„ჯორჯიან მანგანეზი“ შუქრუთის და კოროხნალის მაღაროებზე სამუშაო პროცესის ხელოვნურად შეჩერებას ეხმაურება

კომპანია ,,ჯორჯიან მანგანეზი“ შუქრუთის და კოროხნალის მაღაროებზე სამუშაო პროცესის შეჩერებას განცხადებით ეხმაურება. ,,13 მარტს, შუქრუთში, რადიკალურმა ჯგუფმა თვითნებურად, კანონდარღვევით შეაფერხა სამუშაო პროცესი. გადაკეტილია კოროხნალის მაღაროს შესასვლელი. შუქრუთის მაღაროზე გათიშულია ცენტრალური განიავების სისტემა, რამაც საფრთხე შეუქმნა დასაქმებულთა ჯანმრთელობას. აღნიშნული ქმედება შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, რაც ისჯება კანონით. რადიკალურად განწყობილ ჯგუფს, რომელიც კომპანიას მოთხოვნებს უყენებს, კომპენსაცია […]
ნიგერიაში 300-მდე ბავშვის გამტაცებლებმა გამოსასყიდი მოითხოვეს

ნიგერიაში შეიარაღებულმა ჯგუფმა, რომელმაც 7 მარტს სკოლიდან 280-ზე მეტი ბავშვი გაიტაცა, გამოსასყიდი მოითხოვა მათი გათავისუფლებისთვის. გამტაცებლებმა სკოლის მოსწავლეების თავისუფლება მილიონ ნაირად (ადგილობრივი ვალუტა) შეაფასეს, რაც 620 432 დოლარს შეადგენს. გატაცებულთა ოჯახების წარმომადგენელმა Reuters-ს განუცხადა, რომ მას გამტაცებლებმა დაურეკეს და ულტიმატუმი წამოაყენეს: თუკი ფულს არ მიიღებენ გატაცებიდან 20 დღეში, ყველა მძევალს მოკლავენ. ნიგერიის უსაფრთხოების ძალები ცდილობენ […]
“ფოცხოეწერის მოსახლეობა სასმელი წყლით სრულად იქნება უზრუნველყოფილი”– 3 შესრულებული დაპირება

“წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიას ხშირი კომუნიკაცია აქვს ფოცხოეწერში მცხოვრებ მოსახლეობასთან, ისევე როგორც მუნიციპალიტეტის ფარგლებში ნებისმიერ დასახლებასთან. ფოცხოეწერის მოსახლეობის მოთხოვნით, პირველ ეტაპზე რეაბილიტირდა საავტომობილო გზა, მოწესრიგდა ჩამდინარე წყლები-ანუ კანალიზაცია. შემდგომ მათი წუხილი გახლდათ სასმელი წყლით უზრუნველყოფის საკითხები და ამ სისტემაში შექმნილი უმძიმესი მდგომარეობა. ფოცხოეწერის დასახლება სასმელ წყალს 200 მ სიღრმიდან ღებულობს და მას ემსახურებოდა 70-იან წლებში დამონტაჟებული […]
“დე ლაურენტისი “ნაპოლის” პრობლემაა და უეფამ შური იძია” – იტალიური მედია აღშფოთებულია

