“თიბისის” მხარდაჭერით, უნივერსიტეტის ქუჩაზე, „გრინჰილ რეზიდენსის“ ბოლო ფაზა შენდება

საბურთალოზე, უნივერსიტეტის ქუჩის #24-ში, საცხოვრებელი კომპლექსის – „გრინჰილ რეზიდენსის“ ბოლო ფაზა თიბისის მხარდაჭერით შენდება. „გრინჰილ რეზიდენსი” 33 500 კვ.მ. ფართობზეა განლაგებული და საცხოვრებელ კორპუსებთან ერთად, კომერციულ, სპორტულ-გამაჯანსაღებელ, საბავშვო და რეკრეაციულ ზონებს აერთიანებს. კომპლექსის მშენებლობა რამდენიმე ეტაპად მიმდინარეობს. პირველი 3 დასრულებული ეტაპი 10 ბლოკს მოიცავს. ბოლო ფაზა, რომელიც 2 საცხოვრებელ ბლოკს გულისხმობს, 80 მეტრითაა დაშორებული დასრულებული […]

მეგობრის ყოფილი შეყვარებულის ინტიმური ფოტოების მოპოვება-გავრცელებისთვის 20 წლის კაცი დააკავეს

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ახალგაზრდა კაცი დააკავა მეგობრის ყოფილი შეყვარებულის ინტიმური შინაარსის ფოტოსურათებისა და ვიდეოჩანაწერების უკანონოდ მოპოვებისა და გავრცელების ბრალდებით. 20 წლის კაცს 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. გამომძიებლებმა დაადგინეს, რომ დაკავებული დაზარალებულ ქალს ფეისბუკის ყალბი გვერდით გაეცნო და ინტიმური ფოტოებისა და ვიდეოების გავრცელების მუქარით “უსიტყვო მორჩილება” მოსთხოვა. “იგი პირადად უკავშირდებოდა დაზარალებულს და სთხოვდა ჰქონოდათ სასიყვარულო ურთიერთობა, […]

კრივოი-როგში 4-მდე გაიზარდა სარაკეტო დარტყმის გამო დაღუპულთა რიცხვი, მსხვერპლია სუმიშიც

უკრაინაზე რუსული დრონებით მორიგ შეტევას მსხვერპლი მოჰყვა ქალაქ სუმიში. ამის შესახებ ადგილობრივი ხელისუფლება იუწყება. დაღუპულთა რიცხვი ჯერჯერობით დაუზუსტებელია. სუმის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, დრონით დარტყმის შედეგად დანგრეულია 5-სართულიანი სახლის ნაწილი. მაშველებმა 10 ადამიანის გადარჩენა შეძლეს. მათგან 8 ტრავმირებულია. გრძელდება სამძებრო-სამაშველო სამუშაოები. 4-მდე გაიზარდა უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ კრივოი-როგზე გუშინ, 12 მარტს, განხორციელებული სარაკეტო შეტევის გამო დაღუპულთა […]

„რიკოთის 149-ე კმ-თან ფერდის სტაბილიზაციის სამუშაოების ტემპი მაღალია“ – ირაკლი ქარსელაძე

„რიკოთის დარჩენილ ორ მონაკვეთზე სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. რა თქმა უნდა, პროგრესი განსხვავებულია. ინტენსიური სამუშაოებია 149-ე კმ-თან მდებარე ფერდზეც, სადაც 2023 წელს პოტენციური მეწყრის კერა იქნა აღმოჩენილი. ჩატარდა შესაბამისი კვლევები, მომზადდა საინჟინრო გადაწყვეტა, მოეწყო შემოვლითი გზა, ტენდერის შედეგად გამოვლინდა კვალიფიციური კონტრაქტორი, რომელიც ამჟამად ძალიან დიდი მასშტაბის სამუშაოს ასრულებს. მობილიზაციაც და სამუშაოების ტემპიც საკმაოდ მაღალია“, – განაცხადა […]

იანვარ-თებერვალში საქართველოს ექსპორტი $803.2 მლნ-მდე, იმპორტი კი $2 138.2 მლნ-მდე შემცირდა

