ფილიპინების პრეზიდენტი ენტონი ბლინკენს შეხვდება

ფილიპინების პრეზიდენტი, ფერდინანდ მარკოს უმცროსი აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს 19 მარტს შეხვდება. ამის შესახებ ინფორმაციას ფილიპინების პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, შეხვედრაზე სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ფილიპინებსა და ჩინეთს შორის არსებული ტერიტორიული დავების საკითხს განიხილავს. „ჩვენი საზღვაო ტერიტორიების დასაცავად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, განსაკუთრებით ჩინეთის მიერ ჩვენი ტერიტორიების ანექსიის უფრო აქტიური მცდელობების ფონზე“, – განაცხადა ფილიპინების […]

საუბრები სერგო ფარაჯანოვის ხელოვნებაზე

19 მარტს თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციურ სივრცეში გაიმართება საუბრები ფარაჯანოვის შემოქმედებაზე და მის ხელოვნებაზე დაფუძნებულ სხვადასხვა პროექტებზე. ფრანგი მოცეკვავე და ქორეოგრაფი მურად მერზუკი და ფრანგული თეატრალური კომპანიის Saté-âtre-ის დირექტორი, სატე ხაჩატრიანი ისაუბრებენ თუ როგორ შეიქმნა სპექტაკლი ბროწეულის ფერი, რომლის წარმოდგენაც 18 მარტს, რუსთაველის თეატრში შედგება. ხელოვანები ისაუბრებენ სერგო ფარაჯანოვის შემოქმედებაზე, თუ რამხელა გავლენა აქვს მის ხედვას […]

ამოცანა ერთია – დაცული იყოს პაციენტების ინტერესები და მედპერსონალის უფლებები – მიხეილ სარჯველაძე რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალს შეხვდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, პირველ მოადგილე თამარ გაბუნიასთან ერთად, რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალს შეხვდა. უწყების ხელმძღვანელმა, სამედიცინო დაწესებულების მენეჯმენტთან და მედიკოსებთან ერთად, საავადმყოფოსთან დაკავშირებული ვითარება განიხილა და კლინიკაში არსებული გამოწვევების შესახებ ინფორმაცია მათგან მიიღო. მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, რომ ამოცანა ყველასთვის ერთია – უპირველესად დაცული იყოს პაციენტების ინტერესები და ამასთან […]

„მცირე და საშუალო ბიზნესი ეკონომიკის მთავარი მამოძრავებელი უნდა იყოს“ – ნიკა კაპანაძე

რამდენად რეალურია მოსაზრება, რომ ქვეყანაში მთავარი დამსაქმებლები ჯერ კიდევ საჯარო სამსახურები და მსხვილი საწარმოები არიან და როგორია მცირე და საშუალო ბიზნესში დასაქმების მაჩვენებელი. რამდენად მნიშვნელოვანია ამ მაჩვენებლის გაზრდა ეკონომიკის განვითარებისთვის. საკითხთან დაკავშირებით „კომერსანტი“ კვლევითი ორგანიზაცია PMCG-ის უფროს მკვლევარს ნიკა კაპანაძეს ესაუბრა. „სახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა რიცხვზე საუბრისას, მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ 2000-იანი წლებიდან რომ მოვყვეთ, ეს მაჩვენებელი […]

ვის გაეთიშება დღეს დენი

თელასის ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, დღეს, რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. შეზღუდვა შეეხება შემდეგ მისამართებს: მთაწმინდის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), ორბელიანის მოედნის მიმდებარე ტერიტორიის, რესპუბლიკის მოედნის მიმდებარე ტერიტორიის, მელიქიშვილის გამზირის, ვერეს დაღმართის, 9 აპრილის, ჯორჯიაშვილის, ჭანტურიას, დიმიტრი ბაქრაძის, ქიაჩელის, ნიკო ნიკოლაძის, ეკალაძის, კოსტვას, ვაშლოვანის, კობახიძის, […]

თბილისში, აფეთქება, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია – ახალი დეტალები

