სოხუმში ახალგაზრდებმა პუტინის მხარდასაჭერი ფორუმი გამართეს

12 მარტს სოხუმში ჩატარდა აფხაზეთის ახალგაზრდობის ფორუმი, რომელიც მიეძღვნა რუსეთისა და აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ურთიერთობების განხილვას რუსეთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნების წინა პერიოდში. ფორუმზე სიტყვით გამოვიდა დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი ასლან ბჟანია, რომელმაც განაცხადა, რომ აუცილებელია მეგობრებთან თანამშრომლობა და ურთიერთობების განვითარება. „იმისათვის, რომ შევინარჩუნოთ ჩვენი თავისუფლება, პირველ რიგში, უნდა გავამყაროთ კავშირები რუსეთთან. რუსეთის ფედერაციის ხალხთან […]

სწორედ რომ 2008 წლის ომის ფაქტებზეა სააკაშვილი და მისი გუნდი პასუხისგებაში მისაცემი – ირაკლი ლატარია

„სწორედ რომ 2008 წლის ომის ფაქტებზეა სააკაშვილი და მისი გუნდი პასუხისგებაში მისაცემი.. ღალატი, ღალატი და ღალატი!!! კარგია, რომ ხალხის ძალამ აიღო თავის თავზე ამ საკითხის წამოწევა“- წერს ირაკლი ლატარია „ხალხის ძალის“ განცხადების შესახებ. „მე თუ მკითხავთ, სწორედ რომ 2008 წლის ომის ფაქტებზეა სააკაშვილი და მისი გუნდი პასუხისგებაში მისაცემი..ღალატი, ღალატი და ღალატი!!! კარგია, რომ ხალხის ძალამ […]

გურიაში სახელმწიფო რწმუნებულმა საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელთან შეხვედრა გამართა

გურიაში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის პირველ მოადგილესთან გიორგი ღურჯუმელიძესთან ერთად, საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელთან ალექსანდრე ვინიკოვთან გაცნობითი შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე მხარეებმა შემდგომი თანამშრომლობის მნიშვნელობასა და შესაძლებლობებზე ისაუბრეს.

ქართველი სამხედრო პარასპორტსმენები აშშ-ში მიმდინარე „საჰაერო ძალების თამაშებში“ წარმატებით ასპარეზობენ

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების გუნდი აშშ-ში მიმდინარე „საჰაერო ძალების თამაშებში“ (Air Force & Marine Corps Trials) წარმატებით ასპარეზობენ. ამ ეტაპზე ქართველ სამხედრო პარასპორტსმენებს სპორტის როგორც ინდივიდუალურ, ისე გუნდურ სახეობებში უკვე აღებული აქვთ 4 ოქროს, 6 ვერცხლისა და 5 ბრინჯაოს მედალი. მათ შორის, ველოსიპედით რბოლაში – ოქროსა და ბრინჯაოს მედლები, პისტოლეტიდან სროლაში ოქროს და […]

გარემოს ეროვნული სააგენტო – ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების შემცველობის მატება, რაც ტრანსსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდება და უდაბნოს მტვრის მასების გავრცელებითაა განპირობებული

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს ზოგიერთ რაიონში, ასევე, დედაქალაქში 13 მარტიდან, ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) შემცველობის მატება, რაც ძირითადად ტრანსსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდება და სამხრეთიდან უდაბნოს მტვრის მასების გავრცელებით არის განპირობებული. მათივე ცნობით, ტრანსსასაზღვრო დაბინძურება წლის განმავლობაში გარკვეულ დღეებში ფიქსირდება ანალოგიური სინოპტიკური სიტუაციის დროს. „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს […]

ასოციაცია „ევროპის დროით“ ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით გთავაზობთ ყოველთვიურ შრომის ბიულეტენს

