ჯანდაცვის მინისტრის ორმა მოადგილემ თანამდებობა დატოვა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობები ილია ღუდუშაურმა და ირაკლი მხეიძემ დატოვეს. ამის შესახებ ინფორმაცია რადიო თავისუფლებას ჯანდაცვის სამინისტროში დაუდასტურეს. უწყების ცნობითვე, მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია გახდა, ორი მოადგილის თანამდებობა კი, ჯერჯერობით, ვაკანტური რჩება. ჯანდაცვის ახალი მინისტრი მიხეილ სარჯველაძე გახდა. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ იგი მედიას 11 მარტს წარუდგინა. სარჯველაძე ამ დრომდე იყო საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა […]

საპენსიო სააგენტოს აქტივები 4.6 მილიარდ ლარს შეადგენს

საპენსიო სააგენტოს აქტივები 4.6 მილიარდ ლარს შეადგენს 2024 წლის 29 თებერვლის სტატისტიკური მონაცემებით, საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1 მილიონ 496 ათასი ადამიანია, ხოლო საპენსიო აქტივების ღირებულება 4,6 მლრდ ლარს შეადგენს. სააგენტოს ინფორმაციით, ამავე პერიოდში, წმინდა ამონაგებმა, 941.1 მილიონი ლარი შეადგინა. 2024 წლის 29 თებერვლის მდგომარეობით, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა სხვადასხვა კატეგორიის 8 274-მა პირმა, მათზე […]

მთავრობამ “სითი მოლის” მფლობელ კომპანიას შაორის მიმდებარედ 2,246 კვ/მ 49 წლით გადასცა

საქართველოს მთავრობის მიერ გამოქვეყნებული განკარგულების თანახმად, IG Development-ის შემადგენლობაში არსებულ კომპანია “სითი დეველოპმენტს” რაჭაში, შაორის ტბის მიმდებარედ 49-წლიანი აღნაგობის უფლებით 2,246 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთი გადაეცა. აღნაგობის უფლება გულისხმობს, პირის შესაძლებლობას ისარგებლოს სხვისი ნაკვეთით ისე, რომ მას ჰქონდეს ან ნაკვეთზე ან მის ქვეშ რაიმე ნაგებობის აღმართვის უფლება, ასევე ამ უფლების გასხვისების, მემკვიდრეობით გადაცემის,თხოვების და გაქირავების […]

სომალის სანაპიროსთან სატვირთო გემზე 20 შეიარაღებული პირი ავიდა

ბრიტანული საზღვაო უსაფრთხოების ფირმა Ambrey-მ 12 მარტს გაავრცელა ინფორმაცია, რომ სომალის სანაპიროსთან მცურავ სატვირთო გემზე 20 შეიარაღებული პირი ავიდა და მასზე კონტროლი დაამყარა. Ambrey-ს თქმით, აღნიშნული ხომალდი ბანგლადეშის დროშის ქვეშ მცურავი ბალკერი იყო, რომელიც მოზამბიკიდან გაერთიანებულ არაბთა საამიროების მიმართულებით მიცურავდა. ფირმის ცნობით, შემთხვევა სომალის დედაქალაქ მოგადიშოს სანაპიროდან 600 საზღვაო მილის დაშორებით მოხდა. შეიარაღებული პირების ხომალდის […]

პოლონელმა ფერმერებმა უკრაინის საზღვართან სატვირთო ავტომობილების მოძრაობა გადაკეტეს

პოლონელმა ფერმერებმა უკრაინის საზღვართან სატვირთო ავტომობილების მოძრაობა გადაკეტეს. სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის სპიკერის, ანდრეი დემჩენკოს თქმით, ამ ეტაპზე პოლონელ ფერმერებს სატვირთო ავტომობილების გამშვები ოთხივე პუნქტი სრულად აქვთ ბლოკირებული. მისი თქმით, პუნქტებთან ამ დროისთვის 1 500 სატვირთო ავტომობილია გაჩერებული. ამავდროულად, სამგზავრო ავტომობილებისა და ავტობუსებისთვის საზღვარი ხუთივე მიმართულებით ღიაა, თუმცა, ორ პუნქტზე არის შეფერხებებიც. პოლონელი ფერმერები უკრაინის საზღვართან […]

ვატიკანმა განაცხადა, რომ რუსეთის მხრიდან აგრესიის შეწყვეტა უკრაინაში მშვიდობის „პირველი პირობაა“

