ბელგოროდიდან დრონებით შეტევის შესახებ იუწყებიან, მათ შორის უშიშროების სამსახურის შენობაზე

რუსეთის ქალაქ ბელგოროდზე უპილოტო საფრენი აპარატებით მორიგი შეტევა იყო. ამის შესახებ ადგილობრივი ხელისუფლება იუწყება. ოლქის გუბერნატორ ვიაჩესლავ გლადკოვის თანახმად, ერთ-ერთი „უკრაინული“ დრონი შეეჯახა მრავალბინიან სახლს, აფეთქების შედეგად დაზიანებულია ფასადი და სახურავი და ჩამსხვრეულია ფანჯრები. გლადკოვის ცნობითვე, მსხვერპლი არ არის. კრემლის მიერ კონტროლირებული სააგენტო „ტასი“ ბელგოროდის „ოპერატიულ სამსახურებზე“ დაყრდნობით წერს, რომ დრონით შეტევა იყო რუსეთის უშიშროების […]
რეფინანსირების განაკვეთი 8.25%-მდე შემცირდა

ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებით, რეფინანსირების განაკვეთი 0.75 პროცენტული პუნქტით, 8.25%-მდე შემცირდა. ეს 2021 წლის თებერვლის შემდეგ რეფინანსირების განაკვეთის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. სებ-ის განმარტებით, ქვეყანაში არსებული დაბალი ინფლაციური მოლოდინების გათვალისწინებით, ამ ეტაპზე მიზანშეწონილია რეფინანსირების განაკვეთის შემცირება. „საქართველოში დაბალინფლაციური გარემო ნარჩუნდება და მთლიანი ინფლაცია კვლავ მიზნობრივი მაჩვენებლის ქვემოთაა. თებერვალში ფასების საერთო დონე წლიურად 0.3 პროცენტით […]
კანკავა დაბრუნდა – საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის წინ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა შემადგენლობა გამოაცხადა. მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი, გიორგი ლორია, ლუკა გუგეშაშვილი; მცველები: საბა კვირკველია, საბა საზონოვი, გურამ კაშია, გიორგი გველესიანი, ლაშა დვალი, ლუკა ლოჩოშვილი, ოთარ კაკაბაძე, ვლადიმერ მამუჩაშვილი, ლევან შენგელია, გიორგი წიტაიშვილი, გიორგი გოჩოლეიშვილი; ნახევარმცველები: ოთარ კიტეიშვილი, ნიკა კვეკვესკირი, გიორგი ჩაკვეტაძე, სანდრო ალთუნაშვილი, გიორგი ქოჩორაშვილი, ანზორ მექვაბიშვილი, […]
13 მარტი – მერი დავითაშვილის დაბადების დღე

მერი დავითაშვილი – ქართველი კომპოზიტორი, საქართველოს სსრ სახალხო არტისტი, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი 1924 წლის 13 მარტს დაიბადა. მას დაწერილი აქვს ორი საბავშვო ოპერა — „ქაჯანა“ და „ნაცარქექია“, მრავალი საბავშვო სიმღერა, მუსიკა საბავშვო სრულმეტრაჟიანი და ნახატი ფილმებისთვის: „მანანა“, „მტრობა“, „ხელმარჯვე ოსტატი“, „ჩხიკვთა ქორწილი“, „წუნა და წრუწუნა“ , „რწყილი და ჭიანჭველა“, „სათაგური“ და სხვა, […]
მთავრობამ მართლმადიდებელ ეკლესიას 1 ლარად მიწის ნაკვეთები გადასცა

მთავრობის 2024 წლის 12 მარტის განკარგულებით, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ოთხი მიწის ნაკვეთი ეკლესიას ერთ ლარად საკუთრებაში გადაეცა. დოკუმენტს ხელს პრემიერმინისტრი, ირაკლი კობახიძე აწერს. უფრო კონკრეტულად, ეკლესიას გადასცეს: · ოზურგეთის დაბა ნარუჯაში 849 კვადრატული მეტრი, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ნაკვეთი; · ოზურგეთის სოფელ ზემო ნატანებში, 22-ე ქუჩაზე, 929 კვადრატული არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი; · ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ გუთურში 345 […]
სალომე ჯაში ბერლინის ხელოვნების აკადემიის ჯილდოს მფლობელი გახდა

