,, ვერჩი ყველას, ვინც ჩემი ნაკლით ცხოვრებას არ მაცლის” – თამარ ჩერგოლეიშვილი

,,ტაბულას” დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს: ,,ჩემს ცხოვრებაში, ყველაზე მეტად ის ხალხი მიწყენინებია და გამიმწარებია, რომელსაც მოვწონვარ, უბრალოდ უნდა რომ გამომასწოროს (!). აი ვიღაცას ძალიან რომ მოსწონხარ და თვლის რომ შენ მის ინტერესებს მოემსახურებოდი, რომ „არ იგინებოდე“, ან ცოტა „უხეში რომ არ იყო“… ან ცოტა „დიპლომატიური რომ იყო“. ამ ავტორიტარებს ყველაზე გამეტებით ვიშორებ თავიდან. […]
GM PHARMA უწყვეტი ტექნოლოგიურ განვითარებას განაგრძობს

GM PHARMA-მ თბილისის საწარმოში შვეიცარიული ტექნოლოგიური კომპანია GERTEIS-ისგან შეძენილი მშრალი გრანულაციის მანქანა-დანადგარის – MINI-PACTOR® – ინსტალაცია დაასრულა. დანადგარი GERTEIS-იდან სპეციალურად ჩამოსულმა წარმომადგენელმა ქართული ფარმაცვეტული საწარმოს პროცესის ინჟინრებთან, ტექნიკოსებთან და წარმოების სპეციალისტებთან ერთად დაამონტაჟა. წარმატებით დასრულდა აღნიშნული დანადგარის ე.წ. SAT (Site Acceptance Test) პროცესიც. თანამედროვე მსოფლიოს ფარმაცევტულ ინდუსტრიაში MINI-PACTOR® ფართოდ გამოიყენება როგორც ახალი წამლების განვითარებისთვის, ისე […]
5 NGO: ოცნება კლანის წევრების კეთილსინდისიერების შემოწმებაზე უარით ევროინტეგრაციას აფერხებს

5 არასამთავრობო ორგანიზაცია მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმების პროცედურის – ე.წ. ვეტინგის სისტემის დანერგვის ინიციატივასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ხელისუფლება “კლანის წევრების კეთილსინდისიერების შემოწმებაზე უარით ევროინტეგრაციის პროცესს აფერხებს”. განცხადებაში საუბარია ევროკომისიის 2023 წლის 8 ნოემბრის ანგარიშზე, რომლის თანახმადაც საქართველოში დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მართლმსაჯულების უზრუნველსაყოფად ხელისუფლებამ სხვა დათქმების შესრულებასთან ერთად, კეთილსინდისიერების შემოწმების დროებითი მექანიზმიც უნდა შექმნას. […]
ევროპის აეროპორტებში მგზავრთნაკადმა პირველად მიაღწია 2019 წლის იანვრის მაჩვენებლებს

ACI Europe-ის ცნობით, ევროპის აეროპორტებში საერთაშორისო სამგზავრო მიმოსვლამ 2024 წლის იანვარში პირველად მიაღწია პანდემიამდელ დონეს. გავრცელებული ინფორმაციით, საერთაშორისო მგზავრთა ნაკადმა „სრული აღდგენა“ აჩვენა 2019 წლის იანვართან შედარებით, თუმცა შიდა მგზავრთნაკადი 2019 წლის მაჩვენებელს 13%-ით ჩამორჩა. ევროპის ეკონომიკური ზონის აეროპორტები (EEA), ისევე როგორც შვეიცარია და დიდი ბრიტანეთი, მგზავრების ზრდაში (+ 8% 2022 წლის იანვართან შედარებით) ლიდერობდნენ. […]
თბილისსა და ზოგიერთ რეგიონში ჰაერში მყარი ნაწილაკების მატება ფიქსირდება – გარემოს ეროვნული სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს ზოგიერთ რაიონში, ასევე, დედაქალაქში 13 მარტიდან, ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) შემცველობის მატება, რაც ძირითადად ტრანსსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდება და სამხრეთიდან უდაბნოს მტვრის მასების გავრცელებით არის განპირობებული. ამავე ცნობით, ტრანსსასაზღვრო დაბინძურება წლის განმავლობაში გარკვეულ დღეებში ფიქსირდება ანალოგიური სინოპტიკური სიტუაციის დროს. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს […]
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირებას ეხმიანება

