რუსეთი უკრაინიდან საზღვრის 3 მიმართულებით გარღვევის მცდელობას ადასტურებს

რუსეთი ადასტურებს, რომ ბელგოროდსა და კურსკში უკრაინის მხრიდან რუსეთის საზღვრის გარღვევის მცდელობას ჰქონდა ადგილი – “დღეს დილით, 12 მარტს, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა, რუსეთის FSB-ს სასაზღვრო სამსახურის ნაწილებთან ერთად, ჩაშალეს კიევის რეჟიმის მცდელობა, გაეღწია რუსეთის სასაზღვრო ტერიტორიაზე ბელგოროდისა და კურსკის რეგიონებში” – ნათქვამია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში. სამხედრო დეპარტამენტის ცნობით, მოსკოვის დროით დაახლოებით დილის […]

“საზღვარზე 1 ლიტრი საწვავი ღირს 1,65 ლარი, ბენზინგასამართ სადგურებზე იყიდება ორჯერ უფრო ძვირად” – ირაკლი ნადირაძე

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ირაკლი ნადირაძემ, განაცხადა: „სწორედ ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ იყვნენ ის ადამიანები, რომლებიც 2012 წელს გვპირდებოდნენ საწვავის ფასის გაიაფებას, რადგან გვეუბნებოდნენ, რომ მაშინდელი ფასი, რომელიც იყო ერთი ლარი და 95 თეთრი, იძახდნენ, რომ ლარი ვიღაცის ჯიბეში მიდიოდა. გვპირდებოდნენ საწვავის ფასის გაიაფებას, მაგრამ პროდუქტების, მედიკამენტების, სერვისების გაძვირებასთან ერთად გაიზარდა […]

მამუკა მდინარაძე „ვეტინგზე“ – საქართველოში გადაწყვეტილებები მიიღება ქართველების მიერ, ეს არის პრინციპი, რომელიც არ გადაიხედება

საქართველოში გადაწყვეტილებები მიიღება ქართველების მიერ, ეს არის პრინციპი, რომელიც არ გადაიხედება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ „ვეტინგზე“ საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ის ქვეყნები, სადაც „ვეტინგი“ დანერგეს, სასამართლოსთან დაკავშირებულ ყველა მსოფლიო რეიტინგში რამდენიმე ათეული ქულით უკან არიან. მანვე აღნიშნა, რომ ეროვნული ამოცანაა საქართველოსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ყოველთვის საქართველოს მოქალაქემ მიიღოს. „როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ […]

დავით მათიკაშვილი – მელია-გვარამიას „ნაცურ“ გაერთიანებას თუ რამე სახელწოდება არ შეესაბამება, ეს არის „ახალი“ – ეს არის „ნაცმოძრაობის“ 1-2-3%-იანი წარმონაქმნი

ამ „ნაცურ“ გაერთიანებას თუ რამე სახელწოდება არ შეესაბამება, უპირველესად არის „ახალი“ – ეს არის კოლექტიური “ნაცმოძრაობის” 1-2-3%-იანი წარმონაქმნი, მათი ელექტორალური ხარისხი ნულთან გათანაბრებულია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, დავით მათიკაშვილმა გვარამია-მელიას გაერთიანებაზე საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, ნიკა გვარამია და ნიკა მელია ცალ-ცალკე “ნაცები” არიან და საზოგადოება არ დაიჯერებს, რომ მათი გაერთიანების შემთხვევაში “ნაციონალური მოძრაობისგან” […]

მამუკა მდინარაძე სააკაშვილის გათავისუფლებასა და ფრენების შეწყვეტაზე – არახამიას ასეთი დამოკიდებულება იმ არამეგობრული დამოკიდებულების გაგრძელებაა, რაც არა მხოლოდ არამეგობრულობას, არამედ ამ ქვეყნის მტრობას ნიშნავს

არახამიას ასეთი დამოკიდებულება არის იმ არამეგობრული დამოკიდებულების გაგრძელება, რაც არა მხოლოდ არამეგობრულობას, არამედ ამ ქვეყნის მტრობას ნიშნავს და იმედს ვიტოვებ, რომ მისი და მისი თანამზრახველების ამ საკითხში ასეთი დამოკიდებულება, მიუხედავად ამ ყველაფრისა, ვერასდროს შეარყევს ორი ხალხის ისტორიულ მეგობრობას“,-განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატის, ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ხელმძღვანელის, დავით არახამიას იმ განცხადების […]

