დიდუბეში 45%-ით მეტი, დიდ დიღომსა და ჩუღურეთში კი 17%-ით მეტი ბინა გაიყიდა – რა ღირს ბინები სხვადასხვა უბანში?

მიმდინარე წლის თებერვალში თბილისში დიდუბეში 45%-ით მეტი, დიდ დიღომსა და ჩუღურეთში კი 17%-ით მეტი ბინა გაიყიდა. Galt&Taggart-ის თბილისის უძრავი ქონების მიმოხილვის მიხედვით, თბილისში გაყიდული ბინების თითქმის ნახევარი (მთლიანის 49.0%) დაფიქსირდა დიდი დიღმის (+17.0% წ/წ), სამგორისა (+11.5% წ/წ) და საბურთალოს (-8.2% წ/წ) რაიონებში. აღსანიშნავია, რომ გაყიდვებმა იკლო თბილისის ცენტრალურ უბნებში – ვაკეში (-11.2% წ/წ) და მთაწმინდაზე […]
GM PHARMA უწყვეტი ტექნოლოგიურ განვითარებას განაგრძობს – GM PHARMA-ში შვეიცარული ლიდერი კომპანიის GERTIS მშრალი გრანულაციის აპარატი დამონტაჟდა.

GM PHARMA-მ თბილისის საწარმოში შვეიცარიული ტექნოლოგიური კომპანია GERTEIS-ისგან შეძენილი მშრალი გრანულაციის მანქანა-დანადგარის – MINI-PACTOR® – ინსტალაცია დაასრულა. დანადგარი GERTEIS-იდან სპეციალურად ჩამოსულმა წარმომადგენელმა ქართული ფარმაცვეტული საწარმოს პროცესის ინჟინრებთან, ტექნიკოსებთან და წარმოების სპეციალისტებთან ერთად დაამონტაჟა. წარმატებით დასრულდა აღნიშნული დანადგარის ე.წ. SAT (Site Acceptance Test) პროცესიც. თანამედროვე მსოფლიოს ფარმაცევტულ ინდუსტრიაში MINI-PACTOR® ფართოდ გამოიყენება როგორც ახალი წამლების განვითარებისთვის, ისე […]
ფანასკერტელ-ციციშვილისა და აგლაძის ქუჩებზე დასასვენებელი სივრცეების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

საბურთალოს რაიონის გამგეობამ ფანასკერტელ-ციციშვილის ქუჩის N12-17 მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია დაიწყო. ამის შესახებ თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. „პროექტის ფარგლებში, აღნიშნული სივრცე მთლიანად მოწესრიგდება. მოეწყობა სატრენაჟორო და საბავშვო გასართობი ზონა, საფეხმავლო ბილიკები, ლედ განათების სისტემა და სარწყავი ქსელები. დარგვება ხე-მცენარეები. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია პარკებისა და სკვერების განახლება, ქალაქში რეკრეაციული სივრცეების არსებობა, უბნებში არსებული სკვერების მოწესრიგება. […]
ფართი სადაც, „ჰოლოზეუმია” განთავსებული 914 250 ლარად იყიდება

თბილისში, ბეთლემის 10 ნომერში მდებარე კომერციულ ფართს, სადაც „ჰოლოზეუმია” განთავსებული, აღსრულების ეროვნული ბიურო 914 250 ლარად ყიდის. აუქციონის ვებგვერდზე არსებული ინფორმაციით, არაკომერციული ფართი მოიცავს 80.55 კვ.მ ანტრესოლს და 81.29 კვ.მ ნახევარსარდაფს. „ფართში განთავსებულია ორგანიზაცია ილუზიების მუზეუმი: ანტრესოლის ფართი – 80.55 კვ.მ განთავსებულია შენობის პირველ სართულზე და შესასვლელი აქვს ქუჩიდან. აღნიშნულ სივრცეში განთავსებულია ილუზიების მუზეუმის მოქალაქეთა […]
სალომე ჯაშს ბერლინის ხელოვნების აკადემიის ჯილდო გადაეცემა

