თორნიკე რიჟვაძე, ქობულეთის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე, ქობულეთის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს. მათივე ცნობით, დაბა ჩაქვში ტურისტულად აქტიურ ზონაში, სრულად განახლდა და შეიცვალა არსებული პარკის ინფრასტრუქტურა. პარკის რეაბილიტაციის ძირითადი სამუშაოები უკვე დასრულებულია. „დასკვნით ეტაპზეა სოფელ ბუკნარის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია და მოსწავლეები სექტემბრიდან სწავლას ევროპული სტანდარტების, განახლებულ სკოლაში გააგრძელებენ. განხორციელდა შენობის […]

როინ შავაძის უკანონო დაკავების, განზრახ მკვლელობისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით დაკავებულ ორი პირს 12-12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლოში თავდაცვის სამინისტროს ბრიგადის სერჟანტის, 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილის, როინ შავაძის უკანონო დაკავების, განზრახ მკვლელობის და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით დაკავებული ორი პირის, ალი ბალაძისა და მამუკა ბერიძის საქმის განხილვა დასრულდა. ნაფიცმა მსაჯულებმა ორივე ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოიტანეს, სასამართლომ კი მათ 12-12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურის მიერ ჩატარებული […]

ჯეიკ სალივანი – უნგრეთის მიერ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე თავდასხმები ჩვენთვის სერიოზული შეშფოთების საფუძველს წარმოადგენს

უნგრეთის მიერ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე თავდასხმების შესახებ შეშფოთებას არ ვმალავთ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანმა ბრიფინგზე განაცხადა. „რასაც ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის სახელით ვიტყვი არის ის, რომ ჩვენ ბუდაპეშტის მიერ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე თავდასხმების შესახებ ღრმა შეშფოთებას არ ვმალავთ, კერძოდ სასამართლო სისტემაზე, უნგრეთში არსებულ კორუფციასა და ხელისუფლების მიერ ქვეყანაში დემოკრატიის ეროზიის სხვა […]

შალვა პაპუაშვილი – „ნაციონალური მოძრაობა“ პირდაპირ ამბობს და სხვები ფარულად, რომ სალომე ზურაბიშვილზე ზეწოლა უნდა გაგრძელდეს – ისინი ამზადებენ ნიადაგს იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილის შეწყალება მოხდეს

„ნაციონალური მოძრაობა” პირდაპირ ამბობს და სხვები ფარულად, რომ სალომე ზურაბიშვილზე ზეწოლა უნდა გაგრძელდეს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, სალომე ზურაბიშვილი თავის თანამდებობას ინარჩუნებს სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ წყალობით. „სინამდვილეში, ეს ზეწოლა არ არის, ეს არის ერთიანი თამაში. სალომე ზურაბიშვილი თავის თანამდებობას ინარჩუნებს სწორედ „ნაციონალური მოძრაობის” წყალობით. ვფიქრობ, რომ ისინი […]

მკვდარი იპოვეს Boeing-ის ყოფილი თანამშრომელი, რომელიც კომპანიის წარმოებას აკრიტიკებდა

სამხრეთ კაროლინას ხელისუფლების ცნობით, Boeing-ის ყოფილი თანამშრომელი, ჯონ ბარნეტი, რომელიც კომპანიის წარმოებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე ღიად საუბრობდა, მკვდარი იპოვეს. ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, 62 წლის კაცის სიკვდილის მიზეზი თვითმკვლელობა გახდა. ჩარლსტონის ოლქის საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, მან ცეცხლსასროლი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა თავად მიიყენა. მათივე თქმით, ჩარლსტონის პოლიცია აგრძელებს საქმის გამოძიებას. დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია. BBC-ის ცნობით, ბარნეტი […]

