ავსტრალიური გუნდის გეი ფეხბურთელმა რჩეულს ხელი მოედანზე სთხოვა

ავსტრალიური “ადელაიდა იუნაიტედის” ფეხბურთელმა ჯოშ კავალომ, რომელმაც 2021 წელს განაცხადა, რომ არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ადამიანია, თავის რჩეულ ლეიტონ მორელს ხელი მოედანზე სთხოვა. აღნიშნულის შესახებ ინორმაცია და კადრები სოციალურ ქსელში თავად სპორტსმენმა გაავრცელა. მან თავის გუნდს მხარდაჭერისა და უსაფრთხო სივრცისთვის მადლობა გადაუხადა. ფეხბურთელმა აღნიშნა, რომ მოედანზე ამ ბედნიერი მომენტის გაზიარება მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. აღსანიშნავია, რომ […]
ილჰამ ალიევი – ახლა სომხეთთან მშვიდობასთან ისე ახლოს ვართ, როგორც არასდროს

აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი მიიჩნევს, რომ ბაქო ახლა ისე ახლოსაა ერევანთან მშვიდობის მიღწევასთან, როგორც არასდროს. „ახლა სომხეთთან მშვიდობასთან ისე ახლოს ვართ, როგორც არასდროს“, – განაცხადა აზერბაიჯანის ლიდერმა ბაქოს XI გლობალური ფორუმის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას. მისი თქმით, აზერბაიჯანი მზად არის, გააგრძელოს სამშვიდობო მოლაპარაკებები სომხეთთან, რადგან დადგა დრო, რომ რეგიონში არასტაბილურობა დასრულდეს.
იაგო ხვიჩია – მგონი, უნდა „დაბუსტონ“ ლგბტ კამპანია, თორემ ფასების კამპანიამ „სახე გააძრო“ „ქოცებს“

მგონი, უნდა „დაბუსტონ“ ლგბტ კამპანია, თორემ ფასების კამპანიამ „სახე გააძრო“ „ქოცებს“, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებს განუცხადა. ხვიჩიას განმარტებით, ფაქტია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ კამპანიამ, ფასების ზრდასთან დაკავშირებით, „ქართული ოცნება“ „დაანარცხა“. „მე არ ვიცი რამდენი დაუჯდათ „ქოცებს“ ლგბტ კამპანია, მაგრამ ფაქტია, რომ „ნაცების“ ამ კამპანიამ [ფასების ზრდასთან დაკავშირებით] დაანარცხა ქოცები. მგონი უნდა „დაბუსტონ“ […]
გიორგი ვაშაძე – მინდა ირაკლი კობახიძეს მივმართო: რატომ არიდებ თავს შეკითხვას, სად მიდის ლარნახევარი თითოეული ლიტრი საწვავიდან? რატომ არის ასეთი ძვირი ბენზინი და დიზელი საქართველოში?

მინდა ირაკლი კობახიძეს მივმართო: რატომ არიდებ თავს შეკითხვას, სად მიდის ლარნახევარი თითოეული ლიტრი საწვავიდან? რატომ არის ასეთი ძვირი ბენზინი და დიზელი საქართველოში? რატომ უძვირებთ ხალხს ცხოვრებას?, – ამის შესახებ პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა. მისივე თქმით, საქართველოს უამრავ მოქალაქეს აინტერესებს, თუ რატომ არის ასეთი ძვირი ქვეყანაში საწვავი. „მინდა ირაკლი კობახიძეს მივმართო: რატომ არიდებ […]
ბაზისბანკის მხარდაჭერით, კომპანია ინსიმ ბაკურიანის რეკრეაციული პარკის მშენებლობა დაასრულა

ბაზისბანკის მხარდაჭერით, კომპანია ინსიმ წარმატებით დაასრულა რეკრეაციული პარკის მშენებლობა ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ბაკურიანში. 10 მილიონი ლარის ღირებულების პროექტი განხორციელდა სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების ფარგლებში და ბაზისბანკის მიერ გაცემული გარანტიების გამოყენებით. ბაკურიანის ცენტრალური პარკი განთავსებულია 75,873 მ²-ზე და წარმოადგენს პოპულარულ, რეკრეაციულ ზონას ოჯახებისთვის, რომლებიც სტუმრობენ მთის და სათხილამურო კურორტს. თუმცა, ის არამხოლოდ ტურისტული დანიშნულების ადგილია, არამედ დასასვენებელი […]
ფინეთის ევროპულ საქმეთა მინისტრი – მოხარული ვარ, რომ ვხედავ მიღწეულ პროგრესს – გატარებული რეფორმები ხელს უწყობს საქართველოს ევროპისკენ სვლას