№1, მარტი, 2024 საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ სშკ-ის 29.09.2020 წლის N 7177 ცვლილებებამდე არსებული რედაქციით, იძულებითი განაცდურის შესახებ დასაქმებულის მოთხოვნა კმაყოფილდებოდა მხოლოდ პირის პირვანდელ სამუშაო ადგილზე ან ტოლფას სამუშაოზე აღდგენის შემთხვევაში, ხოლო, თუ წარუმატებელი იყო სასარჩელო მოთხოვნა აღდგენასთან მიმართებით, აღნიშნული გამორიცხავდა იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესაძლებლობასაც. 29.09.2020 წელს კი ორგანულ კანონში განხორციელებული ცვლილებების მიხედვით, იძულებითი განაცდურის […]

Google-ის ინიციატივა Women Techmakers „თიბისისთან“ პარტნიორობით, ხვალ, ტექ ღონისძიებას ჩაატარებს

„თიბისის“ მხარდაჭერით, 14 მარტს 13:00 საათზე ტერმინალი მასშტაბურ ტექნოლოგიურ ღონისძიებას „შეცვალე მომავალს“ უმასპინძლებს. „თიბისის“ ინფორმაციით, საქართველო უკვე მეექვსედ მასპინძლობს WTM ღონისძიებას. „ქალთა საერთაშორისო დღე გლობალური ღონისძიებების სერიაა, რომელიც Google’s Women Techmakers პროგრამის ელჩების მიერ არის ორგანიზებული. პროგრამა ტექნოლოგიაში გენდერული გამოწვევების გადალახვას და ისეთი სამყაროს შექმნას ეძღვნება, სადაც წარმატების მიღწევა ყველა ქალს შეუძლია. ღონისძიება Google-ის, „თიბისის“, […]

ლევან ბეჟაშვილი – „ნაციონალური მოძრაობა“, განსხვავებით სხვა ოპოზიციური პარტიებისგან, ძველებისგან და ახლებისგან, იბრძვის არჩევნებში გამარჯვებისთვის

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, განსხვავებით სხვა ოპოზიციური პარტიებისგან, ძველებისგან და ახლებისგან, იბრძვის ამ არჩევნებში გამარჯვებისთვის ხალხთან ერთად, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ბეჟაშვილმა, ნიკა გვარამიას და ნიკა მელიას პარტია “ახალზე” კომენტირებისას განაცხადა. მისივე თქმით, მათთვის მნიშვნელოვანია, სხვა ოპოზიციური პარტიების 5%-ს ქვემოთ ხმები არ დაიკარგოს და მიესალმებიან ყველა ოპოზიციური პარტიის გაერთიანებას და მათ […]

იანვრიდან მოყოლებული მაქვს ჯანმრთელობის ისეთი პრობლემები, რომელიც არ მაძლევდა საშუალებას საჯაროდ და აქტიურად ვყოფილიყავი ჩართული პოლიტიკურ პროცესებში – ელენე ხოშტარია

იანვრიდან მოყოლებული მაქვს ჯანმრთელობის ისეთი პრობლემები, რომელიც არ მაძლევდა საშუალებას საჯაროდ და აქტიურად ვყოფილიყავი ჩართული პოლიტიკურ პროცესებში – ელენე ხოშტარია ელენე ხოშტარია განმარტავს, თუ რატომ არ აქტიურობს პოლიტიკურ პროცესებში. როგორც ის წერს, იანვრის თვიდან მას ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. “მეგობრებო, ძალიან არ მიყვარს პირადზე საუბარი საჯაროდ თუმცა ახლა ჩავთვალე, რომ ჩემი დუმილი რაღაც პერიოდის განმავლობაში არასწორად […]

მაია ომიაძემ ინვესტორთა საბჭოს ტურიზმის ადმინისტრაციის გეგმები გააცნო

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე ინვესტორთა საბჭოს წევრებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს. ამავე ცნობით, მაია ომიაძემ შეხვედრაზე გასული წელი შეაჯამა და მიმდინარე პროექტების შესახებ ისაუბრა. საბჭოს წევრებთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო მიმდინარე მარკეტინგულ კამპანიებს, ახალი ბაზრების ათვისების მიზნით დაგეგმილ აქტივობებს, წელს საქართველოში დაგეგმილ საერთაშორისო ღონისძიებებსა და მომსახურების სფეროში სერვისის გაუმჯობესების მიზნით […]