გვარამია: ამ წუთში, ენმ ღრმად მემარცხენე პარტიაა, ლეიბორისტული პარტიის ნიშაზე ზის

ჩვენ ვართ ოდნავ მარჯვნივ, მაგრამ ცენტრისტული პარტია. ნაციონალური მოძრაობა ამ წუთში არის ღრმად მემარცხენე პარტია, ძალიან შორს, სიღრმეში შესული მარცხნივ – ფასებზე, პენსიებზე, კარაქის პაჩკების დაკარგვაზე, ლიტრობით ბენზინის დაკარგვაზე… კი არ დავცინი, უბრალოდ ვყვები. ეს არის პირდაპირ მემარცხენე მიმართულებით გადასვლა. ეს პარტია ევროპის სახალხო პარტიის წევრია, მემარჯვენე პარტიების ალიანსის, მაგრამ ვხედავთ შინაარსს, ლეიბორისტული პარტიის ნიშაზე […]

აშშ-მ კეზერაშვილს ვიზაზე უარი ფულის გათეთრების მუხლზე დაყრდნობით უთხრა

აშშ-ს კოლუმბიის ოლქის რაიონული სასამართლოს დოკუმენტიდან ირკვევა, რომ საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ბიზნესმენმა დავით კეზერაშვილმა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტს მას შემდეგ უჩივლა, რაც მან ამერიკის ვიზაზე უარი მიიღო. კეზერაშვილი აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისგან, აშშ-ს ინფორმაციის თავისუფლების აქტის (FOIA) მე-5 თავის 552-ე მუხლის ფარგლებში, მასზე არსებული ჩანაწერების გადაცემას მოითხოვს. კეზერაშვილმა მოთხოვნა 2023 წლის 23 ოქტომბერს იმ ინფორმაციის მიღებაზე […]

დათო კეზერაშვილს ამერიკის ვიზა არ მისცეს, რის გამოც მან სახელმწიფო დეპარტამენტს უჩივლა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ყოფილ თავდაცვის მინისტრს, დავით კეზერაშვილს ვიზა არ მისცა. უარის მიზეზის დასადგენად კეზერაშვილმა სასამართლო დავა დაიწყო და საჩივარი კოლუმბიის ოლქის რაიონულ სასამართლოში შეიტანა. სარჩელიდან ირკვევა, რომ ვიზის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი აშშ-ს საბაჟო და საზღვრის დაცვის ფედერალური სააგენტოს 2023 წლის პირველი მაისით დათარიღებული დადგენილება გახდა, რომელიც იმიგრაციისა და ეროვნულობის აქტის 212(a)(2)(I) მუხლს […]

,,ნიკალას” წარწერა უკვე რამოდენიმე თვეა გატეხილი დევს ასე” – ,,ჩემი ქალაქი მკლავს”

,,ჩემი ქალაქი მკლავს” სოციალურ ქსელში ფოტოებს აქვეყნებს და თბილისის მერიასა და საკრებულოს მიმართავს: ,,თბილისი აბანოთუბანი – “ნიკალას” წარწერა უკვე რამოდენიმე თვეა გატეხილი დევს ასე 😔 ნიკოლოზ ფიროსმანაშვილი – ნიკო ფიროსმანი მიაქციეთ ამ ფაქტს ყურადღება 🙂“

,,ასეთი უღირსი მძორი საქართველოს მიწაზე არ დადის“ – ჩერგოლეიშვილი უგულავაზე

,,ევროპული საქართველოს” წევრი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში გიგი უგულავას ფრაზას აზიარებს და წერს: ,,ასეთი უღირსი მძორი საქართველოს მიწაზე არ დადის. ასეთი უღირსები ქოცებიც არ არიან. P.S. თქვენ კიდევ ვერ ხვდებით, ეს ადამიანთა მოდგმის რა მასშტაბური შეურაცხყოფაა.”

