ანრი ოხანაშვილი – ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესები სტრასბურგის სასამართლოში ყოფილიყო დაცული და „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ოკუპანტის წინააღმდეგ სამართლებრივი დავა მოვიგეთ

ჩვენმა საზოგადოებამ კარგად იცის, აგვისტოში მიხეილ სააკაშვილმა და მისმა ხელისუფლებამ რა გააკეთეს, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა ქვეყნის ინტერესების დასაცავად საერთაშორისო დონეზე. „,ჩვენმა საზოგადოებამ კარგად იცის, აგვისტოში მიხეილ სააკაშვილმა და მისმა ხელისუფლებამ რა გააკეთეს. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესები საერთაშორისო […]

„თეგეტა“ საერთაშორისო ბაზრებზე – ქართული კომპანია გლობალური გეგმებით

„თეგეტა ჰოლდინგი“ საერთაშორისო ვაჭრობას ოთხ კონტინენტზე ახორციელებს. უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. კომპანიის პრიორიტეტი, გეოგრაფიულ განვითარებასთან ერთად, მსოფლიოს უმსხვილეს და წამყვან ბრენდებთან თანამშრომლობის გაღრმავება. „თეგეტა“ საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ ისეთ ბრენდებს წარმოადგენს, როგორებიცაა – […]

Bloomberg: ჩინეთმა ჰიპერბგერითი რაკეტების განვითარებით აშშ-ს და რუსეთს გადაუსწრო

Bloomberg-ის ცნობით, ჩინეთმა ჰიპერბგერითი რაკეტების განვითარებაში და გამოცდაში რუსეთს და აშშ-ს გადაუსწრო. ამ ინფორმაციას Bloomberg-ი პენტაგონის ანალიტიკოსზე, ჯეფრი მაკკორმიკზე დაყრდნობით წერს. მაკკორმიკმა კონვენციური იარაღის და ბირთვული ტექნოლოგიების განვითარების მხრივ ჩინეთის პროგრესზე ანგარიში აშშ-ს შეიარაღებული ძალების კომიტეტს წარუდგინა. მაკკორმიკის თქმით, რუსეთმა ჰიპერბგერითი რაკეტები უკრაინაში უკვე გამოიყენა, რაც ბევრად ჩამორჩება ჩინეთის შეიარაღებას. გავრცელებული ინფორმაციით, ახალი ჩინური ჰიპერბგერითი […]

მსაჯულებმა როინ შავაძის საქმეზე 2 პირი დამნაშავედ ცნეს – მათ 12-12 წლით პატიმრობა მიესაჯათ

ნაფიცმა მსაჯულებმა გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანეს თავდაცვის სამინისტროს ბრიგადის სერჟანტის, 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილის, როინ შავაძის უკანონო დაკავებასა და განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ ორ პირს. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო ნაჭყებიამ პროცესზე ნაფიც მსაჯულთა გადაწყვეტილება გამოაცხადა და მსჯავრდებულებს 12-12 წლით პატიმრობა მიუსაჯა. პროცესის შემდეგ კომენტარი გააკეთა საქმის პროკურორმა, ლაშა ბიწაძემ და თქვა, რომ 12 ნაფიცი მსაჯულის […]

„თუ ტრამპმა გაიმარჯვა, ტოტალიტარიზმს დაამყარებს ამერიკაში და ევროპას მოუწევს სამ ტოტალიტარულ სახელმწიფოსთან პირისპირ დარჩენა“ – სოსო ცინცაძის პოლიტიკური პროგნოზები

„თუ ტრამპმა გაიმარჯვა, ტოტალიტარიზმს დაამყარებს ამერიკაში და ევროპას მოუწევს სამ ტოტალიტარულ სახელმწიფოსთან პირისპირ დარჩენა“ – სოსო ცინცაძის პოლიტიკური პროგნოზები ლევან ჯავახიშვილი „ალიას“ ესაუბრება ექსპერტი, სოსო ცინცაძე. – ბატონო სოსო, დონალდ ტრამპი თაღლითობისა და მწერალ ელიზაბედ ჯინ კეროლის სექსუალური შევიწროვებისა და ცილისწამებისთვის გაასამართლეს, ორივე შემთხვევაში დიდი ფულადი ჯარიმა დააკისრეს და მაინც იყრის კენჭს ამერიკის პრეზიდენტად. მიუხედავად […]

