პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა მიხეილ სარჯველაძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირა

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა “ქართული ოცნების“ დეპუტატის, მიხეილ სარჯველაძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირა. სარჯველაძე ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე დაინიშნა, რითაც მან პარლამენტის წევრობასთან შეუთავსებელი თანამდებობა დაიკავა. მიხეილ სარჯველაძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის გადაწყვეტილებას პარლამენტი უახლოეს პლენარულ სხდომაზე მიიღებს.
ბორჯომის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები დასკვნით ეტაპზეა

ბორჯომის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები დასკვნით ეტაპზეა. როგორც ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სოფელი ტბის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში გამართულ შეხვედრებს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი ოთარ არბოლიშვილი, საკრებულოს დეპუტატი, ადგილობრივი თვითმმართველობის და ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლები დაესწრნენ. „ტბის, სადგერის, ლიბანის და ცემის მცხოვრებლებმა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, დასახლებებში არსებულ საჭიროებებზე იმსჯელეს […]
ნიკოლოზ სამხარაძე რუმინეთის სენატის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაცია, კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით, რუმინეთის სენატის თავმჯდომარეს ნიკოლაე ჩუკას შეხვდა. პარლამენტის ინფორმაციით, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის, საქართველოს ევროკავშირში წევრობის საკითხები განიხილეს. აქცენტი გაკეთდა ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის მნიშვნელობაზე. შეხვედრაზე აგრეთვე განიხილეს რეგიონული უსაფრთხოების საკითხები და არსებული გამოწვევები. ყურადღება გამახვილდა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მიმდინარე ოკუპაციასა და შავი […]
ირაკლი ქადაგიშვილი აშშ-ის მიერ კეზერაშვილისთვის ვიზის არ გაცემაზე – კარგი იქნება თუ ეს გავრცელდება ევროპის იმ ქვეყნებზეც, სადაც პენსიონერებს მანიპულაციებით სძალავდნენ ფულს კეზერაშვილი და მასთან დაკავშირებული პირები

კარგი იქნება თუ ეს გავრცელდება ევროპის იმ ქვეყნებზეც, კონკრეტულად რომელი ქვეყნის პენსიონერებსაც ასეთი მანიპულაციების გზებით სძალავდნენ ფულს კეზერაშვილი და მასთან დაკავშირებული პირები, – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა აშშ-ს მიერ საქართველოს ყოფილ თავდაცვის მინისტრზე, დავით კეზერაშვილზე ვიზის არ გაცემას. ქადაგიშვილის თქმით, მითითება ფულის გათეთრებაზეა, რაც ამერიკაში ერთ-ერთი […]
თბილისის განვითარების ფონდის დირექტორის განცხადებით, ნარიყალას ციხის რეაბილიტაციის დასრულება 2025 წლის შემოდგომაზე იგეგმება

თბილისის განვითარების ფონდის დირექტორის, გიორგი პაპავას განცხადებით, ნარიყალას ციხის რეაბილიტაციის დასრულება 2025 წლის შემოდგომაზე იგეგმება. მისივე თქმით, სამშენებლო სამუშაოებს ზედამხედველობას კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო გაუწევს. “მომდევნო კვირიდან ნარაყილას ციხის რეაბილიტაციის მეორე ეტაპით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოები დაიწყება. ბიუჯეტი არის 13 მილიონი ლარი. სამუშაოს შესრულების ვადა 2025 წლის შემოდგომა იქნება. პროექტის ფარგლებში განხორციელდება ბოტანიკური ბაღიდან და ცენტრალურ შესასვლელამდე […]
„ეფეს საქართველო“ მომხმარებელს ახალ ენერგეტიკულ სასმელს სთავაზობს

