოპზე ისაუბრა

“მანჩესტერ იუნაიტედის” ლეგენდამ დუაიტ იორკმა “ლივერპულის” მთავარი მწვრთნელის იურგენ კლოპის შესახებ ისაუბრა. მოგეხსენებათ, “მერსისაიდელების” თავკაცი სეზონის ბოლოს კლუბს დატოვებს. იორკის თქმით, იგი დარწმუნებულია, რომ კლოპი ერთ-ორ წელიწადში “სქაუზერებში” დაბრუნდება. “მინდა ამ საკითხზე ჩემი მოსაზრება დავაფიქსირო. ვფიქრობ, ის “ლივერპულში” ერთ ან ორ წელიწადში დაბრუნდება. ძალიან შორს არ წავალ, უბრალოდ ასეთი განცდა მაქვს. დღეს არც ისე ბევრი […]
ეიპიემ ტერმინალს ფოთი მზად არის განახორციელოს მნიშვნელოვანი ინვესტიცია და დაიწყოს გაფართოების პროექტი – APM Terminals Poti

ეიპიემ ტერმინალს ფოთი (სს ,,კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგური“) მზად არის პორტის გაფართოების პროექტში მინიმუმ 200 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელოს, მას შემდეგ რაც საქართველოს მთავრობა მიიღებს განკარგულებას და გასცემს თანხმობას ეიპიემ ტერმინალს ფოთთან შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე. ამის შესახებ განცხადებას სს ,,კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგური“ ავრცელებს. კომპანიის განცხადებით, ეიპიემ ტერმინალს ფოთმა სურვილი და მზაობა არსებული […]
საქართველოსთვის დახმარება 8 მლნ დოლარით მცირდება

სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული 2025 წლის ბიუჯეტის პროექტის თანახმად, საქართველოსთვის გამოყოფილი დახმარებისთვის 80 მილიონი აშშ დოლარია გათვალისწინებული. „ქვეყანას ეს დაეხმარება დემოკრატიულ და ეკონომიკურ განვითარებაში, ასევე, ევროატლანტიკურ წინსვლაში და ხელს შეუწყობს საქართველოს მედეგობის გაძლიერებას მავნე გავლენების წინააღმდეგ,“ – აღნიშნულია დოკუმენტში. შემოთავაზებული პროექტის თანახმად, ეს ფულადი დახმარება დაეხმარება ინსტიტუციურ შემოწმებებს და დააბალანსებს კანონის უზენაესობას, ასევე, ხელს შეუწყობს […]
Student Card-ით ახლა უკვე უფრო მეტი PLUS ქულის დაგროვებაა შესაძლებელი

სტუდენტებისთვის საკუთარი ფინანსების მარტივად და ეფექტურად სამართავად, დანაზოგების შექმნის საბაზისო პრინციპების შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად საქართველოს ბანკი სტუდენტური ბარათის მფლობელებს სხვადასხვა შესაძლებლობას მუდმივად სთავაზობს. ახალი შეთავაზების ფარგლებში სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა, მიიღონ უფრო მეტი PLUS ქულა საქართველოს ბანკის ტერმინალზე გადახდისას. (ინიციატივის ფარგლებში, Student Card-ის მფლობელებს ყოველ გადახდილ 1 ლარზე 2 PLUS ქულა დაერიცხებათ). PLUS ქულების გადაცვლა 10 […]
“ცეცხლი აგრესორმა რუსეთმა უნდა შეწყვიტოს” – ვატიკანი პაპის განცხადებას განმარტავს

კრიტიკის შემდეგ, ვატიკანი რომის პაპის განცხადებას განმარტავს, რომლითაც ის უკრაინას “თეთრი დროშის გამბედაობის” გამოჩენისკენ მოუწოდებდა. ვატიკანის პრესსპიკერი ამბობს, რომ პაპი ფრანცისკე უკრაინას არა კაპიტულაციისკენ, არამედ მოლაპარაკებებისთვის მზაობის გამოხატვისკენ მოუწოდებდა. ვატიკანის სახელმწიფო მდივანმა კი თქვა, რომ ფრანცისკეს მოწოდება უკრაინაში მიმდინარე უსამართლო ომის დასრულებისკენაა მიმართული და “პირველ რიგში, ცეცხლი აგრესორმა რუსეთმა უნდა შეწყვიტოს.” შეგახსენებთ, რომის პაპმა შვეიცარულ […]