გამოქვეყნდა ოკუპირებული აფხაზეთის „საგარეო უწყებისთვის” რუსეთის მიერ გაგზავნილი ნოტა

ტელეგრამ-არხი „აფხაზური პორტალი“ აქვეყნებს ბიჭვინთის აგარაკის გადაცემის რატიფიცირებასთან დაკავშირებით რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო უწყებისთვის გაგზავნილ ნოტას. დოკუმენტში, როგორც მანამდეც იუწყებოდნენ, უკმაყოფილებაა გამოხატული ე.წ. პარლამენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. „რუსული მხარე გაეცნო კონსტიტუციური კანონის შინაარსს და მიიჩნევს, რომ მისი ზოგი დებულება ეწინააღმდეგება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ და მხარეებს შორის შეთანხმებულ ნორმებს, რომელთა მიღებაც […]

გარემოს სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს ჰაერში მტვრის მყარი ნაწილაკების მატებაზე

გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებით, თბილისის ჰაერში მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) შემცველობა 13 მარტიდან მოიმატებს. აღნიშნულის მიზეზად ორგანიზაცია ტრანსსასაზღვრო დაბინძურებას ასახელებს. გარემოს ეროვნული სააგენტოს თქმით, დაბინძურება სამხრეთიდან უდაბნოს მტვრის მასების გავრცელებით არის განპირობებული. „აღსანიშნავია, რომ ტრანსსასაზღვრო დაბინძურება წლის განმავლობაში გარკვეულ დღეებში ფიქსირდება ანალოგიური სინოპტიკური სიტუაციის დროს. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული […]

„თეგეტა“ საერთაშორისო ბაზრებზე – ქართული კომპანია გლობალური გეგმებით

ვახტანგ კაჭარავა, „თეგეტა ჰოლდინგის“ აღმასრულებელი დირექტორი: „კავკასიის შემდეგ ჩვენი განვითარება ცენტრალური აზიის ქვეყნებში რამდენიმე მიზანს აერთიანებს. გარდა იმისა, რომ უზბეკეთის ბაზარი თავისთავად საინტერესო იყო ბიზნესის გაფართოების თვალსაზრისით, გვსურს, ჩვენი წვლილი შევიტანოთ ე.წ. აბრეშუმის დერეფნის განვითარებაშიც. ამასთანავე, „თეგეტას“ საერთაშორისო ბაზრებზე გაფართოება შეუქცევადი პროცესია. ჩვენ ბიზნესს გლობალურად ვუყურებთ. ვფიქრობთ, კომპანიამ მნიშვნელოვანი როლი უნდა შეასრულოს როგორც ქვეყნის, ისე […]

უკრაინული მხარე აცხადებს, რომ დრონებით შეუტიეს რუსეთის სამ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში დაადასტურეს, რომ რუსეთის სხვადასხვა რეგიონზე დრონებით დღევანდელი შეტევა უკრაინის სპეცოპერაცია იყო. ბრიტანული BBC-ის უკრაინულ სამსახურს და გამოცემა „უკრაინსკა პრავდას“ უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა ანონიმურობის დაცვის პირობით უთხრა, რომ დღეს, 13 მარტს, უპილოტო საფრენი აპარატებით შეუტიეს რუსეთის სამ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას – ქალაქ რიაზანში, ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქის ქალაქ კსტოვოში და ლენინგრადის ოლქის ქალაქ კირიშიში. რიაზანის და […]

ევროკავშირმა სანქციათა სიიდან ამოიღო Yandex-ის თანადამაარსებელი ვოლოჟი

ევროკავშირმა 12 მარტს მოხსნა 2022 წელს რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო დაწესებული სანქციები რუსეთის საინტერნეტო გიგანტის, Yandex-ის, თანადამაარსებელზე, არკადი ვოლოჟზე. შარშან, აგვისტოში, როგორც ჩანს, კრემლისგან დისტანცირების სურვილით, ვოლოჟმა ღიად დაგმო რუსეთის “ბარბაროსული” აგრესია უკრაინის წინააღმდეგ და ხაზი გაუსვა, რომ 2014 წლიდან ისრაელში ცხოვრობს. პირად ვებსაიტზე ვოლოჟი საკუთარ თავს უწოდებს “ყაზახეთში დაბადებულ, ტექნოლოგიათა ისრაელელ ენტერპრენერს”. 60 წლის […]