ჯანდაცვის მინისტრის ორი მოადგილე გათავისუფლდა, I მოადგილედ თამარ გაბუნია დაინიშნა

ჯანდაცვის მინისტრის პირველ მოადგილედ თამარ გაბუნია დაინიშნა. ილია ღუდუშაურმა და ირაკლი მხეიძემ კი საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობები დატოვეს. ეს ინფორმაცია „ნეტგაზეთს“ ჯანდაცვის სამინისტროში დაუდასტურეს. ვინ იქნებიან მიხეილ სარჯველაძის სხვა მოადგილეები, ჯერჯერობით უცნობია. მიხეილ სარჯველაძე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრად 11 მარტს დაინიშნა. ამ პოსტზე მან ზურაბ აზარაშვილი შეცვალა. ზურაბ […]
“როიტერი”: აშშ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს

შეერთებული შტატები, უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს, რომელიც სავარაუდოდ $400 მილიონის ღირებულების იქნება. ინფორმაციას ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „როიტერი“, ორ ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს. ამგვარი პაკეტი, გამოყოფის შემთხვევაში, ბოლო თვეების განმავლობში, შეერთებული შტატების მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევის პირველი შემთხვევა იქნება. ეს იმ ფონზე, როცა კიევისთვის დამატებითი დახმარების საკითხი, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში, რესპუბლიკელი […]
ევროკავშირმა, შესაძლოა, რუსული აქტივებიდან მიღებული მოგება უკრაინას ივლისში გადასცეს – FT

ევროკავშირი, შეერთებული შტატების მხრიდან უკრაინის ფინანსური მხარდაჭერის შესუსტების ფონზე, გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული მოგებიდან 2-3 მილიარდი ევროს კიევში გადარიცხვას ივლისში აპირებს, – ამის შესახებ Financial Times-ი იუწყება. გამოცემის ცნობით, ევროკომისიამ მიმდინარე წლის თებერვლის შემდეგ რუსული აქტივებიდან მიღებული მოგების კონფისკაცია მოამზადა. მოსალოდნელია, რომ 2027 წლისთვის 20 მილიარდი ევროს ოდენობის მოგების კონფისკაცია მოხდება. პირველი ტრანში კიევში ივლისში […]
შეამცირა თუ არა შოკოლადზე მოთხოვნა კაკაოს რეკორდულმა გაძვირებამ?

კაკაოს მარცვალზე ფასების ზრდა რეკორდის მოხსნას განაგრძობს, თუმცა შოკოლადის გლობალურ მოთხოვნაზე საკონდიტრო წარმოების ამ საკვანძო ინგრედიენტის გაძვირებას გავლენა ჯერ არ მოუხდენია. ინფორმაციას CNBC ავრცელებს. გამოცემის მიერ გამოკითხული ანალიტიკოსები თვლიან, რომ კაკაოს ღირებულება შესაძლოა, კიდევ უფრო გაიზარდოს. დასავლეთ აფრიკა, რომელიც გლობალური წარმოების, დაახლოებით, 75%-ს შეადგენს, კაკაოს მიწოდებას უამინდობის გამო ამცირებს, რაც სექტორის მთავარ პრობლემად იქცა. კოტ […]
ევროკომისია თვლის, რომ მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკების დაწყების თითქმის ყველა დარჩენილი პირობა შეასრულა

ევროკავშირის აღმასრულებელმა ორგანომ, ევროკომისიამ, დაასკვნა, რომ მოლდოვამ, როგორც კანდიდატმა, შეასრულა თითქმის ყველა ის პირობა, რომლებიც საჭირო იყო ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკების დაწყებისთვის. კომისიამ შარშან განაცხადა, რომ ბრიუსელის მიერ დადგენილი ცხრა პირობიდან კიშინიოვმა ექვსი შეასრულა. კომისიის წლევანდელ შეფასებაში, რომელსაც რადიო თავისუფლება გეცნო 12 მარტს, ნათქვამია, რომ მოლდოვამ შეასრულა სამიდან ორი პირობა: დამატებით ზომები მიიღო დეოლიგარქიზაციისთვის და ანტიკორუფციულ […]
ევროკომისიამ უკრაინასთან და მოლდოვასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების წარმოების შესახებ დოკუმენტები მოამზადა