ევროკავშირმა Яндекс-ის თანადამფუძნებელს, არკადი ვოლოჟს სანქციები მოუხსნა

ევროკავშირმა Яндекс-ის თანადამფუძნებელს, არკადი ვოლოჟს სანქციები მოუხსნა. ვოლოჟი ევროკავშირის სანქციების სიაში 2022 წელს რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ მოხვდა – როგორც Яндекс-ის თანადამფუძნებელი და ხელმძღვანელი. სანქციების დაწესების შემდეგ ვოლოჟი კომპანიაში დაკავებული ყველა თანამდებობიდან გადადგა. 2023 წლის აგვისტოში ვოლოჟმა ომის საწინააღმდეგო განცხადება გაავრცელა. მან ასევე აღნიშნა, რომ არ ეთანხმება რუსეთის ხელისუფლების პოლიტიკას უკრაინის მიმართ და განაცხადა, […]

თბილისში საშუალო ზომის ბინის ქირის ფასი კვადრატულზე 9.9 დოლარამდე შემცირდა

2024 წლის თებერვალში თბილისში საშუალო ზომის ბინის ქირამ კვადრატულზე 9.9 აშშ დოლარი შეადგინა, რაც თვიური 4.8%-იანი შემცირებაა. აღსანიშნავია, რომ ქირები შემცირებულია თბილისის ყველა რაიონში. Galt&Taggart-ი ელის, რომ 2024 წლის განმავლობაში გაგრძელდება ქირის ფასის ეტაპობრივი სტაბილიზაცია. 2024 წლის თებერვალში თბილისში 258.8 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ბინები გაიყიდა, რაც 4.9%- იანი წლიური ზრდაა. ამ ზრდის ყველაზე დიდი […]

„მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია, ჰქონდეს მეტი პირდაპირი მიმოსვლა“ – მარიამ ქვრივიშვილი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია, ჰქონდეს მეტი პირდაპირი მიმოსვლა მნიშვნელოვან და სტრატეგიულ მიმართულებებთან, რათა მდგრადად გაიზარდოს ტურიზმის ინდუსტრია, ქვეყანაში მეტი ტურისტი ჩამოვიდეს, ხოლო საქართველოს საერთაშორისო აეროპორტები მეტ მგზავრს მოემსახუროს. „ჩვენი თანმიმდევრული და სწორი პოლიტიკის შედეგად და დადებითად გადაწყვეტილი მოლაპარაკების კვალდაკვალ მუდმივად გვაქვს სიახლეები – ყოველთვე ჩვენი ქვეყნის […]

კოსტუმს როგორ გამოიცვლის კაბინეტში, თქვენთვის რატომაა საინტერესო? – მაჭარაშვილი პაპუაშვილზე

“ხალხის ძალის” ლიდერი გურამ მაჭარაშვილი შალვა პაპუაშვილს იცავს. საქმე ეხება პარლამენტის დერეფანში ხის დარაბების დამაგრებას. “ოცნების” დანაყოფის წევრი, ამბობს, რომ პარლამენტის თავმჯდომარეს აქვს უფლება, საკუთარი კაბინეტში სურვილისამებრ მოიქცეს. თქვენ ვერ ნახავთ ვერცერთ წამყვან ქვეყანას ევროპაში, ხდებოდეს საკანონმდებლო ორგანოში ის, რაც ხდება ჩვენთან. ჩვენ რამდენიმეგან ნამყოფი ვართ, სტუმრებად მათ შორის, დერეფნებშიც და ჟურნალისტი არა თუ არ […]

Google-ის ინიციატივა Women Techmakers თიბისისთან პარტნიორობით ხვალ ტექ ღონისძიებას ჩაატარებს

თიბისის მხარდაჭერით, 14 მარტს 13:00 საათზე ტერმინალი მასშტაბურ ტექნოლოგიურ ღონისძიებას „შეცვალე მომავალს“უმასპინძლებს. საქართველო უკვე მეექვსედ მასპინძლობს WTM ღონისძიებას. ქალთა საერთაშორისო დღე გლობალური ღონისძიებების სერიაა, რომელიც Google’s Women Techmakers პროგრამის ელჩების მიერ არის ორგანიზებული. პროგრამა ტექნოლოგიაში გენდერული გამოწვევების გადალახვას და ისეთი სამყაროს შექმნას ეძღვნება, სადაც წარმატების მიღწევა ყველა ქალს შეუძლია. ღონისძიება Google-ის, თიბისის, გაეროს ქალთა ორგანიზაციის […]