ე.წ. კანონიერი ქურდი შაქრო კალაშოვი ვადაზე ადრე გათავისუფლდება

ე.წ. კანონიერი ქურდი შაქრო კალაშოვი ვადაზე ადრე გათავისუფლდება. ამის შესახენ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. მათი ცნობით, კრასნოდარის სასამართლომ დააკმაყოფილა შაქრო კალაშოვის მოთხოვნა პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ. შაქრო კალაშოვი 2008 წელს ესპანეთში ფულის გათეთრების ბრალდებით დააკავეს და გაასამართლეს, რის შემდეგაც რუსეთში დაბრუნდა. შაქრო კალაშოვი მოსკოვში 2016 წელს დააკავეს. 2018 წელს მოსკოვის სასამართლომ შაქრო კალაშოვი და მისი […]

გამორიცხულია – შოლცი უკრაინაში Taurus-ის რაკეტების გაგზავნაზე

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა, ბუნდესტაგში კანონმდებლებისთვის მიმართვისას თქვა, რომ უკრაინაში Taurus-ის ტიპის გერმანული ფრთოსანი რაკეტების გაგზავნა “უპასუხისმგებლობა იქნება”. კანცლერის თქმით, რაკეტების მიწოდება მხოლოდ პროცესში გერმანელი პერსონალის ჩართვით იქნება შესაძლებელი, ეს კი “გამორიცხულია”. “ეს არის ხაზი, რომლის გადაკვეთა მე, როგორც კანცლერს, არ მსურს”. – თქვა მან. ექსპერტების მიერ არაერთხელ გაკეთებული განმარტების მიუხედავად, რომ გერმანული ფრთოსანი რაკეტების […]

იონათამიშვილი ახალზე: ამბობდნენ, რომ პარტია უნდა შეექმნათ და მინიმარკეტის გახსნა ვიხილეთ

ეს იყო ძალიან დაბალი ხარისხის სატირა. მთელი ამდენი ხნის, თვეების მანძილზე აანონსებდნენ, რომ პოლიტიკური პარტია უნდა შეექმნათ და საბოლოო ჯამში, მინიმარკეტის გახსნის პრეზენტაცია ვიხილეთ, ამას უფრო მოგვაგონებდა ყველაფერი, რაც იქ ხდებოდა. შემდეგ კიდევ, ვითომ ეს ორი ლიდერი ჰყავთ და ერთი მეორეს ექიშპებოდნენ, საუბარს არ აცდიდნენ და ა,შ. საზოგადოება იმასაც დაინახავდა, რომ სინამდვილეში რაღაცა თანაბარი ლიდერი […]

WSJ: აშშ უკვე უშვებს უკრაინისთვის ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტა ATACMS-ების გადაცემას

აშშ-მა, რომელიც ადრე უარს ამბობდა უკრაინისთვის ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტა ATACMS-ების გადაცემაზე, ახლა უშვებს ამ იარაღის მიწოდების შესაძლებლობას, წერს გაზეთი Wall Street Journal-ი წყაროებზე დაყრდნობით. გამოცემის თანახმად, ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ პენტაგონმა წინსვლას მიაღწია ახალი თაობის რაკეტების სისტემის შეძენაში, რომელსაც Precision Strike Missile ეწოდება. შარშან აშშ-მა კიევს დიდი რაოდენობით გაუგზავნა 160 კმ-ზე მოქმედი რაკეტები, რის შედეგადაც უკრაინის […]

ჯოზეფ ბორელი – ჩვენ შევძელით: მუდმივი წარმომადგენლების კომიტეტი უკრაინის დახმარების ფონდზე შეთანხმდა – მესიჯი ნათელია, დავეხმარებით, ყველაფრით, რაც საჭიროა, რათა გავიმარჯვოთ

ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები უკრაინისთვის 5 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარებაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჟოზეპ ბორელი “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს. “ჩვენ შევძელით: მუდმივი წარმომადგენლების კომიტეტი [Coreper] უკრაინის დახმარების ფონდზე შეთანხმდა. ფონდი საშუალებას მოგვცემს უკრაინისთვის ჩვენი სამხედრო დახმარება კიდევ 5 მილიარდი ევროთი გავზარდოთ. მესიჯი ნათელია: უკრაინას დავეხმარებით, ყველაფრით, რაც საჭიროა, რათა გავიმარჯვოთ”, – […]