ქართველი კინოდოკუმენტალისტი სალომე ჯაში ბერლინის ხელოვნების აკადემიის ჯილდოს მფლობელი გახდა. Akademie der Künste ბერლინის ხელოვნების აკადემია ყოველწლიურად გასცემს პრიზებს და სტიპენდიებს განსაკუთრებული შემოქმედებითი მიღწევებისთვის და ხელოვანების მხარდაჭერისა და განვითარებისათვის ექვს კატეგორიაში: ვიზუალური ხელოვნება, არქიტექტურა, მუსიკა, ლიტერატურა, სასცენო ხელოვნება და კინო და მედია ხელოვნება. სწორედ კინოსა და მედია ხელოვნების ჯილდო გადაეცა ქართველ კინოდოკუმენტალისტს, რომელიც ასევე არის […]
16 მარტიდან 18-მეტრიანი ავტობუსები N301 მარშრუტზე იმოძრავებენ

დედაქალაქის მოსახლეობას 18-მეტრიანი ავტობუსები 16 მარტიდან უკვე N301 მარშრუტზეც მოემსახურება. როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, 18-მეტრიან ავტობუსებს 12-მეტრიანთან შედარებით, 86%-ით მეტი მგზავრი გადაჰყავს. „16 მარტს უკვე მეოთხე მარშრუტზე გავლენ MAN-ის მარკის 18-მეტრიანი ავტობუსები და შეგვიძლია ვთქვათ, რომ პირველი შედეგი მგზავრებისთვის უკვე შესამჩნევია: 18-მეტრიან ავტობუსებს 12-მეტრიანთან შედარებით, 86%-ით მეტი მგზავრი გადაჰყავს, […]
საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში FMCG-ი სექტორის გამოწვევები განიხილეს

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში FMCG-ი სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა, სადაც ჰიპერმარკეტებისა და სუპერმარკეტების ქსელების წარმომადგენლებმა სექტორისთვის მწვავე და პრობლემატური საკითხები განიხილეს. ბიზნეს ასოციაციის ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში, საუბარი შეეხო, გარკვეული პერიოდის წინ, საცალო ვაჭრობის სექტორის ამოღებას სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის მქონე დარგების ჩამონათვალიდან, რამაც, როგორც პრაქტიკა ადასტურებს, კიდევ უფრო გაამწვავა ამ სექტორში ადამიანური რესურსების დეფიციტის პრობლემა, რომელიც შეხვედრის […]
გია ვოლსკი ოპოზიციაზე – ეს არის ძველი მანქანა, რომელსაც ახალი ნომერი მიაბეს – მანქანა, რომელიც არც კარგად მოძრაობს და უამრავი ადამიანი ჰყავს გატანილი და გადაჯეგილი

ეს არის ძველი მანქანა, რომელსაც ახალი ნომერი მიაბეს – ძველი მანქანაა, რომელიც არც კარგად მოძრაობს და უამრავი ადამიანი ჰყავს გატანილი და გადაჯეგილი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ მელია-გვარამიას გაერთიანებაზე საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, ოპოზიციონერები ფიქრობენ, რომ ხალხის დარწმუნებას შეძლებენ იმაში, თითქოს რაღაც ახალი შექმნეს. „გიგი უგულავას უნდა დავესესხოთ, რომ მანქანა […]
პაატა მანჯგალაძე – ჩვენ – „გამარჯვების კოალიცია“ ავიღებთ მინიმუმ 40%-ს

ჩვენ – „გამარჯვების კოალიცია“ ავიღებთ მინიმუმ 40%-ს – ყოველ დღე მივალთ ყველა ქალაქში, ყველა სოფელში და ადამიანებს ვეტყვით, რომ ეს სიღარიბე, მაღალი ფასები, უმუშევრობა არ არის განაჩენი და ჩვენ ერთად შეგვიძლია მოვიტანოთ ცვლილებები, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, ყველა ხმა, რომელიც ბარიერის მიღმა დარჩება, არის დახმარება “ქართული […]