ვატიკანმა 12 მარტს გამოაცხადა, რომ რუსეთის მხრიდან აგრესიის შეწყვეტა მშვიდობისთვის „პირველი პირობაა“. ეს განცხადება მოჰყვა პაპის, ფრანცისკეს ნათქვამს, რომ უკრაინამ თეთრი დროშა უნდა აჩვენოს, რასაც კიევის და მისი მოკავშირეების მხრიდან კრიტიკა მოჰყვა. კარდინალმა, პიეტრო პაროლინმა, ვატიკანის სახელმწიფო მდივანმა და პაპის უახლოესმა მრჩეველმა, ეს განაცხადა გაზეთ Corriere della Sera-სთან საუბარში. წმინდა საყდარი ამ ხაზს მიჰყვება და […]

ილია ღუდუშაურმა და ირაკლი მხეიძემ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობები დატოვეს

ილია ღუდუშაურმა და ირაკლი მხეიძემ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობები დატოვეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს. უწყებაში აცხადებენ, რომ ჯანდაცვის მინისტრის პირველ მოადგილედ თამარ გაბუნია დაინიშნა, რომელიც აქამდე ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი იყო. შეგახსენებთ, რომ მიხეილ სარჯველაძე ჯანდაცვის მინისტრად 11 მარტს დაინიშნა. სარჯველაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე წარადგინა. პრემიერ-მინისტრმა […]

რუმინეთის პრეზიდენტი – გადავწყვიტე, მონაწილეობა მივიღო ნატოს გენერალური მდივნის თანამდებობაზე კონკურსში

რუმინეთის პრეზიდენტი ნატოს გენერალური მდივნის პოზიციაზე კენჭისყრას აპირებს. ამის შესახებ რუმინეთის პრეზიდენტმა კლაუს იოჰანისმა განაცხადა. “გადაწყვეტილება მივიღე მონაწილეობა მივიღო ნატოს გენერალური მდივნის თანამდებობაზე კონკურსში. ეს რუმინეთის კანდიდატურაა, ნატო ღირებულებებისადმი ჩემი მყარი ერთგულებაა”, – განაცხადა იოჰანისმა. მისი თქმით, ორი ათწლეული გავიდა მას შემდეგ, რაც რუმინეთი გახდა ნატოს წევრი, რომელიც 75 წლის განმავლობაში დემოკრატიას და თავისუფლებას ავრცელებს […]

გია ცაგარეიშვილი პარტია „ახალზე“ – რამდენად არიან ახლები ადამიანები, რომლებმაც ძველი დროიდან საზარელი კვალი დააჩნიეს ქართულ რეალობას და ქართულ პოლიტიკას?

რამდენად არიან ახლები ადამიანები, რომლებმაც ძველი დროიდან საზარელი კვალი დააჩნიეს ქართულ რეალობას და ქართულ პოლიტიკას? – გარდა უკეთურობისა ვერაფრით ვერ წარმოაჩინეს საკუთარი თავი. რამდენად შეიძლება ამ ადამიანებს ახლები ვუწოდოთ?, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, გია ცაგარეიშვილმა ნიკა გვარამიას და ნიკა მელიას მიერ პარტია „ახალის“ შექმნის თაობაზე განაცხადა. ცაგარეიშვილის თქმით, ქართული ოპოზიციური სპექტრი […]

საქართველოდან ფეროშენადნობების ექსპორტის ღირებულება წლიურად 61.8%-ით შემცირდა

საქართველოდან ფეროშენადნობების ექსპორტის ღირებულება წლიურად 61.8%-ით შემცირდა საქართველოდან ფეროშენადნობების ექსპორტის ღირებულება წლიურად 61.8%-ით შემცირდა იანვარში, რაც ფასების მკვეთრი კლებით აიხსნება, რამაც მწარმოებლებს უბიძგა შეემცირებინათ ექსპორტის მოცულობაც (-51.8% წ/წ). ინფორმაციას Galt&Taggart ნედლეულის ბაზრის მიმოხილვაში აქვეყნებს. 2023 წლის იანვარში ფეროშენადნობების ექსპორტმა 51 მლნ დოლარი შეადგინა, მიმდინარე წლის პირველ თვეში კი 19 მლნ დოლარი. „2024 წლის თებერვალში ევროპული […]