თბილისში, სამტრედიის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია. ამის შესახებ თბილისის სახანძრო-სამაშველო ძალების მთავარი სამმართველოს უფროსმა, ლევან მუსელიანმა შემთხვევის ადგილზე ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. „პირველადი დათვალიერებით გამომწვევი მიზეზი ბუნებრივი აირია. სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად მოხდა კორპუსის პირველ სართულზე აფეთქება, კომერციულ ფართში. შიგნით მაცხოვრებლები არ იმყოფებოდნენ. ამ ეტაპზე […]

ყველიერის ხუთშაბათი – შიოობა – ხსენება ღირსისა შიო მღვიმელისა (VI)

ყველიერის ხუთშაბათს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ღირსი შიო მღვიმელის ხსენებას აღასრულებს. ღირსი შიო მღვიმელი, ცამეტ ასურელ მამათაგანი, ანტიოქიელი იყო. მისმა მშობლებმა, ღვთისმოსავმა აზნაურებმა, მშვენიერი განათლება მისცეს ერთადერთ შვილს. თავმდაბალ, კეთილსა და ღვთისმოყვარე შიოს განსაკუთრებით უყვარდა საღმრთო წერილის კითხვა. ოცი წლის შიომ გაიგო დიდი მოღვაწის იოანეს (ხსენება 7 მაისს) ამბავი, რომელიც თავის მოწაფეებთან ერთად უდაბნოში ცხოვრობდა და […]

მძიმედ დაავადებული სელინ დიონი მოულოდნელად გამოჩნდა ჰოკეის მატჩზე – Marao

55 წლის მომღერალი NHL-ის მატჩზე დააფიქსირეს. სელინ დიონი ჰოკეის მოთამაშეებს შეხვდა. მომღერალი სამ წელზე მეტია ებრძვის განუკურნებელ დაავადებას. მას ხისტი პიროვნების სინდრომი დაუდგინეს – იშვიათი და განუკურნებელი ნევროლოგიური დაავადება, რომელსაც კუნთების სპაზმის გამოწვევა შეუძლია. ემოციურ ვიდეოში კანადელმა მომღერალმა აღნიშნა, რომ სწორედ ეს დაავადება აიძულებს მომავალი კონცერტების გაუქმებას. „სამწუხაროდ, ეს სპაზმები ცუდად მოქმედებს ჩემი ყოველდღიური ცხოვრების […]

“სიყვარული მახარებს, მოტივაციას მაძლევს. შემიძლია პარტნიორისთვის ყველაფერი გავაკეთო” – სილა თურქოღლუ – Marao

სილა თურქოღლუმ სატელევიზიო სამსახიობო კარიერა 2018 წელს დაიწყო სერიალით Ağlama Anne. 2019 წელს მან ითამაშა სუნას პერსონაჟი სატელევიზიო სერიალში Yemin და მოგვიანებით სეჰერის პერსონაჟი სერიალში Emanet. · სილა თურქოღლუს ინტერვიუდან : რატომ გადაწყვიტეთ მსახიობობა? ბევრი რამ ვცადე სხვადასხვა სფეროში. მაინტერესებდა ფერწერა და ფრენბურთი. როცა საშუალო სკოლაში მივდიოდი, დავიწყე სკოლის თეატრალურ კლუბში მონაწილეობა. ძალიან მომეწონა სცენაზე […]

ალექსანდრე თვალჭრელიძე – თუ პრინციპული სიახლეები არ გამოჩნდა, 2024 წლის არჩევნები ყველაზე არაპოპულარული არჩევნები იქნება ჩვენ უახლეს ისტორიაში და ამომრჩეველთა მობილიზება ძალიან გაჭირდება

არჩევნებამდე 8 თვით ადრე ქართულ საზოგადოებაში არსებულ პოლიტიკურ თავისებურებებზე, სავარაუდოდ, რა შეიძლება იყოს მიზეზი იმისა, რომ ხელისუფლება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ოპონენტად მიიჩნევს, წინასაარჩევნოდ ხელისუფლების ქცევაზე, ოპოზიციურ ფლანგზე არსებულ ვითარებაზე, ასევე იმაზე, სავარაუდოდ, რა კორექტივები შეიტანა ოპოზიციურ ფლანგზე გვარამია-მელიას პარტია „ახალმა“, რას შეიძლება ნიშნავდეს რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძის ჩანაცვლება, „ინტერპრესნიუსი“ საქართველოს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტს, […]