რეჯეფ თაიფ ერდოღანი – სამშვიდობო გეგმები, რომლებიც გამორიცხავს რუსეთს, არანაირ შედეგს არ გამოიღებს

თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, სამშვიდობო გეგმები, რუსეთის მონაწილეობის გარეშე, შედეგს არ გამოიღებს. „გამოვხატეთ რა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერა, ჩვენ უკვე განვაცხადეთ, რომ სამშვიდობო გეგმები, რომლებიც გამორიცხავს რუსეთს, არანაირ შედეგს არ გამოიღებს“, – აღნიშნა ერდოღანმა. ამასთან, მისი თქმით, აუცილებელია, თავიდან იქნას აცილებული ნებისმიერი ნაბიჯი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს უკრაინაში მიმდინარე ომის ესკალაცია და […]
საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ უკრაინის მიმართ მთავრობის სტრატეგია დაამტკიცა

საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ უკრაინის მიმართ მთავრობის სტრატეგია დაამტკიცა, რომელიც ორ ქვეყანას შორის გაფორმებულ უსაფრთხოების ორმხრივ შეთანხმებასაც მოიცავს. Le monde-ის ცნობით, საკითხი სენატში დღეს უნდა განიხილონ, ხვალ კი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი უკრაინის ომის შესახებ სიტყვით გამოვა. კენჭისყრამდე, საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა გაბრიელ ატალმა განაცხადა, რომ კონფლიქტში გარდამტეხი მომენტია და რომ რუსეთის გამარჯვება ფრანგი ხალხის ყოველდღიური ცხოვრებისთვის რეალურ […]
ვოლოდიმირ ზელენსკი კრივი-რიჰზე თავდასხმაზე – რუსეთს საპასუხო დანაკარგებს მივაყენებთ, კრემლში უნდა ისწავლონ, რომ მათი ტერორი დაუსჯელი არ დარჩება

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი კრივი-რიჰზე რუსეთის დარტყმას ეხმაურება და აცხადებს, რომ უკრაინა საპასუხო დარტყმებს განახორციელებს. „რუსეთის სახელმწიფოს საპასუხო დანაკარგებს მივაყენებთ – სრულიად სამართლიანად. კრემლში უნდა ისწავლონ, რომ მათი ტერორი დაუსჯელი არ დარჩება. ამ პაციენტებს ბოროტებისგან უკვე ვერაფერი განკურნავს, მაგრამ დანაკარგს იგრძნობენ. რუსული სახელმწიფო წააგებს და მხოლოდ ამას შეუძლია ის მეზობლებისთვის უსაფრთხო გახადოს. არა მხოლოდ უკრაინისთვის, […]
დე ლაურენტისი: “კვარაზე” წინადადებით მე უნდა მომმართონ და არა აგენტს

“ნაპოლის” პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა “ბარსელონასთან” მატჩის წინ Mediaset-თან ხვიჩა კვარაცხელიას შესახებაც ისაუბრა. კერძოდ, კომენტარი ფეხბურთელის აგენტის, მამუკა ჯუღელის ნათქვამზე გააკეთა, რომელმაც განაცხადა, რომ ხვიჩა “ნაპოლის” იმ შემთხვევაში დატოვებს, თუ მასში ისეთ თანხას შესთავაზებენ, რომელზეც კლუბის ხელმძღვანელები უარს ვერ იტყვიან. “წინადადებით აუცილებლად მე უნდა მომმართონ და არა აგენტს. “კვარა” ჩვენთან მრავალწლიანი კონტრაქტითაა დაკავშირებული და მინდა […]
კალცონა: მსაჯს ოსიმენის წაქცევისთვის პენალტი უნდა დაენიშნა

“ნაპოლი” ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში, ორი მატჩის ჯამში “ბარსელონასთან” 2:4 დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა. შეხვედრის დასრულების შემდეგ კომენტარი ნეაპოლური გუნდის მწვრთნელმა ფრანჩესკო კალცონამ გააკეთა: “სამწუხაროდ, ბურთს ძალიან ხშირად ვკარგავდით, რაც ასეთი კლასის მეტოქესთან დაუშვებელია. ვიცოდით, გაგვიჭირდებოდა, მაგრამ ბევრი შეცდომა დავუშვით. მომენტებს ვქმნით, დაცვა კი გამოსასწორებელია. ოსიმენზე არდანიშნული ნაღდი პენალტის ეპიზოდი ვნახე და მსაჯს თერთმეტმეტრიანი უნდა დაენიშნა. […]
სამი ადამიანი დაიღუპა უკრაინის ქალაქ კრივოი როგზე თავდასხმისას

უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ კრივოი როგში რუსეთის თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, 30-ზე მეტი კი საავადმყოფოებში გადაიყვანეს, – იტყობინება რეგიონის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სერჰი ლისაკი. მოგვიანებით ლისაკმა ტელეგრამის არხის გაავრცელა ინფორმაცია, რომ თავდასხმის შედეგად 10 ბავშვი და 38 ზრდასრული დაშავდა. ქალაქში ორ ცხრა და ხუთსართულიან საცხოვრებელ შენობას ცეცხლი გაუჩნდა. უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმერ ზელენსკიმ მომხდართან დაკავშირებით […]
“ყველგან ჩასაფრებულები როგორ არიან, ვერ ვხვდები?!” – შუღლაძე

მწერალი, ალეკო შუღლაძე: პარკში სეირნობისას ვიღაც კაცი ამედევნა, ტელეფონში გაჰყვიროდა, სანქტ-პეტერბურგში აძლევდა ვიღაც რუსს ბიზნეს-დარიგებებს. ნაბიჯს ავუჩქარე, იმანაც აუჩქარა, უკან მომდევდა, „და კოლია, და“, გავჩერდი, ისიც გაჩერდა. მარცხნივ წავიდა, წინ დამხვდა, უკუღმა წავედი წრეზე, გვერდიდან გამომიხტა: „და, სლუშაი მენია, კოლია“… „ბერნარდი“ რომ არის რესტორანი, მაგის უკან დავიმალე, ლიამ ნილსონივით, მეთქი მოვიშორე. წამოვედი, შევიხედე, რესტორანში იჯდა […]
“არსენალმა” “პორტუს” პენალტების სერიაში სძლია და 1/4-ფინალში გავიდა

ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალურ მატჩში „არსენალმა „პორტუ“ პენალტების სერიაში დაამარცხა და გათამაშების შემდეგ ეტაპზე გავიდა. პირველი შეხვედრა სახლში „პორტუს“ 1:0 ჰქონდა მოგებული, „არსენალმა“ საკუთარ მოედანზე ძირითად დროში 1:0 დაამარცხა და ექსტრა ტაიმები დაინიშნა, რომელშიც ანგარიში არ შეიცვალა, პენალტების სერიაში კი ლონდონურმა გუნდმა იმარჯვა. “არსენალი” 2010 წლის შემდეგ პირველად ითამაშებს მეოთხედფინალში. არსენალი – პორტუ 1:0 (პენ […]
“ნაპოლი” “ბარსელონასთან” დამარცხდა და ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა [VIDEO]

ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალურ მატჩში „ნაპოლი“ გასვლაზე „ბარსელონასთან“ 1:3 დამარცხდა, ორი შეხვედრის ჯამში დაპირისპირება 2:4 დათმო და გათამაშებას გამოეთიშა. პირთამდე სავსე სტადიონზე შეხვედრა მაღალ ტემპში, ორმხრივი შეტევებით დაიწყო. პირველი მომენტი მასპინძლებმა შექმნეს, მაგრამ ფერმინმა ბურთი კარს ააცილა. ცოტა ხანში კი ტრადიციულად ჩავარდა ნეაპოლელთა დაცვა და ფერმინმა თავისი გუნდი დააწინაურა. შემდეგ მერეტის კარი კანსელომ დალაშქრა და […]
РДК-ს ლიდერი: კიდევ ერთხელ ვკვეთთ რუსეთის საზღვარს

12 მარტის შეტაკებების შემდეგ რუსული მოხალისეთა კორპუსის (РДК) მეთაურმა, დენის კაპუსტინმა (ნიკიტინი) მიმართვა გაავრცელა. ჩანაწერში მან თქვა, რომ კვლავ შედიან რუსეთის ტერიტორიაზე. “დღეს, 12 მარტს, მოსკოვის დროით 23:00-ზე რუსული მოხალისეთა კორპუსი კიდევ ერთხელ კვეთს რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საზღვარს. ჩვენი მიზანია, რუსეთის მოქალაქეებს ვუთხრათ, რომ მათ მართავს არალეგიტიმური პრეზიდენტი და მორიგი ცირკის არჩევნებით მათ მართვას კიდევ […]