“არასასურველი პირია” – 27 წლის ფეხბურთელი, საქართველოს მოქალაქე პოლონეთში არ შეუშვეს

27 წლის ქართველი ფეხბურთელი 9 მარტს პოლონეთში არ შეუშვეს. ინფორმაციას პოლონეთის სასაზღვრო სამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, საქართველოს მოქალაქეს კატოვიცედან ქუთაისში დღეს, 12 მარტს დააბრუნებენ. “აღმოჩნდა, რომ უცხოელი IT მონაცემთა ბაზაში იყო შეყვანილი როგორც არასასურველი პირი, მესამე ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც უარი უნდა ეთქვას შენგენის ზონაში შესვლაზე ან დარჩენაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომენდანტმა 27 წლის ფეხბურთელს შესვლაზე უარი […]

“დაშორების გადაწყვეტილება მე მივიღე. ქართველი კაცები მენტალიტეტით უფრო ახლოს არიან ჩემთან, ვიდრე ევროპელები ან ამერიკელები…” – ანიტა რაჭველიშვილი ყოფილ და ახლანდელ ურთიერთობაზე – Marao

“დაშორების გადაწყვეტილება მე მივიღე. ქართველი კაცები მენტალიტეტით უფრო ახლოს არიან ჩემთან, ვიდრე ევროპელები ან ამერიკელები…” – ანიტა რაჭველიშვილი ყოფილ და ახლანდელ ურთიერთობაზე – Marao ანიტა რაჭველიშვილის სახელი დიდი ხანია, რაც საქართველოს საზღვრებს გასცდა და მას, როგორც ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ საოპერო მომღერალს, მსოფლიო იცნობს. წარმატებული კარიერის პარალელურად, ანიტა სოციალურ ქსელშიც აქტიურია და საკუთარ მოსაზრებას სხვადასხვა საკითხთან […]

გუბერნატორი – ბელგოროდში დრონი მერიის შენობას შეეჯახა, არიან დაშავებულები

უკრაინული დრონი რუსეთის ქალაქ ბელგოროდის მერიის შენობას შეეჯახა, დაშავდა ორი ადამიანი, – ამის შესახებ რეგიონის ხელმძღვანელმა ვიაჩესლავ გლადკოვმა განაცხადა. „ბელგოროდში მტრის უპილოტო საფრენი აპარატი ქალაქის ადმინისტრაციის შენობას შეეჯახა. დაშავებულია ორი ადამიანი, რომლებიც ადმინისტრაციის თანამშრომლები არიან. ერთ-ერთი მათგანი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მეორეს კი მკურნალობა ადგილზე ჩაუტარდა”, – წერს გუბერნატორი „ტელეგრამ“ არხზე. მისი ინფორმაციით, დრონი შენობის შესასვლელ შეეჯახა. […]

ზაზა ვაშაყმაძე სომხეთის ელჩს შეხვდა

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე დღეს სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, აშოტ სმბატიანს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციის რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს. „შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს მიმდინარე წელს, საქართველოსა და სომხეთს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ ხელმოწერილი შეთანხმების კონტექსტში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსა და სომხეთის რესპუბლიკის შესაბამის უწყებას შორის მემორანდუმის გაფორმების შესაძლებლობა. სომხეთის […]

ხობის მუნიციპალიტეტის ნოჯიხევის ადმინისტრაციულ ერთეულში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ხობის მუნიციპალიტეტის ნოჯიხევის ადმინისტრაციულ ერთეულში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. როგორც ხონის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, პროექტის შესაბამისად ორ კილომეტრიან მონაკვეთზე დაიგება ბეტონის საფარი, მოეწყობა არხები და ეზოებთან მისასვლელები. „ნოჯიხევში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია და მერის პირველი მოადგილე რევაზ ზაქარაია გაეცნენ. ინფრასტრუქტურული პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება […]

გაერო-ს ქალთა ორგანიზაციამ პუბლიკაციის „ჩვენ, ქალებს, დიდი ძალა გვაქვს“ პრეზენტაცია და ფოტოგამოფენა გამართა

