აშშ უკრაინისთვის ახალ, $400 მილიონიან სამხედრო დახმარების პაკეტს გამოაცხადებს – Reuters

ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინის სამხედრო დახმარების ახალ, $400 მილიონიან პაკეტს ამზადებს – ინფორმაციას Reuters-ი ორ ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს. ეს იქნება პირველი მსხვილი დახმარება ბოლო თვეებში, რადგან კიევისთვის დამატებითი თანხების გამოყოფას აშშ-ის კონგრესში “რესპუბლიკელები” ბლოკავენ. ანონიმური ოფიციალური პირები, ამბობენ, რომ აშშ უკრაინის დახმარების ახალ პაკეტს 12 მარტს გამოაცხადებს.
რატომ შეუმცირა აშშ-მ საქართველოს ფინანსური დახმარება?

რატომ შეგვიმცირა შეერთებულმა შტატებმა დახმარება? – “ოცნება” ხელს მესამე სექტორისკენ იშვერს და ამტკიცებს, რომ ამერიკამ უარი თქვა არასანდო ორგანიზაციების დაფინანსებაზე. თუმცა, დახმარების პაკეტის დიდი ნაწილი საქართველოში კანონის უზენაესობის პრობლემის მოგვარებას, ინსტიტუციების გაძლიერებას და კორუფციასთან ბრძოლას უნდა მოხმარდეს. ოპოზიციაში ამტკიცებენ, რომ ამერიკის სახემწიფო დახმარების ბიუჯეტში ცვლილება ხელისუფლების ანტიამერიკული რიტორიკის შედეგია. წყარო – ტვ პირველი
ჯანდაცვის მინისტრის ორმა მოადგილემ თანამდებობა დატოვა

ირაკლი მხეიძემ და ილია ღუდუშაურმა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის პოსტები დატოვეს – ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. თამარ გაბუნია კი, რომელიც ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობას ასრულებდა, ისევ ჯანდაცვის მინისტრის პირველ მოადგილედ დაინიშნა. შეგახსენებთ, რომ დღეს პრემიერმა კობახიძემ ჯანდაცვის ახალ მინისტრად გუშინ მიხეილ სარჯველაძე დანიშნა, დღეს კი ის თანამშრომლებს წარუდგინა.
ბიძა სექსუალურად ავიწროებდა, დეიდა სცემდა, მისი შეყვარებული დაჭრეს – 15 წლის გოგოს საზარელი ისტორია

დააკავეს კაცი, რომელიც მეუღლის 15 წლის დისშვილის სექსუალურად ავიწროებდა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა “აჭარათაიმსი” ავრცელებს. გამოცემას ანონიმური წყარო უყვება, რომ კაცს 15 წლის გოგოს გაუპატიურების მცდელობა რამდენჯერმე ჰქონდა. “კაცი მეუღლის დისშვილთან სექსუალური ურთიერთობის დამყარებას ცდილობდა. ავიწროებდა მუდმივად, რის გამოც გოგო სახლიდან ხშირად გარბოდა, მათ შორის სცადა თვითმკვლელობაც. ძალადობის მსხვერპლმა მოზარდმა სექსუალური შევიწროების ფაქტი დეიდას უამბო, […]
სირიის პრეზიდენტის ბიძას შვეიცარიამ ომის დანაშაულების ჩადენაში ბრალი წაუყენა

12 მარტს შვეიცარიის გენერალურმა პროკურატურამ განაცხადა, რომ გაასამართლებს სირიის პრეზიდენტის ბაშარ ალ-ასადის ბიძას ომის დანაშაულებისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულების ბრალდებით. ერთ-ერთი ბრალდება 1982 წელს უკავშირდება, როცა ის სამხედრო მეთაური იყო. ბრალდების თანახმად, 86 წლის რიფაატ ალ-ასადმა, რომელიც ცნობილია, როგორც “ჰამას ჯალათი”, სირიის ჯარის ხელმძღვანელობის დროს გასცა სიკვდილით დასჯის, წამების, უკანონო დაპატიმრების და სასტიკი მოპყრობის […]
საფრანგეთში უკრაინასთან უსაფრთხოების ხელშეკრულებას უყრიან კენჭს

