კონსერვატორიის რექტორად გიორგი ვაჩნაძე აირჩიეს

თბილისის კონსერვატორიის რექტორად გიორგი ვაჩნაძე აირჩიეს. კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი ვაჩნაძეს და კონსერვატორიას ულოცავს ამ გადაწყვეტილებას. კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორის არჩევნები ფარული კენჭისყრით ჩატარდა და ვაჩნაძე ერთხმად აირჩიეს რექტორად. გიორგი ვაჩნაძე ამ თანამდებობას ოთხი წლის განმავლობაში დაიკავებს. გიორგი ვაჩნაძემ 1985 წელს დაამთავრა თბილისის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებელი და სწავლა განაგრძო […]

“რამდენად არიან ახლები ადამიანები, რომლებმაც ძველი დროიდან საზარელი კვალი დაამჩნიეს ქართულ რეალობას და ქართულ პოლიტიკას?” – გია ცაგარეიშვილის განცხადება

“რამდენად არიან ახლები ადამიანები, რომლებმაც ძველი დროიდან საზარელი კვალი დაამჩნიეს ქართულ რეალობას და ქართულ პოლიტიკას?” – გია ცაგარეიშვილის განცხადება „დღეს ერთ-ერთი მათი თავგზააბნეული გულშემატკივარი თუ ჯერ არ შექმნილი პარტიის წევრი ამბობდა, რომ ახალ სახეებზე და ძველ სახეებზე კი არ ვსაუბრობთო, ახალ იდეებზე ვსაუბრობთო. როდის ყოფილა, რომ წარსულ დროში საშინელ დანაშაულში ბრალდებული თუ ეჭვმიტანილი ადამიანები, მომავალში […]

„ზაფხულიდან მანქანის ფასები გაიზრდება“ – Dove Line

„მანქანის ფასები ზაფხულიდან გაიზრდება, თუ ადრე ერთი ნაწილის შეღებვა 70 ლარი ღირდა, ახლა 200 ლარი ღირს“ – ამბობს ავტოიმპორტიორი კომპანია Dove Line-ის წარმომადგენელი ჯაბა გოგინაშვილი. რუსთავის ავტობაზრობაზე არსებული მდგომარეობის და ბაზრის ტენდენციების შესახებ ჯაბა გოგინაშვილი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბარში ამბობს, რომ მიმდინარე თვეები მეტად არასტაბილურია როგორც ფასების, ისე მომხმარებლის კუთხით, მაგრამ გაზაფხულის დადგომასთან ერთად, სიტუაცია გაუმჯობესდება და […]

აშშ უკრაინისთვის 400 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს ამზადებს – Reuters

აშშ უკრაინისთვის 400 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს ამზადებს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ორ ამერიკელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს. აღნიშნული აშშ-ის მხრიდან უკრაინისთვის გადაცემული პირველი სამხედრო პაკეტი იქნება, იმის ფონზე, რომ „რესპუბლიკელები” აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში უკრაინისთვის განკუთვნილ 60 მილიარდი დოლარის ღირებულების დახმარების პაკეტის კენჭისყრაზე გატანას ბლოკავენ. ერთ-ერთი წყაროს ინფორმაციით, პაკეტის გადაცემის შესახებ არაუგვიანეს სამშაბათს გამოცხადდება.

რუსებმა კრივი-რიჰი დაბომბეს, არიან დაღუპულები და დაშავებულები

რუსების მიერ კრივი-რიჰის დაბომბვის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, 38 დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი, იგორ კლიმენკო “ტელეგრამის” პირად არხზე ავრცელებს. “კრივი-რიჰი. ისევ მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლები. 3 გარდაცვლილი და 38 დაშავებული, მათ შორის არიან ბავშვები. თუმცა ეს ციფრები საბოლოო არ არის, ვინაიდან, საძიებო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება”,- წერს კლიმენკო. ცნობისთვის, აქამდე კრივი-რიჰის დაცვის საბჭოს ხელმძღვანელმა […]