შალვა პაპუაშვილი – ეს არის პიარული სახადი, რომელსაც ,,ნაციონალური მოძრაობა” მოიხდის, ეს ჭრელი ბანერები ჩუტყვავილასავით გადაივლის და ბოლოს ისევ “ფრი მიშას” კამპანიაში დაბრუნდებიან

ბოლო სამი წელია, რაც ამ მოწვევის პარლამენტში ეს პარტიები არიან და მათ არ გახსენებიათ მოქალაქეები, მათი სოციალური უფლებები და ეკონომიკური მდგომარეობა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, “ნაცმოძრაობას” არ ურჩევს ამ პროცესში შესვლას, რადგან ორ კვირაში მოქოქილი ენერგიიდან დაიცლებიან და შემდეგ ყველა დაინახავს, რომ მათ ადამიანების მიმართ არანაირი ინტერესი […]

ავსტრია ქვეყნიდან ორ რუს დიპლომატს აძევებს

ავსტრია ქვეყნიდან ორ რუს დიპლომატს აძევებს. ამის შესახებ ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაზეთ Heute-ს განუცხადა. ავსტრიის საგარეო უწყება აღნიშნავს, რომ დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის მე-9 სტატიის შესაბამისად აღნიშნული თანამშრომლები “არასასურველ პირებად” გამოცხადდნენ. მათ ქვეყანა 19 მარტამდე უნდა დატოვონ. ცნობისთვის, აქამდე ავსტრიულ მედიაში ცნობები ვრცელდებოდა, რომ რუსეთს თავისი დიპლომატების სადაზვერვო საქმიანობისთვის გამოყენება შეუძლია. კერძოდ, ავრსტიული […]

ლევან ხაბეიშვილი – უტიფრობის და უპასუხისმგებლობის კლასიკური მაგალითია, თურმე ჩვენ გარწმუნებთ გამდიდრებულ ხალხს, რომ სიღარიბეა ქვეყანაში

უტიფრობის და უპასუხისმგებლობის კლასიკური მაგალითია, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეხმაურება „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის მამუკა მდინარაძის გაცხადებას სიღარიბესთან დაკავშირებით. „უტიფრობის და უპასუხისმგებლობის კლასიკური მაგალითია. თურმე ჩვენ გარწმუნებთ გამდიდრებულ ხალხს, რომ სიღარიბეა ქვეყანაში. ივანიშვილის პარტიას არ აინტერესებს ხალხის პრობლემები! 2024 წელი არის უნიკალური შესაძლებლობა – ერთად შევცვალოთ“, […]

საქართველო-შვეიცარიას შორის შესაძლოა, პირდაპირი ფრენები დაიწყოს – „შვეიცარიული მხარე დაინტერესებულია“

„ჩვენ შვეიცარიის პარლამენტის თავმჯდომარესთან საკმაოდ მეგობრული და ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა“, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა შვეიცარიის ეროვნული საბჭოს პრეზიდენტთან, ერიკ ნუსბაუმერთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, შეხვედრაზე ისაუბრეს ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებისა და ასევე, პირდაპირ ფრენებთან დაკავშირებით. ,,მან მზაობა დაგვიდასტურა იმ ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავების, რომელიც ამ დროისთვის, შვეიცარიასა და […]

„დასაქმების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ელექტრობისა და შედუღების პროგრამებიდან გვაქვს“ – კასპის პროფესიული კოლეჯი

რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „პროფესიული განათლების ნავიგატორი“ კასპის პროფესიულ კოლეჯზე დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ქეთევან ჭუჭულაშვილმა და კარიერის დაგეგმვის და პროფორიენტაციის მენეჯერმა თათია ცინცაძე ისაუბრეს. კასპის პროფესიულ კოლეჯმა ავტორიზაცია 2021 წელს გაიარა, 2022 წლიდან კი პირველი სტუდენტები მიიღო. კოლეჯი პროფესიული განათლების ბაზარზე 8 პროგრამით შემოვიდა, დროთა განმავლობაში კი პროგრამების რიცხვს ზრდის. „ჩვენ პროგრამები თავიდანვე ადგილობრივი შრომის ბაზრის […]