ფრანგი კანონმდებლები 12 მარტს გადაწყვეტენ დაუჭერენ თუ არა მხარს უკრაინასთან უსაფრთხოების შეთანხმებას. კენჭისყრა არასავალდებულოა, თუმცა მას ყურადღებით აკვირდებიან საფრანგეთში და მის ფარგლებს გარეთ. უკრაინელმა ოფიციალურმა პირებმა “როიტერს” განუცხადეს, რომ ისინი შიშობენ, რომ კენჭისყრა, რომელიც არ არის კიევისთვის სასარგებლო, სიმბოლურად უარყოფითი იქნება და შეიძლება ზიანი მიაყენოს პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის ძალისხმევას გაზარდოს თავისი ქვეყნის მხარდაჭერა მომდევნო თვეებში. […]
ევროკომისიამ მხარი დაუჭირა ბოსნია და ჰერცეგოვინასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნას

ევროკომისიამ რეკომენდაცია გაუწია ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას ბოსნია და ჰერცეგოვინასთან. როგორც ევროკომისიის ანგარიშშია ნათქვამი, კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემდეგ, ბოსნია და ჰერცეგოვინამ გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები სასამართლო და პროკურატურის სისტემის გასაუმჯობესებლად, კორუფციული ორგანიზებული დანაშაულისა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლისა და მიგრაციის მართვის გასაუმჯობესებლად, ასევე მიაღწია და შეინარჩუნა ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან სრული თანხვედრა, რაც, კომისიის შეფასებით, […]
სომალის სანაპიროსთან მცურავ სატვირთო გემზე 20 შეიარაღებული პირი ავიდა

ბრიტანული საზღვაო უსაფრთხოების ფირმა Ambrey-მ 12 მარტს გაავრცელა ინფორმაცია, რომ სომალის სანაპიროსთან მცურავ სატვირთო გემზე 20 შეიარაღებული პირი ავიდა და მასზე კონტროლი დაამყარა. Ambrey-ს თქმით, აღნიშნული ხომალდი ბანგლადეშის დროშის ქვეშ მცურავი ბალკერი იყო, რომელიც მოზამბიკიდან გაერთიანებულ არაბთა საამიროების მიმართულებით მიცურავდა. ფირმის ცნობით, შემთხვევა სომალის დედაქალაქ მოგადიშოს სანაპიროდან 600 საზღვაო მილის დაშორებით მოხდა. შეიარაღებული პირების ხომალდის […]
ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებლობის ტენდერი რამდენიმე დღეში გამოცხადდება – მინისტრი

ანაკლიის პორტის მშენებლობის საკონსულტაციო კომპანიამ უკვე მოამზადა სატენდერო ბადე და ტენდერი რამდენიმე დღეში გამოცხადდება, – ამის შესახებ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მედიასთან განაცხადა. „მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა. იმისთვის, რომ პროცესები დაგვეჩქარებინა, ჩვენ გვყავს დაქირავებული საერთაშორისო მაღალი რეპუტაციის კომპანია, რომელიც ჩვენ გვიწევდა დახმარებას ტექნოლოგიურ ნაწილში. ამ ეტაპზე მომზადდა HAEDES-სთან ერთად სატენდერო წინადადება ბადესთან ერთად, […]
ბიტკოინის კურსმა ისტორიაში პირველად 73 ათას დოლარს მიაღწია

დღეს, ბიტკოინის კურსმა ისტორიაში პირველად 73 ათას დოლარს მიაღწია. ბიტკოინი 2024 წლის დასაწყისიდან 34%-ზე მეტით გაძვირდა. ამას ხელი შეუწყო ბიტკოინ-ETF-ის გაშვებამ. ამასთან, ბოლო დღეებში ბიტკოინი მკვეთრად გაძვირდა: 25 თებერვლიდან ის 51 772,9 დოლარიდან 14%-ზე მეტით გაიზარდა. როგორც Bloomberg აღნიშნავს, პოპულარულ კრიპტოვალუტას მხარს უჭერს მოთხოვნა Bitcoin ETF-ებზე. გარდა ამისა, სააგენტო დასძენს, რომ ბიტკოინი მნიშვნელოვნად გაიზარდა მას […]