ფოთში მულტიმოდალური ტერმინალის მშენებლობასთან დაკავშირებით პროტესტი გრძელდება

ფოთში, ნაბადის უბანში, სამეგრელოს ქუჩის მცხოვრებლების პროტესტი გრძელდება. ისინი მულტიმოდალური ტერმინალის მშენებლობის დაუყოვნებლივ შეჩერებას ითხოვენ. აქციის მონაწილეებს კვლავ გადაკეტილი აქვთ საავტომობილო გზა. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცავები. მათი თქმით, ტერმინალი დასახლებულ პუნქტთან ახლოს შენდება, რაც ხმაურს იწვევს. შეკრებილების განცხადებით, აღნიშნულ ტერმინალზე სახიფათო ნარჩენების გადამუშავება განხორციელდება, რაც მათ ჯანმრთელობას საფრთხეს შეუქმნის. მათივე თქმით, მშენებელ კომპანიას არა აქვს […]

მამუკა მდინარაძე ადეიშვილზე – როდესაც საკმარისი არგუმენტები არ არსებობს იმაზე, რატომ ხსნიან წითელ ცირკულარს დამნაშავეს, რომელსაც ბრალი აქვს დადასტურებული, საქართველოს პასუხისმგებლობის ზღვარი აქ მთავრდება

თუ გნებავთ, დამაბრალეთ, რომ შეთქმულების თეორიაში ვარ ჩართული, მაგრამ როდესაც საკმარისი არგუმენტები არ არსებობს იმაზე, რატომ ხსნიან წითელ ცირკულარს დამნაშავეს, საქართველოს პასუხისმგებლობის ზღვარი აქ მთავრდება, – ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემაში „360 გრადუსი“ ზურაბ ადეიშვილთან დაკავშირებულ კითხვას. როგორც მამუკა მდინარაძემ გადაცემა „360 გრადუსში“ აღნიშნა, საქართველოს მოსახლეობის […]

ევროპის კავშირმა მსოფლიოში პირველმა დაამტკიცა “ისტორიული” კანონი ხელოვნური ინტელექტის სფეროში

ევროპის კავშირმა 13 მარტს საბოლოოდ დაამტკიცა ფართო მასშტაბის წესები ხელოვნური ინტელექტის მართვის სფეროში, მათ შორის ისეთი მძლავრის სისტემისა, როგორიცაა OpenAI-ის პროდუქტი ChatGPT. ევროპის კავშირის მაღალი რანგის მოხელეების თქმით, წესები, რომლებიც პირველად 2021 წელს იქნა წარდგენილი, მოქალაქეებს დაიცავს ელვისებური სისწრაფით ცვალებადი ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიისგან მომდინარე შესაძლო საფრთხეებისგან. ამავე დროს ეს წესები საფუძველს გაამყარებს ევროკავშირში ამ სფეროს […]

მამუკა მდინარაძე – თუ ვამბობთ, რომ ჩვენ პირში ვეუბნებით სიმართლეს ჩვენს მეგობრებს, ეს ანტიდასავლურობაა და ადეიშვილის გადაადგილება დასავლურობა?

ვიღაცებმა გადაწყვიტეს, რომ თავს ვესხმით დასავლეთს. თავდასხმა რას ნიშნავს? თუ ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენ პირში ვეუბნებით სიმართლეს ჩვენს მეგობრებს, ეს ანტიდასავლურობაა და ადეიშვილის გადაადგილება დასავლურობა?, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ „პალიტრანიუსის“ეთერში, გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა. როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, ადამიანი, რომელიც „სადისტური სისტემის შემქმნელი“ იყო, რომელსაც ევროპაში თავისუფლად გადაადგილების საშუალებას აძლევენ […]

დავით ნარმანია: „სემეკის მიზანია ქ. რუსთავში მინიმუმამდე შემცირდეს წყალმომარაგებასთან დაკავშირებული პრობლემები“

ქალაქ რუსთავის წყალმომარაგების სისტემური გაუმჯობესების პროექტის ფარგლებში, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ მეგობრობის გამზირისა და გაგარინის ქუჩის წყალმომარაგების ქსელების რეაბილიტაცია დაიწყო. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) შეთანხმებული საინვესტიციო პროექტების შესაბამისად, კომპანია ამ მიზნით ჯამში 5,5 მილიონ ლარამდე ინვესტიციას განახორციელებს. სარეაბილიტაციო სამუშაოების პროცესს ადგილზე გაეცნენ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) თავმჯდომარე […]