2024 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 2 941.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 5.0 პროცენტით ნაკლებია. „საქსტატის“ მონაცემებით, აქედან, ექსპორტი 803.2 მლნ. აშშ დოლარი იყო (შემცირდა 12.2 პროცენტით), ხოლო იმპორტი 2 138.2 მლნ. აშშ დოლარი (შემცირდა 2.0 პროცენტით). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2024 წლის იანვარ-თებერვალში 1 335.0 […]

რუსეთის გარეშე სამშვიდობო გეგმები შედეგს არ გამოიღებს – ერდოღანი

სამშვიდობო გეგმები, რუსეთის მონაწილეობის გარეშე, შედეგს არ გამოიღებს. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა. „გამოვხატეთ რა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერა, ჩვენ უკვე განვაცხადეთ, რომ სამშვიდობო გეგმები, რომლებიც გამორიცხავს რუსეთს, არანაირ შედეგს არ გამოიღებს“, – აღნიშნა ერდოღანმა. შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი მზადაა, უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებებისთვის „მშვიდობის […]

„ფერმერები მიწას, ტრაქტორს და კომბაინებს ყიდიან, რომ ბანკის ვალდებულებები დაფარონ“ – ნიკოლოზ ბენიაიძე

„ქვეყანას უნდა მიეღო მილიონი ტონა ხორბალი და დაახლოებით 15% ანუ 150 000 ტონა მივიღეთ, რისი მცირე ნაწილიც ვერ გაყიდეს ფერმერებმა და კვლავ დარჩენილია შარშანდელი მოსავალი“ – ამის შესახებ რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში, „კომერსანტის დილა“ მარცვლეულის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარემ ნიკოლოზ ბენიანიძემ ისაუბრა. მისი თქმით გამომდინარე იქიდან, რომ ფერმერები მოსავალს თვითღირებულებაზე დაბალ ფასად ყიდიან კოტრდებიან და უწევთ მიწების […]

სალომე ჯაში ბერლინის ხელოვნების აკადემიის ჯილდოს მფლობელი გახდა

ქართველი კინოდოკუმენტალისტი სალომე ჯაში ბერლინის ხელოვნების აკადემიის ჯილდოს მფლობელი გახდა. Akademie der Künste ბერლინის ხელოვნების აკადემია ყოველწლიურად გასცემს პრიზებს და სტიპენდიებს განსაკუთრებული შემოქმედებითი მიღწევებისთვის და ხელოვანების მხარდაჭერისა და განვითარებისათვის ექვს კატეგორიაში: ვიზუალური ხელოვნება, არქიტექტურა, მუსიკა, ლიტერატურა, სასცენო ხელოვნება და კინო და მედია ხელოვნება. სწორედ კინოსა და მედია ხელოვნების ჯილდო გადაეცა ქართველ კინოდოკუმენტალისტს, რომელიც ასევე არის […]

ხოშტარიას თქმით, ბოლო პერიოდში პოლიტიკაში აქტიური ჯანმრთელობის გამო ვერ იყო

პარტია “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ ბოლო პერიოდში პოლიტიკურ პროცესებში აქტიურად ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ ერთვება. ამის შესახებ ხოშტარია ფეისბუკზე გავრცელებულ განცხადებაში წერს. “მეგობრებო, ძალიან არ მიყვარს პირადზე საუბარი საჯაროდ, თუმცა ახლა ჩავთვალე, რომ ჩემი დუმილი რაღაც პერიოდის განმავლობაში არასწორად შეიძლება იყოს აღქმული. იანვრიდან მოყოლებული მაქვს ჯანმრთელობის ისეთი პრობლემები, რომელიც არ მაძლევდა საშუალებას საჯაროდ […]

ჯო ბაიდენი – ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ, რადგან პუტინი უკრაინაზე არ გაჩერდება

ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ, რადგან პუტინი უკრაინაზე არ გაჩერდება, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში პოლონეთის პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკთან და პრეზიდენტ ანჯეი დუდასთან შეხვედრისას განაცხადა. „ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ, ვიდრე ძალიან გვიანი არ იქნება, რადგან როგორც პოლონეთს ახსოვს, რუსეთი უკრაინაზე არ გაჩერდება. პუტინი უფრო შორს წავა და ევროპას, აშშ-სა და მთელ თავისუფალ სამყაროს საფრთხეში […]