პაპუაშვილი: დონორებს პასუხები აქვთ გასაცემი, რატომ ესხმიან თავს მათი ენჯეოები ქართულ მართლმსაჯულებას

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, “მიუღებელია”, როცა ქართულ მართლმსაჯულებას თავს ესხმიან ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც უცხოეთიდან ფინანსდებიან. ამის შესახებ მან შვეიცარიაში ვიზიტის დროს, ჟურნალისტებთან ისაუბრა. პარლამენტის თავმჯდომარის სიტყვებით, ამ არასამთავრობო ორგანიზაციების უკან დგანან შვედეთის განვითარების სააგენტო, ასევე ევროპის დემოკრატიული ფონდი, ამერიკის დემოკრატიის ფონდი, USAID. პაპუაშვილის განცხადებით, როცა ქართულ მართლმსაჯულებას “თავს ესხმიან” ის ორგანიზაციები, რომლებიც სრულად […]

აზერბაიჯანში საქართველოს საელჩოს თანამშრომლები ავარიაში მოყვნენ

აზერბაიჯანში, ყაზახის რაიონში საქართველოს საელჩოს ორი თანამშრომელი ავარიაში მოყვნენ. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს. გამოცემა “რეპორტ.აზ” წერს, რომ დაშავებულია ორი ადამიანი. მედიის ცნობით, ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს და მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

მამუკა მდინარაძე „ნაციონალურ მოძრაობაზე“ – იმისთვის, რომ საზოგადოება დაარწმუნონ, გაჭირვებაში ცხოვრობთ და ჩვენ თქვენზე ვზრუნავთო, სოციალურ ქსელებში რეკლამაში ასი ათასობით დოლარი დახარჯეს

ასი ათასობით დოლარი დახარჯეს იმაში, რათა დაარწმუნონ ადამიანები, რომ უკიდურეს გაჭირვებაში ვცხოვრობთ. წავიდნენ ეს ასი ათასობით დოლარი სხვა კარგ საქმეში დახარჯონ და მანიპულაციებს თავი დაანებონ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ შესახებ “პალიტრანიუსში” განაცხადა. როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, მისთვის არსებული ინფორმაციის თანახმად, იმისთვის რომ საზოგადოება დაარწმუნონ, თქვენზე ვზრუნავთო, მარტო სოციალურ […]

ყაზახეთი იტალიას ერთი ბრენდის ქვეშ წარმოებას სთავაზობს

ყაზახეთმა იტალია ერთი ბრენდის „Made in Kazakhstan with Italy“ ქვეშ საქონლის წარმოებისთვის მიიწვია. ყაზახეთის ვაჭრობისა და ინტეგრაციის მინისტრმა არმან შაკალიევმა იტალიელი კოლეგები მიიწვია სამუშაოდ ერთიანი კონცეფციის „დამზადებულია ყაზახეთში იტალიასთან ერთად“ შექმნისა და პოპულარიზაციის საკითხებზე. სასაქონლო ნიშანი „Made in Kazakhstan with Italy“ შეიძლება გამოყენებულ იქნას მცირე და საშუალო ბიზნესის მიერ ერთობლივად წარმოებულ საქონელზე იტალიაში და ყაზახეთში, […]

0,03-ია ჩვენი სანქცია რუსეთის ეკონომიკისთვის და აქეთ მინუს 10 პროცენტი. ის რაც გვქონდა პენსია, იმასაც ვერ დავარიგებდით და შენ ამ დროს ათას ლარიან პენსიას ეუბნები, აპრიორი ატყუებ – ირაკლი ზარქუა

0,03-ია ჩვენი სანქცია რუსეთის ეკონომიკისთვის და აქეთ მინუს 10 პროცენტი. ის რაც გვქონდა პენსია, იმასაც ვერ დავარიგებდით და შენ ამ დროს ათას ლარიან პენსიას ეუბნები, აპრიორი ატყუებ – ირაკლი ზარქუა „ჩვენი თითოეული მოქალაქე გრძნობს ვინ ატყუებს და ვინ პოპულისტობს წინასაარჩევნოდ“-განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ გადაცემაში „იმედი LIVE”. ირაკლი ზარქუამ პენსიის ათას ლარამდე გაზრდაზე „ლელოს“ […]