2025 წლიდან დანია თავდაცვის ხარჯებისთვის მშპ-ის 2%-ის გამოყოფას გეგმავს

2025 წლიდან დანია თავდაცვისთვის მშპ-ის 2%-ის გამოყოფას და ჯარში გაწვევის ხანგრძლივობის მნიშვნელოვნად გაზრდას გეგმავს. ამის შესახებ მედია ქვეყნის პრემიერ-მინისტრის მეტე ფრედერიკსენის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება. მან პრესკონფერენციაზე დანიის სამხედრო შესაძლებლობებში ინვესტიციის განხორციელების შესახებ 2024-2028 წლების გეგმა წარადგინა. მისი თქმით, „ნატო“ მრავალი წლის განმავლობაში ამტკიცებდა, რომ ქვეყნებმა თავდაცვის საჭიროებებზე მშპ-ის მინიმუმ 2% უნდა დახარჯონ. მისი წევრი ქვეყნები […]

კუტალია ბათუმის “დინამოს” ფეხბურთელი გახდა

ბათუმის “დინამო” თავის “ფეისბუქის” გვერდით იტყობინება, რომ თავდამსხმელი ლევან კუტალია დაიმატეს: “ჩვენი გუნდის რიგებში 34 წლის ცენტრალური თავდამსხმელი ლევან კუტალია ითამაშებს”. კუტალიამ კარიერა ზუგდიდის “მგლებში” დაიწყო, თამაშობდა სხვადასხვა ქართულ და საზღვარგარეთულ კლუბებში, ბოლოს სომხური “ალაშკერტის” ღირსებას იცავდა, რომლის რიგებში 19 მტჩში 12 გოლი გაიტანა. transfermarkt-ის მიხედვით მისი ღირებულება 150 თასი ევროა.

მარია ზახაროვა – სხვა არაფერი შეგვიძლია, ვიდრე შეშფოთებულები ვიყოთ სომხეთის ხელმძღვანელობის ულტიმატუმებითა და შეურაცხმყოფელი რიტორიკით

რუსეთი შეშფოთებულია სომხეთის ხელმძღვანელობის მხრიდან შეურაცხმყოფელი რიტორიკისა და ულტიმატუმების გამო. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა. “სხვა არაფერი შეგვიძლია, ვიდრე შეშფოთებულები ვიყოთ სომხეთის ხელმძღვანელობის მხრიდან ულტიმატუმებითა და ხანდახან შეურაცხმყოფელი რიტორიკით. დამაბნეველია სომხური ელიტის ნაწილის მუდმივი სურვილი, განიხილოს თავი ОДКБ (კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია) ორგანიზაციის ფარგლებს მიღმა”, – განაცხადა ზახაროვამ. მან […]

კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ აშშ-ში TikTok -ის აკრძალვის კანონპროექტი დაამტკიცა

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც აშშ-ში „ტიკ-ტოკის“ აკრძალვას ითვალისწინებს. კანონპროექტს მხარი დაუჭირა 352-მა დეპუტატმა, 65 კი წინააღმდეგი იყო. კანონპროექტის წინააღმდეგი იყო 15 რესპუბლიკელი და 50 დემოკრატი კანონმდებელი. კანონპროექტი კრძალავს „ტიკ-ტოკს“ აშშ-ის აპლიკაციების მაღაზიებში, თუ სოციალური მედიის პლატფორმა, რომელსაც დაახლოებით 170 მილიონი ამერიკელი იყენებს, არ იქნება გამოყოფილი მისი ჩინელი მშობელი კომპანიის, „ბაით დანსისგან“. ჯერჯერობით […]

2023 წელს დუბაის სავაჭრო პალატას 15 000-ზე მეტი ახალი ინდური კომპანია შეუერთდა – khaleej times

khaleejtimes-ის ინფორმაციით, 2023 წელს დუბაის სავაჭრო პალატას 15000-ზე მეტი ახალი ინდური კომპანია შეუერთდა. როგორც დუბაის სავაჭრო პალატის ბოლო ანალიზიდან ირკვევა, 2023 წელს 15 481 ახალი ინდური კომპანია გახდა პალატის წევრი. ეს მაჩვენებელი 2022 წლის მონაცემებს 38%-ით აღემატება და ხაზს უსვამს დუბაის მუდმივ მიმზიდველობას, ინდური ბიზნესებისა და ინვესტორების მხრიდან. მეორე პოზიციაზე პაკისტანი გავიდა. 2023 წელს დუბაის […]