ქართველი კინოდოკუმენტალისტი სალომე ჯაში ბერლინის ხელოვნების აკადემიის ჯილდოს მფლობელი გახდა. ბერლინის ხელოვნების აკადემია ყოველწლიურად ექვს კატეგორიაში გასცემს პრიზებს და სტიპენდიებს განსაკუთრებული შემოქმედებითი მიღწევებისთვის და ხელოვანების მხარდაჭერისა და განვითარებისათვის. ეს კატეგორიებია ვიზუალური ხელოვნება, არქიტექტურა, მუსიკა, ლიტერატურა, სასცენო ხელოვნება და კინო და მედიახელოვნება. სწორედ კინოსა და მედიახელოვნების ჯილდო გადაეცა ქართველ კინოდოკუმენტალისტს. ამ დრომდე ბერლინის ხელოვნების აკადემიის პრიზი […]
ლარში აღებულ 180 ათასზე მეტ სესხზე პროცენტი მცირდება

მომავალი თვიდან ლარში აღებულ სესხებზე ყოველთვიური შენატანი მცირდება. სესხის პროცენტის შემცირების გადაწყვეტილება ეროვნულმა ბანკმა მიიღო მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის დღევანდელ, 13 მარტის სხდომაზე. მომავალი თვიდან რეფინანსირების განაკვეთი 0,75%-ით მცირდება და 8,25% გახდება. 2024 წლის იანვრის მონაცემებით, ლარში 183,5 ათასი სესხია გაცემული. სესხის პროცენტის შემცირების გადაწყვეტილება ეროვნულმა ბანკმა ქვეყანაში დაბალი ინფლაციითა და სტაბილური ლარის კურსით ახსნა. “მიუხედავად […]
ნაფიცმა მსაჯულებმა როინ შავაძის საქმეზე 2 ადამიანი დამნაშავედ ცნეს, მათ 12-12 წელი მიესაჯათ

თავდაცვის სამინისტროს ბრიგადის სერჟანტის, 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილის როინ შავაძის მკვლელობაში ბრალდებული ორი ადამიანის მიმართ ნაფიცმა მსაჯულებმა გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანეს – მათ 12-12 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ. ერთი მათგანი აჭარის კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსის ყოფილი მოადგილე, მეორე კი ყოფილი სპეცრაზმელია. ამავე საქმეზე ბრალდება კიდევ რვა ადამიანს აქვს წარდგენილი. სერჟანტი როინ შავაძე, წინა ხელისუფლების გამოძიების […]
კვლავ ვრცელდება ცნობები ბელგოროდსა და ვორონეჟში დრონების ჩამოგდების შესახებ

13 მარტის ღამეს რუსეთის ტერიტორიაზე დრონებით მიტანილი იერიშების შემდეგ ახალი თავდასხმების ცნობები ვრცელდება. თავდაპირველად, დილის საათებში რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ირწმუნებოდნენ, რომ მოსკოვის დროით 9:30-ზე კიდევ 7 დრონი მოიგერიეს. მათი თქმით, 7 უპილოტო საფრენი აპარატი ვორონეჟის ოლქში ჩამოაგდეს, 1 კიდე ბელგოროდში. აქამდე უწყება წერდა, რომ მოიგერიეს 58 დრონი რუსეთის 7 სხვადასხვა ოლქში. ჩვენი დროით დაახლოებით 11:00-ზე, […]
საქართველოს მთავრობამ მართლმადიდებელ ეკლესიას მიწის ოთხი ნაკვეთი ერთ ლარად გადასცა

მთავრობის 2024 წლის 12 მარტის განკარგულების მიხედვით, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას პირდაპირი მიყიდვის ფორმით 1 ლარად სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ოთხი ნაკვეთი გადაეცა. · ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, დაბა ნარუჯაში 849 კვადრატული მეტრი, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ნაკვეთი, · ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზემო ნატანებში, 22-ე ქუჩაზე, 929 კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი, · ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ გუთურში 345 კვადრატული მეტრი […]
Google-ის ინიციატივა Women Techmakers თიბისისთან პარტნიორობით ტექ-ღონისძიებას ჩაატარებს (რ)

თიბისის მხარდაჭერით, 14 მარტს, 13:00 საათზე ტერმინალი მასშტაბურ ტექნოლოგიურ ღონისძიებას შეცვალე მომავალს უმასპინძლებს. საქართველო უკვე მეექვსედ მასპინძლობს WTM ღონისძიებას. ქალთა საერთაშორისო დღე გლობალური ღონისძიებების სერიაა, რომელიც Google’s Women Techmakers პროგრამის ელჩების მიერ არის ორგანიზებული. პროგრამა ტექნოლოგიაში გენდერული გამოწვევების გადალახვას და ისეთი სამყაროს შექმნას ეძღვნება, სადაც წარმატების მიღწევა ყველა ქალს შეუძლია. ღონისძიება Google-ის, თიბისის, გაეროს ქალთა […]