სალივანი: აშშ უკრაინას $300 მილიონის ღირებულების შეიარაღების პაკეტს გაუგზავნის

აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა დღეს, 12 მარტს, განაცხადა, რომ აშშ უკრაინას ახალ გადაუდებელ სამხედრო დახმარების პაკეტს გაუგზავნის, რომლის ღირებულებაც $300 მილიონი იქნება. სალივანის თქმით, პენტაგონმა დადებული კონტრაქტებიდან თანხების დაზოგვა მოახერხა, რასაც ისინი უკრაინის დახმარებისთვის გამოიყენებენ. უკრაინისთვის გამოყოფილი $300 მილიონი საარტილერიო ჭურვებისა და HIMARS-ის საბრძოლო მასალების შესყიდვისთვის იქნება განკუთვნილი. თუმცა, სალივანმა […]

“ბარსელონა” – “ნაპოლი”. სასტარტო შემადგენლობები ცნობილია

ჩემპიონთა ლიგაზე “ნაპოლი” სტუმრად “ბარსელონას” დაუპირისპირდება. ცნობილი გახდა გუნდების ძირითადი შემადგენლობები. ბარსელონა: ტერ შტეგენი, კუნდე, არაუხო, კუბარსი, კანსელო, კრისტენსენი, ფერმინი, გიუნდოგანი, რაფინია, იამალი, ლევანდოვსკი. ნაპოლი: მერეტი, დი ლორენცო, რაჰმანი, ჟუან ჟეზუსი, მარიო რუი, ანგისა, ლობოტკა, ტრაორე, პოლიტანო, კვარაცხელია, ოსიმენი. მატჩი თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება.

ჯანდაცვის მინისტრის ორმა მოადგილემ თანამდებობა დატოვა

ირაკლი მხეიძემ და ილია ღუდუშაურმა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობები დატოვეს. ინფორმაციას სამინისტროზე დაყრდნობით საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. სამინისტროში არ აკეთებენ კომენტარს, ვინ დაიკავებს მინისტრის მოადგილეების პოსტებს, თუმცა აღნიშნავენ, რომ ჯანდაცვის მინისტრის პირველ მოადგილედ თამარ გაბუნია დაინიშნა, რომელიც მანამდე მინისტრის მოვალეობას ასრულებდა. 11 მარტს პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჯანდაცვის მინისტრად მიხეილ სარჯველაძე დანიშნა. ყოფილმა ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა […]

აშშ-მა უკრაინისთვის 300 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტის გადაცემის შესახებ განაცხადა

აშშ უკრაინას 300 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანმა ბრიფინგზე გამოაცხადა. “დღეს პრეზიდენტ ბაიდენის სახელით უსაფრთხოების სასწრაფო დახმარების პაკეტის შესახებ ვაცხადებ, 300 მილიონი დოლარის ღირებულების იარაღითა და აღჭურვილობით, რათა დაკმაყოფილდეს უკრაინის ზოგიერთი, ყველაზე კრიტიკული საჭიროება”, – განაცხადა სალივანმა. მან განმარტა, რომ აღნიშნული პაკეტისთვის სახსრები […]

თეიმურაზ პაპასკირი – სააკაშვილთან მიმართებაში „ახალში“ არაერთგვაროვანი დამოკიდებულებაა, მაგრამ ერთ რამეზე შეთანხმებული ვართ, რომ ის პოლიტპატიმარია და უნდა გათავისუფლდეს

შემიძლია ცალსახად ვთქვა, რომ სააკაშვილთან მიმართებაში პარტიაში არაერთგვაროვანი დამოკიდებულებაა, – ამის შესახებ პარტია „ახალის“ წევრმა, თეიმურაზ პაპასკირმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ განაცხადა. თეიმურაზ პაპასკირის განმარტებით, პიროვნულად განსხვავებული დამოკიდებულების მიუხედავად, პარტიაში ყველა თანხმდება, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარია. „განსხვავება ამ შემთხვევაში პირად დამოკიდებულებაშია. მაგრამ ერთ რამეზე ყველანი შეთანხმებული ვართ, რომ მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტპატიმარი […]