თბილისის მერი A კატეგორიის ტაქსის ნებართვის მფლობელებს მოუწოდებს, ნებართვები 1-ელ აპრილამდე გააქტიურონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი ავტომატურად გაუქმდება

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე A კატეგორიის ტაქსის ნებართვის მფლობელებს კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ გაუაქტიურებელი ნებართვები 1-ელ აპრილამდე გააქტიურონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი ავტომატურად გაუქმდება. მისი განცხადებით, მესაკუთრეები, ვისაც აღნიშნული ნებართვების შენარჩუნების სურვილი აქვთ, ნებართვების გააქტიურების შესახებ ინფორმაციას ვებგვერდზე – taxi.tbilisi.gov.ge და ასევე, თბილისის მერიის ცხელ ხაზზე მიიღებენ. „ტაქსების რეფორმა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. […]

მიხეილ დაუშვილი – „ახალს“ დაირქმევენ თუ სხვა რამეს, ჩემთვის ისინი „ნაციონალური მოძრაობაა“ – არცერთ პოლიტიკურ პარტიასთან არავითარი ტიპის გაერთიანება და კოალიცია არ გვექნება, მათ შორის, არც გვარამია-მელიასთან

ჩვენთვის „ნაცმოძრაობის” ერთ-ერთი მიმართულებაა [პარტია „ახალი”], – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის” დეპუტატმა, მიხეილ დაუშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ნიკა გვარამიასა და ნიკა მელიას გაერთიანებას. დაუშვილის თქმით, პარტია „საქართველოსთვის” 2024-ის არჩევნებისთვის არცერთ პოლიტიკურ პარტიასთან არავითარი ტიპის გაერთიანებასა და კოალიციას არ აპირებენ, მათ შორის, პარტია „ახალთან”. „ჩვენთვის „ნაცმოძრაობის” ერთ-ერთი მიმართულებაა [პარტია „ახალი”]. მელიაზე მეუბნებით, რომ ახალია. მელია, რომელიც […]

ალექსეი ნავალნის თანაგუნდელი, ლეონიდ ვოლკოვი აცხადებს, რომ ვილნიუსში მომხდარი თავდასხმის მიუხედავად დანებებას არ აპირებს

ალექსეი ნავალნის თანაგუნდელი, ლეონიდ ვოლკოვი აცხადებს, რომ თავდასხმის მიუხედავად დანებებას არ აპირებს. ალექსეი ნავალნის პრესმდივანმა, კირა იარმიშმა ინფორმაცია გაავრცელა, რომ სამშაბათს, ლეონიდ ვოლკოვს ვილნიუსში, საკუთარი სახლის წინ თავს დაესხნენ. „ჩვენ ვიმუშავებთ და არ დავნებდებით. ფეხი კარგად არის, სიარულის დროს მტკივა, თუმცა ხელი მოვიტეხე“, – განაცხადა ვოლკოვმა. ლეონიდ ვოლკოვმა აღნიშნა, რომ თავდასხმისას ფეხში 15-ჯერ ჩაარტყეს. 43 […]

თბილისის განვითარების ფონდის დირექტორის განცხადებით, ნარიყალას ციხის რეაბილიტაციის დასრულება 2025 წლის შემოდგომაზე იგეგმება

თბილისის განვითარების ფონდის დირექტორის, გიორგი პაპავას განცხადებით, ნარიყალას ციხის რეაბილიტაციის დასრულება 2025 წლის შემოდგომაზე იგეგმება. მისივე თქმით, სამშენებლო სამუშაოებს ზედამხედველობას კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო გაუწევს. “მომდევნო კვირიდან ნარაყილას ციხის რეაბილიტაციის მეორე ეტაპით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოები დაიწყება. ბიუჯეტი არის 13 მილიონი ლარი. სამუშაოს შესრულების ვადა 2025 წლის შემოდგომა იქნება. პროექტის ფარგლებში განხორციელდება ბოტანიკური ბაღიდან და ცენტრალურ შესასვლელამდე […]

„საქსტატი“ – იანვარ-თებერვალში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2 941.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 5%-ით ნაკლებია

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2024 წლის იანვარ – თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 2 941.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 5.0 პროცენტით ნაკლებია. როგორც „საქსტატის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, საგარეო სავაჭრო ბრუნვიდან ექსპორტი 803.2 მლნ. აშშ დოლარი იყო (შემცირდა 12.2 პროცენტით), ხოლო იმპორტი 2 138.2 მლნ. […]

ფანასკერტელ-ციციშვილისა და აგლაძის ქუჩებზე დასასვენებელი სივრცეების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

საბურთალოს რაიონის გამგეობამ ფანასკერტელ-ციციშვილის ქუჩის N12-17 მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია დაიწყო. ამის შესახებ თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. „პროექტის ფარგლებში, აღნიშნული სივრცე მთლიანად მოწესრიგდება. მოეწყობა სატრენაჟორო და საბავშვო-გასართობი ზონა, საფეხმავლო ბილიკები, ლედ განათების სისტემა და სარწყავი ქსელები. დაირგვება ხე-მცენარეები. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია პარკებისა და სკვერების განახლება, ქალაქში რეკრეაციული სივრცეების არსებობა, უბნებში არსებული სკვერების მოწესრიგება. გამგეობები […]

გია ვოლსკი – არახამიამ არ იცის რა სისულელეებს მიედ-მოედება – როგორ შეიძლება გაგიჩნდეს სურვილი უკრაინას გადასცე ადამიანი, რომელმაც ამდენი დანაშაული ჩაიდინა და იცი, უკრაინაში არათუ ვინმე პასუხს მოსთხოვს, შეიძლება ორდენიც დაკიდონ

რა გაცვლაზეა ლაპარაკი? არახამიამ არ იცის რა სისულელეებს მიედ-მოედება – როგორ შეიძლება გაგიჩნდეს სურვილი უკრაინას გადასცე ადამიანი, რომელმაც შენს ტერიტორიაზე ამდენი დანაშაული ჩაიდინა და ზუსტად იცი, რომ უკრაინაში არათუ ვინმე პასუხს მოსთხოვს, არამედ შეიძლება ორდენიც დაკიდონ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა უკრაინის მმართველი პარტიის – ფრაქცია “ხალხის […]

თბილისის მერი A კატეგორიის ტაქსის ნებართვის მფლობელებს მოუწოდებს, ნებართვები 1-ელ აპრილამდე გაააქტიურონ

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე A კატეგორიის ტაქსის ნებართვის მფლობელებს კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ გაუაქტიურებელი ნებართვები 1-ელ აპრილამდე გაააქტიურონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი ავტომატურად გაუქმდება. მისი განცხადებით, მესაკუთრეები, ვისაც აღნიშნული ნებართვების შენარჩუნების სურვილი აქვთ, ნებართვების გააქტიურების შესახებ ინფორმაციას ვებგვერდზე – taxi.tbilisi.gov.ge და ასევე, თბილისის მერიის ცხელ ხაზზე მიიღებენ. „ტაქსების რეფორმა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. […]

ნარიყალას ციხის რეაბილიტაცია 2025 წლის შემოდგომაზე უნდა დასრულდეს

„ნარიყალას ციხის მეორე ეტაპით გათვალისწინებული სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება“, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, კონტრაქტორი კომპანია, რომელიც აღნიშნულ სამუშაოებს შეასრულებს, უკვე შერჩეულია. „პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 13 მლნ ლარია. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება 2025 წლის შემოდგომაზე არის დაგეგმილი. აღნიშნული რეაბილიტაციის ფარგლებში, განახლდება როგორც ეზო, ასევე, გარე პერიმეტრი და მოეწყობა […]

16 მარტიდან 18-მეტრიანი ავტობუსები N301 მარშრუტზე იმოძრავებენ

დედაქალაქის მოსახლეობას 18-მეტრიანი ავტობუსები 16 მარტიდან უკვე N301 მარშრუტზეც მოემსახურება. როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, 18-მეტრიან ავტობუსებს 12-მეტრიანთან შედარებით, 86%-ით მეტი მგზავრი გადაჰყავს. „16 მარტს უკვე მეოთხე მარშრუტზე გავლენ MAN-ის მარკის 18-მეტრიანი ავტობუსები და შეგვიძლია ვთქვათ, რომ პირველი შედეგი მგზავრებისთვის უკვე შესამჩნევია: 18-მეტრიან ავტობუსებს 12-მეტრიანთან შედარებით, 86%-ით მეტი მგზავრი გადაჰყავს, […]