მიხეილ ხიდურელი – კომპანიებს ვაძლევთ თავისუფლებას, აირჩიონ მათთვის სასურველი გამოფენა, რომელშიც მონაწილეობის ხარჯებს სააგენტო 80-90%-მდე გრანტის სახით აუნაზღაურებს

სააგენტო მუდმივად ზრუნავს, რომ ექსპორტიორ კომპანიებს სხვადასხვა მიმართულებით დაეხმაროს, – ამის შესახებ „აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა, მიხეილ ხიდურელმა სააგენტოს ექსპორტის მხარდამჭერი ახალი პროგრამის პრეზენტაციაზე ისაუბრა. მისი თქმით, ინდივიდუალური ექსპო გრანტი ექსპორტზე ორიენტირებულ კომპანიებს დამატებით შესაძლებლობას მისცემს გაზარდონ საექსპორტო პოტენციალი და გააფართოონ კავშირები საერთაშორისო პარტნიორებთან. „დღესდღეობით, ექვსზე მეტი პროგრამა გვაქვს დანერგილი, გადამზადების თუ საერთაშორისო ბაზრებზე წვდომის მიმართულებით. […]

ივანოვოს ოლქში „ილ-76“ აფრენისას ჩამოვარდა

ივანოვოს ოლქში „ილ-76“ აფრენისას ჩამოვარდა, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. „2024 წლის 12 მარტს, მოსკოვის დროით დაახლოებით, 13:00 საათზე, „ილ-76“-ის ტიპის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი ივანოვოს ოლქში გეგმური ფრენის განხორციელების დროს აფრენისას ჩამოვარდა. ბორტზე ეკიპაჟის 8 წევრი და 7 მგზავრი იმყოფებოდა“, – ნათქვამია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში. რუსეთის თავდაცვის უწყების ცნობით, თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი […]

„ჰეზბოლა“ აცხადებს, რომ ისრაელის მიმართულებით 100-ზე მეტი რაკეტა გაუშვეს

„ჰეზბოლა“ აცხადებს, რომ ისრაელის მიმართულებით 100-ზე მეტი რაკეტა გაუშვეს. „ჰეზბოლას“ ცნობით, რაკეტების სამიზნეს გოლანის მაღლობებზე მდებარე ისრაელის თავდაცვის ძალების ორი სამხედრო ბაზა წარმოადგენდა. „ჰეზბოლას“ განცხადებით, სარაკეტო შეტევით ისრაელის მიერ ლიბანის ქალაქ ბაალბეკზე განხორციელებულ დარტყმებს უპასუხეს. ბაალბეკის გუბერნატორის ბაშირ ხადერის ცნობით, ისრაელის საჰაერო იერიშების შედეგად ერთი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.

„კავშირი სიცოცხლისთვის“ წევრი ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრაზე – მიხეილ სარჯველაძემ 10-დღიანი ვადა ითხოვა, რათა ონკოპაციენტების პრობლემებს დეტალურად გაეცნოს

„კავშირი სიცოცხლისთვის“ წევრის, გვანცა აფხაიძის განცხადებით, ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ძალიან მალე იქნება ხელმისაწვდომი ონკოპაციენტებისთვის სამკურნალო მედიკამენტები, რომელზეც დეფიციტი იყო. ამასთან, როგორც მან განმარტა, მიხეილ სარჯველაძემ 10-დღიანი ვადა ითხოვა იმისთვის, რათა ონკოპაციენტების პრობლემებს დეტალურად გაეცნოს. “ჩვენ გვითხრეს, რომ მედიკამენტები უკვე შემოდის, ძალიან მალე იქნება ხელმისაწვდომი ის სამკურნალო მედიკამენტები, რომელზეც დეფიციტი იყო. 25 ათას ლარიან […]

თსუ-ს პირველ კორპუსთან სტუდენტებისთვის კვების ახალი ობიექტი ამოქმედდება

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის კვების ობიექტი უახლოეს პერიოდში, უნივერსიტეტის პირველ კორპუსთანაც გაიხსნება. მათივე ცნობით, სივრცე, სადაც კვების ობიექტის გახსნა იგეგმება, თსუ-ს რექტორმა, ჯაბა სამუშიამ, კანცლერმა ლაშა საღინაძემ, რექტორის მოადგილემ კახა ჭეიშვილმა და ადმინისტრაციის თანამშრომლებმა დაათვალიერეს. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის ინფორმაციით, უკვე მიმდინარეობს სივრცის პროექტირებაზე მუშაობა. „მომავალი კვირიდან გამოცხადდება ტენდერები ტექნიკის, ავეჯისა […]