გაერო-ს ქალთა ორგანიზაციამ პუბლიკაციის „ჩვენ, ქალებს, დიდი ძალა გვაქვს“ პრეზენტაცია და ფოტოგამოფენა გამართა. როგორც გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, პუბლიკაცია ეხმაურება თემებს თუ როგორ ცვლიან სოფლად მცხოვრები ქალები საკუთარი ოჯახების, სოფლებისა და თემების ცხოვრებას უკეთესობისკენ და რა სირთულეების გადალახვა უწევთ მათ. მათივე ცნობით, პუბლიკაცია გაეროს ქალთა ორგანიზაციამ ახალციხეში წარადგინა. გამოცემის პრეზენტაციის პარალელურად, ამავე […]

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ შვეიცარიის ელჩი გამოიძახა აქტივების კონფისკაციის შესახებ კენჭისყრის გამო

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ შვეიცარიის ელჩი რუსეთში კრისტინა მარტი ლანგი გამოიძახა და პროტესტი გამოუცხადა შვეიცარიის პარლამენტის გადაწყვეტილების გამო, ჩაერთოს ქვეყანა უკრაინისთვის რეპარაციის სახით რუსეთის აქტივების გადახდის საერთაშორისო მექანიზმის შემუშავებაში. მოსკოვმა გადაწყვეტილებას უწოდა „საერთაშორისო სამართლის პრინციპების და ნორმების უხეში დარღვევა.” შესაძლო კონფისკაციას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში უწოდეს „ძარცვა სახელმწიფო დონეზე“. მარტის დასაწყისში შვეიცარიის პარლამენტის ზედა პალატამ, […]

ცხინვალში პუტინის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა

ცხინვალის მთავარ მოედანზე ვლადიმერ პუტინის მხარდამჭერი აქცია-კონცერტი გაიმართა, ლოზუნგებით – “რუსეთი – ოსეთი”, “პუტინის გამარჯვება – ოსეთის გამარჯვებაა!”, “ძლიერი პრეზიდენტი – ძლიერი რუსეთი.” ადგილობრივი მედიის ცნობით, რუსეთის პრეზიდენტის მხარდასაჭერად ათასობით მოქალაქე მივიდა. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, პარტია “ნიხასის” ლიდერმა ზიტა ბესაევამ პუტინის მხარდასაჭერ აქციაზე განაცხადა, რომ რუსეთი უსაფრთხოების მნიშვნელოვანი გარანტია და ის ყოველთვის მხარს უჭერს სამხრეთ […]

მიხეილ სააკაშვილი – ჯანდაცვის სამინისტროში მიიყვანეს კაცი, რომელიც სადამსჯელო ღონისძიებებს განახორციელებს – ოლიგარქს ქვეყანას ხელიდან გამოვგლეჯთ, ეს ერთხელ უკვე გაკეთებული მაქვს და შევძლებ ხელახლა

სიმწრით შექმნილი სახელმწიფო ერთმა ადამიანმა მიიტაცა – ჩემი მთავრობის პრინციპი იყო „ყველაფერი ხალხისთვის“, ამათი „ყველაფერი ოლიგარქისთვისა და მისი მონებისთვის, – ამის შესახებ განცხადებას საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს. სააკაშვილის თქმით, ამ ერთი ადამიანის ინტერესებს უკავშირდება ქვეყნის საკადრო პოლიტიკაც, მათ შორის ჯანდაცვის მინისტრის გათავისუფლებაც. „სიმწრით შექმნილი სახელმწიფო ერთმა ადამიანმა მიიტაცა. ამ ადამიანის ქონებრივ […]

გიგი წერეთელი – ევროპის სახალხო პარტიისა და მისი ლიდერების წარმატება საქართველოს დაჩქარებული ევროინტეგრაციის უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა

„ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, გიგი წერეთელი ბუქარესტში ევროპის სახალხო პარტიის კონგრესში მონაწილეობდა, სადაც საარჩევნო კამპანია ოფიციალურად გაიხსნა, მანიფესტი გამოიცა და მნიშვნელოვანი რეზოლუცია მიიღეს. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას „ევროპული საქართველო“ ავრცელებს. მათი ცნობით, კონგრესზე სიტყვით მნიშვნელოვანი პოლიტიკური ლიდერები გამოვიდნენ და მაღალი დონის დისკუსიები წარიმართა. ევროპის სახალხო პარტიის დელეგატებმა კენჭისყრით ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკომისიის მომავალი პრეზიდენტობის კანდიდატად […]