როგორც საქართველოს ბიზნეს ასოციაციის განცხადებაშია ნათქვამი, ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა მიიღო სწორი და გონივრული გადაწყვეტილება, რომლის შესაბამისადაც მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 0.75% შემცირდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სრულად შეესატყვისება ბოლო პერიოდში ინფლაციის შემცირებულ მაჩვენებელს, რომელიც ამ ეტაპზე სამიზნე მიზნობრივ ნიშნულზე, კერძოდ კი 3 %-ზე დაბალია. ასოციაციის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, „მისასალმებელია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი ყურადღებით ადევნებს […]
საქართველოს ავიაბაზარზე ფრენებს Transavia და AJET იწყებენ

საქართველოს საავიაციო ბაზარზე ოპერირებას ორი ახალი დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Transavia და AJET იწყებს. ფრენები 2024 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონიდან შესრულდება. ნიდერლადების სამეფოს დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Transavia რეგულარულ საჰაერო მიმოსვლას ამსტერდამიდან თბილისის მიმართულებით განახორციელებს, ხოლო თურქული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია AJET რეგულარულ რეისებს სტამბოლი – თბილისი – სტამბოლის საჰაერო ხაზზე შეასრულებს. ავიაკომპანია Transavia-ს მიერ, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი ფრენის […]
ჯონი დიასამიძე სწავლას ჩინეთში განაგრძობს

თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის ჩინური მიმართულების მეოთხე კურსის სტუდენტი ჯონი დიასამიძე სწავლას ჩინეთში აგრძელებს. ჯონიმ კონკურსის შედეგად მოიპოვა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სამთავრობო სტიპენდია და ჩააბარა ჩინეთის ერთ-ერთ წამყვან უნივერსიტეტში – ჭეძიანგის უნივერსიტეტში, სადაც ის ერთი წლის განმავლობაში ჩინური ენისა და კულტურის პროგრამაზე ისწავლის.
თავდასხმის შემდეგ ნავალნის მოკავშირე ვოლკოვი აცხადებს, რომ ბრძოლას გააგრძელებს

გარდაცვლილი რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის ახლო მოკავშირე ლეონიდ ვოლკოვი, რომელსაც უცნობი პირი 12 მარტს ვილნიუსში ჩაქუჩით დაესხა თავს, აცხადებს, რომ გააგრძელებს ბრძოლას პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის წინააღმდეგ. “მუშაობას გავაგრძელებ და არ დავნებდები”, – ამბობს ვოლკოვი ვილნიუსის საავადმყოფოს დატოვების შემდეგ ტელეგრამით გავრცელებულ ვიდეოჩანაწერში. “მათ ჩემი სტეიკად გადაქცევა სურდათ, ბუნებრივია, ხორცის საბეგვი ჩაქუჩით. კაცი თავს დამესხა პირდაპირ […]
როგორ ცხოვრობენ ხანდაზმულები სადღეღამისო მოვლის დაწესებულებებში – ომბუდსმენის ანგარიში

იმის მიუხედავად, ახალგაზრდობისას როგორი იყო ადამიანის მატერიალური მდგომარეობა, ხანდაზმულ ასაკში მნიშვნელოვნად მცირდება მისი სოციალურ-ეკონომიკური სტატუსი. ხშირად, ამას თან სდევს ოჯახის წევრების მხრიდან უგულებელყოფა, მარტოხელობა, საცხოვრებლის დაკარგვა და ოჯახში ძალადობაც კი. სახალხო დამცველის ეს დასკვნა 2023 წელს, ბოლნისში, ქარელში, გორსა და თბილისში მდებარე ხანდაზმულთა ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებებში ჩატარებული მონიტორინგს ეფუძნება. მონიტორინგის დროს, ყველა დაწესებულებაში ერთად 56 […]