ევროკომისიამ უკრაინასთან და მოლდოვასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების წარმოების შესახებ დოკუმენტები მოამზადა. ამის შესახებ განცხადებას ევროკომისია ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ 12 მარტს ევროკომისიამ ევროპულ საბჭოს ოფიციალურად წარუდგინა მოლაპარაკებების ჩარჩოს პროექტზე დოკუმენტები, რომლებიც უკრაინისა და მოლდოვის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების წარმოებაზე სახელმძღვანელო პრინციპებს მოიცავენ. უკრაინისთვისა და მოლდოვისთვის მოლაპარაკებების ჩარჩოების პროექტები წინა გაფართოებების გამოცდილებასა და გაწევრიანებაზე მიმდინარე მოლაპარაკებებს ეყრდნობა, […]
აჭარაში დააკავეს მამაკაცი, რომელსაც ცოლის არასრულწლოვანი დისშვილის მიმართ სექსუალური ხასიათის დანაშაული ედება ბრალად

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა აჭრაში შუახნის მამაკაცი ცოლის 15 წლის დისშვილის მიმართ სექსუალური შევიწროების ფაქტზე, დააკავეს. ფაქტზე გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 138 -ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას გულისხმობს. შუახნის მამაკაცი უკვე პატიმრობაში იმყოფება. შემთხვევა ბათუმში რამდენიმე დღის წინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, გოგონას დეიდამ მას შემდეგ, რაც მომხდარზე შეიტყო, არასრულწლოვან დისშვილზე ფიზიკურად იძალადა, […]
რუმინეთის პრეზიდენტი – გადავწყვიტე, მონაწილეობა მივიღო ნატო-ს გენერალური მდივნის თანამდებობაზე კონკურსში

რუმინეთის პრეზიდენტი ნატო-ს გენერალური მდივნის პოზიციაზე კენჭისყრას აპირებს. ამის შესახებ რუმინეთის პრეზიდენტმა კლაუს იოჰანისმა განაცხადა. “გადაწყვეტილება მივიღე მონაწილეობა მივიღო ნატო-ს გენერალური მდივნის თანამდებობაზე კონკურსში. ეს რუმინეთის კანდიდატურაა, ნატო ღირებულებებისადმი ჩემი მყარი ერთგულებაა”, – განაცხადა იოჰანისმა. მისი თქმით, ორი ათწლეული გავიდა მას შემდეგ, რაც რუმინეთი გახდა ნატო-ს წევრი, რომელიც 75 წლის განმავლობაში დემოკრატიას და თავისუფლებას ავრცელებს […]
სალომე სამადაშვილი – „ქართულ ოცნებას“ ახალი ფაზა აქვს, ეს არის სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობის გაფუჭება და მათ შორისაა გერმანიაც

„ქართულ ოცნებას“ ახალი ფაზა აქვს, ეს სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობის გაფუჭებაა და მათ შორის არის გერმანიაც , – ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პარლამენტის დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ განაცხადა. ამ კომენტარით სალომე სამადაშვილი საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის ექსტრადირების მიზნით, გერმანიისა და ბელგიის მიმართ საქართველოს პროკურატურის მიმართვის საკითხს გამოეხმაურა. მისივე თქმით, არავის […]
მაკა ბოჭორიშვილი სტუდენტებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მაკა ბოჭორიშვილმა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების დინამიკაზე, საქართველოსთვის ევროპული საბჭოს 2023 წლის 14 დეკემბერის გადაწყვეტილების ისტორიულ მნიშვნელობაზე და კანდიდატის სტატუსის მინიჭებით შექმნილ ახალ პერსპექტივებზე ისაუბრა. მათივე ცნობით, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების ისტორია მიმოიხილა და ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე […]