საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში FMCG-ი სექტორის გამოწვევები განიხილეს

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში FMCG-ი სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა, სადაც ჰიპერმარკეტებისა და სუპერმარკეტების ქსელების წარმომადგენლებმა სექტორისთვის მწვავე და პრობლემატური საკითხები განიხილეს. შეხვედრის ფარგლებში, საუბარი შეეხო, გარკვეული პერიოდის წინ, საცალო ვაჭრობის სექტორის ამოღებას სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის მქონე დარგების ჩამონათვალიდან, რამაც, როგორც პრაქტიკა ადასტურებს, კიდევ უფრო გაამწვავა ამ სექტორში ადამიანური რესურსების დეფიციტის პრობლემა, რომელიც შეხვედრის მონაწილეების თქმით 20-30 […]

24 წლის ქალმა ყოფილ მულს ინტიმური ფოტო-ვიდეოები ნათესავებში გაუვრცელა — საგამოძიებო

სპეციალური საგამოძიებო სამსახურმა დააკავა 24 წლის ქალი, რომელსაც ბრალად ედება ყოფილი ქმრის დის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფა. კონკრეტულად, ქალი ყოფილ მულს ყალბი სოციალური ქსელით, კაცის სახელით გაეცნო. საუბრისას დაარწმუნა, რომ მისი შიშველი სხეულის ამსახველი ფოტოები და ვიდეოები გაეგზავნა. მოტყუებით მოპოვებული ფოტო და ვიდეო მასალები ქალმა შურისძიების მიზნით ნათესავებში გაავრცელა. “სოციალურ ქსელ “ინსტაგრამის” ყალბი პროფილის გამოყენებით, […]

20 წლის ბიჭი მეგობრის ყოფილ შეყვარებულს აშანტაჟებდა და “სასიყვარულო ურთიერთობას” სთხოვდა – საგამოძიებო

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დააკავა 20 წლის ბიჭი, რომელიც მისი მეგობრის ყოფილ შეყვარებულს ემუქრებოდა და კონკრეტული ქმედებების შესრულებას სთხოვდა, მათ შორის “სასიყვარულო ურთიერთობს” დამყარებას. მუქარის საფუძველი მის მიერ უკანონოდ მოპოვებული ინტიმური შინაარსის ფოტოსურათები და ვიდეოჩანაწერები გახდა. პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გავრცელების მუქარით, ბიჭი მეგობრის ყოფილ შეყვარებულს მასთან სასიყვარულო ურთიერთობას, პირადი ფეისბუქის პაროლს და უსიტყვო მორჩილებას სთხოვდა. […]

თბილისში ბინის ქირა 4.8%-ით გაიაფდა — გალტ ენდ თაგარტი

საკონსულტაციო კომპანია „გალტ ენდ თაგარტის“ განახლებული მონაცემებით თებერვალში თბილისში საშუალო ზომის ბინის ქირის ფასი თითქმის 5 პროცენტით შემცირდა. ორგანიზაციის მონაცემებით, თებერვალში თბილისში საშუალო ზომის ბინის ქირამ კვადრატულზე 9.9 აშშ დოლარი შეადგინა, რაც თვიური 4.8%-იანი შემცირებაა. „გალტ ენდ თაგარტში“ აღნიშნავენ, რომ ქირები შემცირებულია თბილისის ყველა რაიონში და ელიან, რომ 2024 წლის განმავლობაში გაგრძელდება ქირის ფასის ეტაპობრივი […]

პრემიერ-მინისტრი გაერთიანებული სამეფოს ელჩს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს მარკ კლეიტონს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა და პოლიტიკური ურთიერთობები განიხილეს. საუბარი შეეხო ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობას და უორდროპის სტრატეგიული დიალოგის როლს პარტნიორობის შემდგომი გაძლიერების კუთხით. აღინიშნა ასევე გაერთიანებული სამეფოს მნიშვნელოვანი წვლილი სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებისა და ქვეყნის […]

თავდაცვის მინისტრმა ნორვეგიის ელჩთან შეხვედრა გამართა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა ნორვეგიის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ბერგლიოტ ჰოვლანდს უმასპინძლა. შეხვედრაზე მხარეებმა ორი ქვეყნის თავდაცვის უწყებებს შორის თანამშრომლობის მიმდინარე საკითხებსა და პერსპექტივებზე იმსჯელეს. ყურადღება გამახვილდა სამხედრო განათლების, ასევე საქართველოს ეროვნულ გვარდიასა და ნორვეგიის შიდა გვარდიას შორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე. აღინიშნა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტის, ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი […]

ქალმა ყოფილ მულს სახელის გასატეხად ინტიმური ფოტოები გაუვრცელა – სპეციალური საგამოძიებო სამსახური

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დანაშაულში ამხილა 23 წლის ქალი, რომელმაც ყოფილი მულის ინტიმური ფოტოები ნათესავებს გაუგზავნა, შურისძიებისთვის და სახელის გასატეხად. ქალს 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ყოფილი რძალი დაზარალებულს „ინსტაგრამის“ ყალბი გვერდით კაცის სახელით გაეცნო და შიშველი სხეულის ფოტოები და ვიდეოები გააგზავნინა. „ბრალდებულმა, ამ გზით, მოტყუებით, უკანონოდ მოიპოვა და შეინახა დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს […]

რუსეთის მიერ კრივოი როგზე მიტანილ სარაკეტო დარტყმას, სულ მცირე, 4 ადამიანი ემსხვერპლა

რუსეთმა12 მარტის საღამოს კრივოი როგის მიმართულებით მართვადი საჰაერო რაკეტა Х-59 ისროლა, მისი ნამტვრევები მრავალსართულიან სახლს დაეცა, რის შედეგადაც გაჩნდა ხანძარი და დაიღუპა რამდენიმე ადამიანი. დაჭრილთა რიცხვი 40-ს გადაცდა. თავდაპირველად, შემთხვევის ადგილზე 3 ადამიანი დაიღუპა, შემდეგში ერთი დაჭრილი ქალი საავადმყოფოში გარდაიცვალა. დაშავებულთა შორის 6 პირი მძიმე მდგომარეობაში რჩება, მათ შორის არის 2 ბავშვი.

იანვარ-თებერვალში ექსპორტი 12.2%-ით შემცირდა, იმპორტი – 2%-ით

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ექსპრეს-მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2 941.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5%-ით ნაკლებია. აქედან ექსპორტი 803.2 მლნ დოლარია (-12.2%), ხოლო იმპორტი – 2 138.2 მლნ დოლარი (-2%). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2024 წლის იანვარ-თებერვალში 1 335.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო […]

ყველაზე მეტი ბინა დიდ დიღომში გაიყიდა, ქირის ფასი ყველა უბანში შემცირდა – Galt & Taggart

Galt & Taggart-ის მიმოხილვის თანახმად, 2024 წლის თებერვალში გასაყიდი ბინის ფასების ზრდის დინამიკა პირველად ბაზარზე შენარჩუნდა (თვიური 0.8%-იანი და წლიური 16.5%-იანი ზრდა), მაშინ როცა მეორად ბაზარზე ფასები შემცირდა (-4.1% და -2.2% თვიური კლება ახალ და ძველ პროექტებზე, შესაბამისად). ანგარიშის მიხედვით, 2024 წლის თებერვალში თბილისში 3 444 ბინა გაიყიდა, რაც წლიურად 0.9%-იანი ზრდაა იანვრის 6.3%-იანი წლიური […]