GM PHARMA-ში შვეიცარული ლიდერი კომპანიის GERTIS მშრალი გრანულაციის აპარატი დამონტაჟდა (რ)

GM PHARMA-მ თბილისის საწარმოში შვეიცარიული ტექნოლოგიური კომპანია GERTEIS-ისგან შეძენილი მშრალი გრანულაციის მანქანა-დანადგარის – MINI-PACTOR® – ინსტალაცია დაასრულა. დანადგარი GERTEIS-იდან სპეციალურად ჩამოსულმა წარმომადგენელმა ქართული ფარმაცვეტული საწარმოს პროცესის ინჟინრებთან, ტექნიკოსებთან და წარმოების სპეციალისტებთან ერთად დაამონტაჟა. წარმატებით დასრულდა აღნიშნული დანადგარის ე.წ. SAT (Site Acceptance Test) პროცესიც. თანამედროვე მსოფლიოს ფარმაცევტულ ინდუსტრიაში MINI-PACTOR® ფართოდ გამოიყენება როგორც ახალი წამლების განვითარებისთვის, ისე […]

საფრანგეთის პარლამენტმა უკრაინასთან უსაფრთხოების პაქტის დადებას მხარი დაუჭირა

საფრანგეთის პარლამენტმა უკრაინასთან 10-წლიანი უსაფრთხოების პაქტის დადებას მხარი დაუჭირა. ამ საკითხზე რესპუბლიკის პარლამენტმა ორპარტიულ კონსენსუსს მიაღწია. პაქტს მხარი დაუჭირა 372-მა დეპუტატმა, წინააღმდეგ ხმა მისცა 99-მა, ხოლო 101-მა პარლამენტარმა ხმის მიცემისგან თავი შეიკავა. უკრაინასა და საფრანგეთს შორის 10-წლიანი უსაფრთხოების პაქტი გულისხმობს საფრანგეთის ძალისხმევას, უკრაინას მიაწოდოს მეტი იარაღი, გაწვრთნას უკრაინელი ჯარისკაცები და 2024 წელს 3 მილიარდი ევროს […]

უნდათ არჩევნების ჩაშლა და კოზირი შესაძლო მოლაპარაკებებისთვის – პუტინი სასაზღვრო რეიდებზე

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა რუსეთის საზღვარზე უკრაინის მხარეს მებრძოლი რუსული მოხალისეობრივი ჯგუფების რეიდებზე სამთავრობო-პროპაგანდისტულ მედიასთან კომენტარი გააკეთა. პუტინი ამ ქვედანაყოფების რეიდებს უკრაინის კონტრიერიშის წარუმატებლობით ხსნის. “ახსნა ძალიან მარტივია. ეს ყველაფერი ხდება შეხების ხაზზე, ფრონტის ხაზზე წარუმატებლობის გამო. არცერთი მიზანი, რომელიც გასულ წელს დაისახეს, მიღწეული არაა.” – თქვა პუტინმა. პუტინის თქმით, ეს ჯგუფები ცდილობენ, რომ არჩევნების […]

სებ-მა რეფინანსირების განაკვეთი კიდევ 0.75%-ით, 8.25%-მდე შეამცირა

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთის 0.75 პროცენტული პუნქტით შემცირების გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8.25 პროცენტი იქნება. ეროვნული ბანკი აღნიშნავს, რომ საქართველოში დაბალინფლაციური გარემო ნარჩუნდება და მთლიანი ინფლაცია კვლავ მიზნობრივი მაჩვენებლის ქვემოთაა. თუმცა, სებ-ის განცხადებით, თუ ინფლაციის მოლოდინებსა და საგარეო რისკებზე ზრდის მიმართულებით მოქმედი ფაქტორები კვლავ გამოიკვეთა, შესაძლოა, მონეტარული პოლიტიკის მეტად გამკაცრება […]