რომში “ბანანის მსოფლიო ფორუმი” გაიმართა – ინდუსტრია ხილზე ფასის ზრდას ელოდება

ინდუსტრიის TOP-ექსპერტები BBC-სთან საუბარში აცხადებენ, რომ კლიმატის ცვლილების პარალელურად ბანანის ფასი ეტაპობრივად გაიზრდება. ამ საკითხის განსახილველად 12 მარტს რომში “ბანანის მსოფლიო ფორუმი” გაიმართა, რომელზეც ინდუსტრიის წარმომადგენლები არსებული გამოწვევების გადაჭრის გზებზე სასაუბროდ შეიკრიბნენ. როგორც OECD-ის უფროსმა ეკონომისტმა და გლობალური ბაზრისა და ვაჭრობის დივიზიის ხელმძღვანელმა, პასკალ ლუმ, ბრიტანულ მედიას განუცხადა, კლიმატის ცვლილება ბანანის მარაგებს სერიოზული საფრთხის წინაშე […]

მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ ქვეყნისთვის თავი აქვს გადადებული და გამარჯვების შემდეგ სამართლიანობას აღადგენს

მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ ქვეყნისთვის თავი აქვს გადადებული და გამარჯვების შემდეგ სამართლიანობას აღადგენს “სამართლიანობის აღდგენა, პირველ რიგში ნიშნავს სამართლიან სახელმწიფოში ცხოვრებას, როცა პროკურატურა არის დამოუკიდებელი, ანტიკორუფციული სამსახური არის სრულად დამოუკიდებელი, პარლამენტი არის მრავალპარტიული და კოალიციური და როცა სასამართლო არის სამართლიანად დამოუკიდებელი და დაკომპლექტებული გამჭვირვალე, მაღალი ნდობის მოსამართლეებით არაკანონიერი შემოსავლები გამოძიებული უნდა იქნას ანტიკორუფციული სამსახურის მიერ, […]

მიხეილ ბატიაშვილი – BTU-ს ახალი კამპუსი სტუდენტებს 2025 წლიდან მიიღებს

2025 წლიდან ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი სასწავლო პროგრამებს კიდევ ერთ, ახალ კამპუსში განახორციელებს. კამპუსის მშენებლობა უკვე დაიწყო. თბილისის ცენტრში, ჭავჭავაძის გამზირზე არსებული უნივერსიტეტის ტერიტორიაზე გაფართოებულ ინფრასტრუქტურას მრავალფუნქციური სივრცეები, ახალი ლაბორატორიები, თანამედროვე ტექნოლოგიით აღჭურვილი აუდიტორიები, მიწისქვეშა პარკინგი და სხვა მულტიმედია ოთახები დაემატება. ეს BTU-ს საშუალებას მისცემს მნიშვნელოვნად გაზარდოს როგორც სტუდენტების რაოდენობა, ისე შეთავაზებული სასწავლო პროგრამები. ახალი […]

აშშ უკრაინას $300 მლნ ოდენობის სამხედრო დახმარებას გაუგზავნის

აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ უკრაინისთვის 300 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების გამოყოფის შესახებ განაცხადა. ეს არის პირველი პაკეტი მიმდინარე წელს და კონგრესის მიერ დამატებითი დაფინანსების დაბლოკვის პირობებში. ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ბაიდენი მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ ახალი დაფინანსება ხელმისაწვდომი გახდა პენტაგონის მიერ უკვე გაფორმებული კონტრაქტებიდან „არაპროგნოზირებადი დანაზოგის“ შედეგად. ახალ პაკეტი მოიცავს საარტილერიო საბრძოლო მასალა, […]

აშშ-მა დავით კეზერაშვილს ვიზა არ მისცა, რის გამოც ის სახელმწიფო დეპარტამენტს უჩივის

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს, დავით კეზერაშვილს ვიზა არ მისცა. უარის მიზეზის დასადგენად კეზერაშვილმა სასამართლო დავა დაიწყო და საჩივარი კოლუმბიის ოლქის რაიონულ სასამართლოში შეიტანა. ამის შესახებ ინფორმაციას „რადიო თავისუფლება“ ავრცელებს. როგორც „რადიო თავისუფლება“ წერს, სარჩელიდან ირკვევა, რომ ვიზის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი აშშ-ის საბაჟო და საზღვრის დაცვის ფედერალური სააგენტოს 2023 წლის პირველი მაისით […]