„ეფეს საქართველო“ ლუდისა და ლიმონათის შემდეგ, ენერგეტიკული სასმელების კატეგორიაში შედის და მომხმარებელს ახალ პროდუქტს „პიკს“ სთავაზობს. ენერგეტიკული სასმელების კატეგორია მსოფლიოში ყოველწლიურად იზრდება, მათ შორის, მზარდია საქართველოს ბაზარიც. შესაბამისად, როგორც ბაზრის ლიდერმა კომპანიამ, „ეფეს საქართველომ“ გადაწყვიტა ენერგეტიკული სასმელების კატეგორიაში შესვლა და მომხმარებლებისთვის უმაღლესი ხარისხის ენერგეტიკული სასმელის შეთავაზება. „პიკი“ დამზადებულია უმაღლესი ხარისხის ინგრედიენტებით. მისი უნიკალური ფორმულა კოფეინსა […]
ასლან ბჟანიას ავტოკოლონა ავარიაში მოყვა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის ავტოკოლონა ავტოავარიაში მოყვა. შემთხვევა 12 მარტს მოხდა. აფხაზური პორტალის ცნობით, შემთხვევის დროს, ასლან ბჟანია ერთ-ერთ მანქანაში იმყოფებოდა. ვარაუდობენ, რომ ის უვნებელი გადარჩა. „იმის გათვალისწინებით, რომ კანონი არ არის დაწერილი საპრეზიდენტო ავტოკოლონისთვის და მისი დანახვისთანავე ყველა უნდა გადავიდეს გზის პირას, პრეზიდენტის დაცვის მანქანა გამვლელ მანქანას შეეჯახა. გასაკვირია, რომ ორი ზოლი თავისუფალი იყო, […]
„კვარაცხელია კარგი ფეხბურთელი იყო, მაგრამ…“ – რას ამბობს „ნაპოლის“ პრეზიდენტი ხვიჩაზე

რამდენიმე დღის წინ, ხვიჩა კვარაცხელიას აგენტმა მამუკა ჯუღელმა განაცხადა, რომ კვარა „ნაპოლის“ მხოლოდ იმ შემთხვევაში დატოვებს, თუ ისეთი წინადადება შემოვა, რომელზეც უარის თქმა შეუძლებელი იქნება. ამ საკითხთან დაკავშირებით, “პარტენოპეის“ პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა ისაუბრა. “შეთავაზება, რომელზეც უარის თქმა შეუძლებელი იქნება ჩემთან უნდა მოვიდეს და არა მასთან. ხვიჩას „ნაპოლისთან“ რამდენიმე წლიანი კონტრაქტი აქვს და მინდა ეს […]
ჯაბა კანკავა ნაკრებში ბრუნდება

საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი ჯაბა კანკავა ნაკრებში ბრუნდება. მწვრთნელმა ვილი სანიოლმა დღეს მარტის მოახლებული საპლეიოფო მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა, სადაც 37 წლის ჯაბა კანკავაცაა. საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფისთვის მზადებას 18 მარტს დაიწყებს და ნახევარფინალურ მატჩს ლუქსემბურგის წინააღმდეგ 21 მარტს, დინამო არენაზე გამართავს. ვილი სანიოლმა მოახლოებული პლეი ოფისთვის 26 ფეხბურთელი გამოიძახა. ნაკრები მოსამზადებელ […]
ნეტავ ნაც.მოძრაობაში თუ ხვდებიან რა მოხდა? – ელისო კილაძე
ნეტავ “ნაციონალურ მოძრაობაში თუ ხვდებიან რა მოხდა? – ასე ეხმიანება ელისო კილაძე გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვით, ამერიკამ დავით კეზერაშვილს ვიზა იმ მუხლის გამო არ მისცა, რაც ფულის გათეთრების საქმეს ეხება. “ამასობაში, მისტერ ოფშორს {დავით კეზერაშვილს} აშშ-მ ვიზა არ მისცა! მუხლი, რომლის გამოც დავით კეზერაშვილს ვიზაზე უარი უთხრეს, ფულის გათეთრებას გულისხმობს! ნეტავ ენმ-ში თუ ხვდებიან რა […]