სანიოლმა საქართველოს ნაკრების განაცხადი დაასახელა – ჯაბა კანკავა დაბრუნდა

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა ერთა ლიგის პლეი-ოფისთვის გუნდის განაცხადი დაასახელა. 21 მარტს, საქართველო დინამო არენაზე ლუქსემბურგს დაუპირისპირდება, გამარჯვების შემთხვევაში კი ფინალურ მატჩში, ევროპის ჩემპიონატის საგზურისთვის საბერძნეთსა და ყაზახეთს შორის გამარჯვებულს შეხვდება. მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი, გიორგი ლორია, ლუკა გუგეშაშვილი მცველები: საბა კვერკველია, საბა საზონოვი, გურამ კაშია, გიორგი გველესიანი, ლაშა დვალი, ლუკა ლოჩოშვილი, […]

ელენე ხოშტარია განმარტავს, რატომ აღარ მონაწილეობს აქტიურად პოლიტიკურ პროცესებში

„დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, ჯანმრთელობის პრობლემა პოლიტიკურ პროცესებში საჯარო აქტიურობის საშუალებას არ აძლევდა, თუმცა მალე საჯაროდაც დაბრუნდება. აღნიშნულ საკითხზე სპეციალური განცხადება ხოშტარიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა, სადაც აღნიშნავს, რომ ცვლილებებისთვის ბრძოლის შემართება იძულებითი შვებულების ფონზე გაძლიერებული აქვს. “მეგობრებო, ძალიან არ მიყვარს პირადზე საუბარი საჯაროდ თუმცა ახლა ჩავთვალე, რომ ჩემი დუმილი რაღაც პერიოდის განმავლობაში არასწორად შეიძლება […]

რუსებმა სუმის ოლქი დაბომბეს, არიან დაშავებულები

რუსებმა სუმის ოლქი დაბომბეს, არიან დაშავებულები. ამის შესახებ ინფორმაციას სუმის ოლქის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაცია ავრცელებს. რუსების მიერ გაშვებული დრონი ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსს დაეჯახა, რის შემდეგ ნანგრევებიდან 10 ადამიანი ამოიყვანეს, 8 მათგანმა სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები მიიღო. სუმის ოლქის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაცია რუსების თავდასხმის შედეგად დაღუპულების შესახებ ინფორმაციას აზუსტებს. ადგილზე სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.

საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს 0.75 პპ-ით, 8.25 პროცენტამდე ამცირებს

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2024 წლის 13 მარტს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის (რეფინანსირების განაკვეთის) 0.75 პროცენტული პუნქტით შემცირების გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8.25 პროცენტს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. „საქართველოში დაბალინფლაციური გარემო ნარჩუნდება და მთლიანი ინფლაცია კვლავ მიზნობრივი მაჩვენებლის ქვემოთაა. თებერვალში ფასების საერთო დონე წლიურად 0.3 პროცენტით გაიზარდა, ხოლო საბაზო ინფლაციამ […]

ირაკლი ქადაგიშვილი – არახამია იმ პროექტის თანამონაწილეა, რომელმაც სააკაშვილი და მისი წრე შეიფარა, რათა საქართველოში ის კონტრაბანდული გზით შემოეგზავნათ, არეულობა შემოეტანათ და ქვეყნის ომში ჩართვა უზრუნველეყოთ

დავით არახამია სულ მცირე, რეალობა რომ ავიღოთ, არ აღიარებს საქართველოს და საქართველოს ხელისუფლებას, ქართველი ხალხის არჩევანს, – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატის, ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ხელმძღვანელის, დავით არახამიას განცხადებას, სადაც არახამია საქართველოს ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას, რუსეთთან პირდაპირი ფრენების შეწყვეტას და სანქციების დაწესებას […]

თავდაცვის მინისტრმა ნორვეგიის ელჩთან შეხვედრა გამართა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა, ნორვეგიის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ბერგლიოტ ჰოვლანდს უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. „შეხვედრაზე მხარეებმა ორი ქვეყნის თავდაცვის უწყებებს შორის თანამშრომლობის მიმდინარე საკითხებსა და პერსპექტივებზე იმსჯელეს. ყურადღება გამახვილდა სამხედრო განათლების, ასევე საქართველოს ეროვნულ გვარდიასა და ნორვეგიის შიდა გვარდიას შორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე. აღინიშნა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ერთ-ერთი მნიშვნელოვანი […]