ანრი ოხანაშვილი – შვეიცარიის პარლამენტის თავმჯდომარესთან საკმაოდ მეგობრული და ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა – უახლოეს მომავალში პირდაპირ ფრენებს ველოდებით

ჩვენ შვეიცარიის პარლამენტის თავმჯდომარესთან საკმაოდ მეგობრული და ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა შვეიცარიის ეროვნული საბჭოს პრეზიდენტთან, ერიკ ნუსბაუმერთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, შეხვედრაზე ისაუბრეს ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებისა და ასევე, პირდაპირ ფრენებთან დაკავშირებით. ,,მან მზაობა დაგვიდასტურა იმ ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავების, რომელიც ამ დროისთვის, შვეიცარიასა და […]

ილია დარჩიაშვილი ფინეთის ევროპულ საქმეთა მინისტრს შეხვდა

ფინეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ევროპულ საქმეთა მინისტრს, ანდერს ადლერკროიცს შეხვდა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრისას მინისტრებმა ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები მიმოიხილეს და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს. მათივე ცნობით, შეხვედრაზე საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების დღის წესრიგის აქტუალური საკითხები და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მიღწეული პროგრესი განიხილეს. „ამ კონტექსტში […]

უკრაინის დახმარების დასამტკიცებლად კონგრესმენები ალტერნატიულ გზებს ეძებენ

უკრაინის ამერიკელმა მხარდამჭერებმა იშვიათ და საკმაოდ რთულ ზომას მიმართეს, რათა ზეწოლა მოახდინონ წარმომადგენელთა პალატაზე და სცადონ, აიძულონ მისი სპიკერი, საკითხი კენჭისყრაზე გაიტანოს. დემოკრატების მხრიდან გარკვეულ დათმობებზე წასვლის გარეშე, შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელი სპიკერი მაიკ ჯონსონი სენატში უკვე დამტკიცებულ უკრაინის დახმარების კანონპროექტს კენჭისყრაზე არ აყენებს. ეს კი პრეზიდენტის საბოლოო ხელმოწერამდე, კიევისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი დახმარების მისაწოდებლად, […]

ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა – 13 მარტის ვაჭრობის შედეგები

ლარის კურსი დოლართან მიმართებით 0.16 თეთრით გაუფასურდა, ხოლო ევროსთან – 0.09 თეთრით. 13 მარტის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.6586 ლარია, ერთი ევროსი კი – 2.9061 ლარი. კომერციულ ბანკებში დოლარის ღირებულება 2.71 ლარია, ხოლო ევროსი – 2.97 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, დოლარის შეძენა 2.67 ლარად შეგიძლიათ, ევროსი – 2.92 ლარად. აღსანიშნავია, რომ […]

კრასნოდარის სასამართლომ ე.წ. კანონიერი ქურდი, შაქრო კალაშოვი ვადაზე ადრე გაათავისუფლა

კრასნოდარის სამხარეო სასამართლომ ზაქარია (შაქრო) კალაშოვის საპატიმროდან ვადამდე გათავისუფლების შუამდგომლობა დააკმაყოფილა. ინფორმაციას სასამართლოს პრესსამსახური ავრცელებს. “სასამართლომ დააკმაყოფილა კალაშოვის მოთხოვნა პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ. სასამართლო სხდომა დღეს დახურულ რეჟიმში გაიმართა”. – აღნიშნულია განცხადებაში. ზაქარია კალაშოვი, მეტსახელად შაქრო მალადოი, 2016 წელს დააკავეს. 2018 წელს კი მოსკოვის სასამართლომ დიდი ოდენობით თანხის გამოძალვაში დამნაშავედ ცნო და 9 წლით და […]

თბილისის ქუჩები, რომლებსაც 14 მარტს ელექტრომომარაგება შეუწყდება

ხვალ, 14 მარტს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად სხვადასხვა სამუშაოს ასახელებს. მთაწმინდის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), ორბელიანის მოედნის მიმდებარე ტერიტორიის, რესპუბლიკის მოედნის მიმდებარე ტერიტორიის, მელიქიშვილის გამზირის, ვერეს დაღმართის, 9 აპრილის, ჯორჯიაშვილის, ჭანტურიას, დიმიტრი ბაქრაძის, ქიაჩელის, ნიკო ნიკოლაძის, ეკალაძის, კოსტვას, ვაშლოვანის, კობახიძის, ბელინსკის, ახვლედიანის, ჭოველიძის, […]

საერთაშორისო ორგანიზაციები: მთივლიშვილის წინააღმდეგ პაპუაშვილის განცხადებები მიუღებელია

Media Freedom Rapid Response (MFRR) პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან „მთის ამბების“ ჟურნალისტ გელა მთივლიშვილზე თავდასხმებს ეხმაურება. MFRR არის ევროპის მასშტაბით მოქმედი მექანიზმი, რომელიც აკვირდება და რეაგირებს პრესისა და მედიის თავისუფლების დარღვევებზე ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, კანდიდატ ქვეყნებსა და უკრაინაში. პროექტი ევროკომისიის თანადაფინანსებით ხორციელდება. MFRR-ის პარტნიორი ორგანიზაციები შეშფოთებას გამოთქვამენ შალვა პაპუაშვილის მიერ ჟურნალისტის დისკრედიტაციის გამო. კერძოდ, შალვა პაპუაშვილი […]

რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ობიექტებზე დრონებით თავდასხმები გრძელდება

13 მარტს უკრაინამ გააგრძელა იერიშის მიტანა რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე. მეორე დღეა რუსეთის ნავთობ-ინდუსტრიას დრონების გამოყენებით ესხმიან თავს. იერიშმა ხანძარი გამოიწვია როსნეფტის უმსხვილეს ქარხანაში. მომხდარზე საუბრისას, პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თქვა, რომ ეს იყო ამ კვირაში რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების ჩაშლის მცდელობა. კიევმა ბოლო თვეებში გააძლიერა თავდასხმები რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ და ენერგეტიკულ ობიექტებზე. რუსმა ოფიციალურმა პირებმა თქვეს, რომ ნიჟნი […]

წარმომადგენელთა პალატამ კანონპროექტი მიიღო, რითაც შესაძლოა აშშ-ში TikTok აიკრძალოს

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ კანონპროექტი მიიღო, რომლითაც შესაძლოა სოციალური ქსელი TikTok აიკრძალოს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს. კანონპროექტს აშშ-ის კონგრესის ქვედა პალატის – წარმომადგენელთა პალატის – 352-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი (197 რესპუბლიკელი, 155 დემოკრატი), ხოლო წინააღმდეგ 65 დეპუტატი წავიდა (15 რესპუბლიკელი, 50 დემოკრატი). კანონპროექტი სოციალურ ქსელ TikTok-ს 5 თვეს აძლევს, რათა მშობლიურ ჩინურ კომპანია ByteDance-ს ჩამოშორდეს, […]

სალომე ზურაბიშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლებს შეხვდა. ამის შესახებ იფნორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. შეხვედრაზე განსახილველი საკითხები იყო: საერთაშორისო სავალუტო ფონდთან მჭიდრო და ეფექტიანი თანამშრომლობა, ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის შენარჩუნების მნიშვნელობა, მიმდინარე ეკონომიკური ტენდენციები და ქვეყნის მაკრო-ეკონომიკური გამოწვევები.