“ნაპოლის” “ბარსელონასთან” დამარცხებას და ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნას ფართო გამოხმაურება მოჰყვა იტალიურ მედიაში. მიიჩნევენ, რომ ერთ-ერთი მთავარი დამნაშავე კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისია, რომელმაც თავისი არადელიკატური საქციელით ყველას თავი მოაბეზრა და თავისი გუნდის პრობლემა გახდა. “კორიერე დელო სპორტი” წერს, რომ “ნაპოლის” მფლობელის გამოხტომებით ყველა დაიღალა: ბარსელონაში მატეო პოლიტანოს SKY Sport-თან ინტერვიუს მიცემა შეაწყვეტინა და ოპერატორს ხელი […]
22 მყინვარული მდინარის ხეობის კვლევას ვიწყებთ – გარემოს ეროვნული სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებით, საქართველოში არსებული 22 მყინვარული მდინარის ხეობის კვლევას იწყებენ. როგორც სააგენტო აცხადებს, მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის კლიმატის გრძელვადიანი პროგნოზის თანახმად, მიმდინარე და მომდევნო წლებში მოსალოდნელია ატმოსფერული ჰაერის ტემპერატურის მატება, რაც მყინვარებზე უარყოფითი პროცესების გამწვავებას შეუწყობს ხელს. „შესაბამისად, როგორც მთელს მსოფლიოში, ისე საქართველოში შესაძლოა სტიქიური პროცესების განვითარების რისკები გაიზარდოს. მყინვარულ ხეობებში საფრთხეების ზრდის ტენდენციის […]
კაცობაზე და ვაჟკაცობაზე საუბრობენ, მაშინ, როცა თუკი რამე არაკაცური არსებობს ქვეყანაში, მათი დანერგილია
მე „ნაცის“ ადგილზე კაცობაზე არ ვილაპარაკებდი, თან მიხეილ სააკაშვილი რომ ლიდერი ჰყავთ, განსაკუთრებით ამ შემთხვევაში და არ შევიდოდი პოლემიკაში ბიძინა ივანიშვილის გუნდის წარმომადგენლებთან, – ასე განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ. მდინარაძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ერთი კვირაა კაცობაზე და ვაჟკაცობაზე საუბრობენ, მაშინ, როდესაც თუკი რამე არაკაცური არსებობს ქვეყანაში მათი დანერგილია. „ზოგიერთ მათგანს, ყველაზე ნამდვილად […]
ვახტანგ კაპანაძე – უკრაინაში რუსეთის შეტევამ კულმინაციის წერტილს მიაღწია, შემდეგი წინსვლა უჭირთ

გენშტაბის ყოფილი ხელმძღვანელის, ვახტანგ კაპანაძის განცხადებით, უკრაინაში რუსეთის შეტევამ კულმინაციის წერტილს მიაღწია და შემდგომი წინსვლა უჭირს. როგორც კაპანაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ უკრაინაში რუსეთის ომზე საუბრისას განაცხადა, ამის ფონზე, უკრაინა თავდაცვით და არაპირდაპირი ზემოქმედების მეთოდებს იყენებს. “ამ ეტაპზე, რუსეთის შეტევამ კულმინაციის წერტილს მიაღწია, რაც გულისხმობს იმას, რომ შემდეგი წინსვლა მათ უჭირთ. გარკვეული შეფერხება აქვთ წინსვლაში, ამჟამად […]
წარმომადგენელთა პალატამ კანონპროექტი მიიღო, რითაც შესაძლოა აშშ-ში TikTok-ი აიკრძალოს

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ კანონპროექტი მიიღო, რომლითაც შესაძლოა სოციალური ქსელი TikTok-ი აიკრძალოს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. კანონპროექტს აშშ-ის კონგრესის ქვედა პალატის – წარმომადგენელთა პალატის – 352-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი (197 რესპუბლიკელი, 155 დემოკრატი), ხოლო წინააღმდეგ 65 დეპუტატი წავიდა (15 რესპუბლიკელი, 50 დემოკრატი). კანონპროექტი სოციალურ ქსელ TikTok-ს 5 თვეს აძლევს, რათა მშობლიურ ჩინურ კომპანია ByteDance-ს ჩამოშორდეს, […]
შალვა პაპუაშვილი – შვეიცარიაში შეხვედრებზე ვისაუბრეთ პირდაპირი ფრენების დანიშვნის შესაძლებლობაზე, პოლიტიკური გადაწყვეტილება არსებობს და მიმდინარეობს მოლაპარაკებები კომპანიასთან

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, შვეიცარიის კონფედერაციაში საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე პარლამენტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე და იმ პროექტებზე ისაუბრეს, რომლებსაც შვეიცარია საქართველოში ახორციელებს. მისივე თქმით, ასევე, შეხვედრაზე ისაუბრეს თუ როგორ უმკლავდება საქართველო რეგიონში არსებულ გამოწვევებს. ,,შვეიცარიის კონფედერაციაში დელეგაცია თავის შეხვედრებს აგრძელებს. შეხვედრა გვქონდა სახელმწიფო საბჭოს პრეზიდენტთან, ზედა პალატის თავმჯდომარესთან, ასევე, საგარეო საქმეთა […]
რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარე თურქეთის ელჩს შეხვდა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ბატონ ალი ქაან ორბაის შეხვდა. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, შეხვედრაზე მიმოიხილეს რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარის ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ელჩმა წარმატებულად შეაფასა ვიზიტის შედეგები და აღნიშნა, რომ თურქეთი მიესალმება რელიგიის სააგენტოსა და მის კოლეგა ორგანიზაციას, დიანეთს […]