გამარჯვებიდან მეორე დღესვე, გიორგი ვაშაძე პენსიონრებსა და ტაქსისტებს მიხედავს

გამარჯვებიდან მეორე დღესვე, გიორგი ვაშაძე პენსიონრებსა და ტაქსისტებს მიხედავს გამარჯვებიდან მეორე დღესვე, გიორგი ვაშაძე პენსიონრებს და ტაქსისტებს მიხედავს. “26 ოქტომბერი არის გამარჯვების დღე და 27 ოქტომბრიდან, პენსიონერს თავისას გავუკეთებთ, ტაქსის მძღოლებს ლიცენზიას მოვუხსნით”- განაცხადა გიორგი ვაშაძემ 13 მარტს, ტვ პირველის ეთერში სტუმრობისას. მისი განცხადებით, ისინი, ყოველდღიურად იბრუნებენ ხალხის ნდობას, რაც აძლევს საფუძველს, რომ 2024 წლის […]

სალომე ზურაბიშვილმა წარმოადგინა ვეტოს საფუძველი, რომელიც არ შეესაბამება ვენეციის კომისიას, ანუ დარჩა ერთი ვერსია, მან მხარი დაუჭირა „ნაცებს“

სალომე ზურაბიშვილს თეორიულად უნდა აწუხებდეს ორი რაღაც – ვენეციის კომისიას არ შეესაბამება და ვადებ ვეტოს, ან მე „ნაცების“ მხარეს ვარ და ამიტომ ვადებ ვეტოს. ვენეციის კომისიის დასკვნას მისი „მოტივირებული“ შენიშვნა არ შეესაბამება, ანუ დარჩა ერთი ვერსია, მან მხარი დაუჭირა „ნაცების“ ვერსიას, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ PalitraNews-ის გადაცემაში “360 გრადუსი”, პრეზიდენტის […]

„ხალხის ძალის“ ხმა არის საზოგადოების დაკვეთა იმიტომ, რომ ჩვენ ვახმიანებთ იმას, რაც რეალურად სჭირდება საზოგადოება

„საზოგადოების დიდი ნაწილი საკმაოდ გონიერია და ოპოზიციურ სპექტრზე უკეთესადაც აფასებს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს“, – ამის შესახებ, „ხალხის ძალის“ წევრმა თამთა მეგრელიშვილმა მედიასთან განაცხადა. მისი თქმით, საქართველოში არის არაჯანსაღი ოპოზიციური სპექტრი, რაც ქართული პოლიტიკის დიდი პრობლემაა. „საზოგადოების დიდი ნაწილი საკმაოდ გონიერია და ოპოზიციურ სპექტრზე უკეთესადაც აფასებს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს. მე ვფიქრობ, „ხალხის ძალის“ ხმა არის საზოგადოების […]

რადიკალური ოპოზიცია ერთი ბატონის მსახურია – იმ ძალისა, რომელმაც სააკაშვილს 2008 წელს დაკვეთა მისცა – მიხეილ ყაველაშვილი

„ის ძალები, რომლებიც სააკაშვილს მართავდნენ, დღეს რადიკალურ ოპოზიციასა და ქალბატონ პრეზიდენტს მართავენ“, – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ყველაფერი ობიექტურად უნდა შეფასდეს, თუ არადა, ქვეყანა განადგურდება, სწორედ ამიტომ აუცილებელია „ნაცმოძრაობის“ პოლიტიკურად გასამართლება. „ეს ის ერთიანი ძალაა, რასაც გლობალური ომის პარტიას ვუწოდებთ. ეს ერთიანი ქსელი ამოქმედებდა მაშინ „ნაცმოძრაობას“ […]

“მილანი” შეიძლება ევროტურნირებიდან მოკვეთონ – ეს “ნაპოლისთვის” ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის შანსია

გუშინ “მილანის” ოფისში ფინანსურმა პოლიციამ ჩხრეკა ჩაატარა და ექსპერტიზისთვის დოკუმენტები და კომპიუტერის ფაილები წაიღო. პროკურატურა თვლის, რომ კლუბის მფლობელი ისევ Elliott Management-ია, რომელმაც აქციები 2022 წელს ფორმალურად RedBird Capital Partners-ს მიჰყიდა. Elliott Management-ი აგრეთვე ფრანგული “ლილის” მფლობელია, ერთ კომპანიას კი უეფას და იტალიის ფეხბურთის ფედერაციის წესდებით არ აქვს უფლება ორი კლუბის მეპატრონე იყოს და ისინი […]