ევროპის გაფართოება აუცილებელია ევროკავშირის სტაბილურობისა და კეთილდღეობისთვის. მოხარული ვარ, რომ ვხედავ საქართველოში მიღწეულ პროგრესს. გატარებული რეფორმები ხელს უწყობს საქართველოს ევროპისკენ სვლას,- ამის შესახებ ფინეთის რესპუბლიკის ევროპულ საქმეთა მინისტრმა, ანდერს ადლერკროიცმა, ჰელსინკიში, ილია დარჩიაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ანდერს ადლერკროიცის განცხადებით, ფინეთი აუცილებლად დაუჭერს მხარს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. „12 -13 მარტს, ილია […]
„არემჯი“ ბოლნისელი მეღვინეების მხარდაჭერის პროგრამას აგრძელებს

ბოლნისში, ქართულ-გერმანულ ღვინის სახლში, ხელი მოეწერა შეთანხმებას კომპანია „არემჯის“, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიასა და მეღვინეთა გაერთიანება „ღვინო ბოლნისს“ შორის, რომელიც ბოლნისური ღვინის პოპულარიზაციის და ადგილობრივი მეღვინეების მხარდაჭერის საკითხში მხარეების შემდგომ საქმიანობას შეეხება. ამის შესახებ ინფორმაციას „არემჯი“ ავრცელებს. მათივე ცნობით, შეთანხმება მხარეებს შორის 2018 წელს გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაგრძელებაა და 6 წლის წინ დაწყებული თანამშრომლობის ახალ საფეხურზე […]
გიორგი ვაშაძე – თქვენ ის ფული დათვალეთ, რომელიც ბიუჯეტიდან ივანიშვილის პარტიამ მოიპარა – ჩვენი დანახარჯი აბსოლუტურად დეკლარირებულია

თქვენ ის ფული დათვალეთ, რომელიც ბიუჯეტიდან ბიძინა ივანიშვილის პარტიამ მოიპარა, ჯიბეში ჩაიდო და ხალხის ხარჯზე გამდიდრდა – ჩვენი დანახარჯი აბსოლუტურად დეკლარირებულია, – ასე გამოეხმაურა პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე გავრცელებულ ინფორმაციას, რომ პროდუქტების ფასების ზრდასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელებში, რეკლამაში ასი ათასობით დოლარი აქვთ დახარჯული. ვაშაძის თქმით, მათ აქვთ მორალური უფლება, რომ ხალხს რაც აწუხებს, […]
ლევან ხაბეიშვილი – ივანიშვილი, კობახიძე, მდინარაძე ვალდებული არიან მცირე მეწარმეებსაც გასცენ პასუხი, როგორ ხდება, რომ საქართველოში ორჯერ გაძვირებული საწვავი იყიდება!

მამუკა მდინარაძის განცხადებით, საწვავზე ფასის მატება მოგონილი პრობლემაა – ივანიშვილი, კობახიძე, მდინარაძე ვალდებული არიან მეწარმეებსაც გასცენ პასუხი, როგორ ხდება, რომ საქართველოში ორჯერ გაძვირებული საწვავი იყიდება! – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა მცირე მეწარმეებთან შეხვედრისას განაცხადა. ხაბეიშვილის განცხადებით, საწვავის გაძვირება უმნიშვნელოვანესი, ყოველდღიური პრობლემაა მცირე მეწარმეებისთვის. „მამუკა მდინარაძემ განაცხადა, საწვავზე ფასი რომ იზრდება, ეს […]
პრემიერ-მინისტრი დანიის სამეფოს ელჩს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში დანიის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ენ ტოფტ სორენსენს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო დანიის სამეფოსა და საქართველოს შორის არსებულ თანამშრომლობას ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში. ხაზგასმით აღინიშნა თბილისში დანიის სამეფოს საელჩოს გახსნის მნიშვნელობა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების ხელშეწყობისთვის. ყურადღება გამახვილდა ეკონომიკისა და ენერგეტიკის სფეროებში თანამშრომლობაზე. დადებითად შეფასდა დანიასა […]