დიმიტრი მედვედევი – მწვანე საცვლიანი პროვინციელი ჯამბაზის „მშვიდობის ფორმულა“ იმდენად ხელოვნურად გამოიყურება, რომ ერთადერთი გამოსავალია „რუსული ფორმულის“ შედგენა – უკრაინამ სრული და უპირობო კაპიტულაცია უნდა გამოაცხადოს

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი უკრაინის ხელისუფლების მიერ ინიცირებული „მშვიდობის ფორმულის“ ალტერნატიულ ვარიანტს, 7-პუნქტიან „რუსულ ფორმულას“ აქვეყნებს, რომელიც, მისი თქმით, რეალური და ყველასთვის ჰუმანურია. „ყველას კარგად ესმის, მათ შორის დასავლელ მატყუარებსაც, რომ ომის დროს ბევრად უფრო მარტივ სიტუაციებშიც კი მშვიდობის მიღწევა შესაძლებელია მხარეთა ნებით გონივრული კომპრომისის საფუძველზე ან კონფლიქტის ერთ-ერთი მხარის კაპიტულაციით. ყოფილი […]
ზედაზენი Krombacher-ის ოფიციალური წარმომადგენელია

13 მარტს, თბილისში სასტუმრო „პარაგრაფში“, სს „ქართული ლუდის კომპანიასა“ და Krombacher-ს შორის თანამშრომლობის შესახებ ოფიციალურ ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის მიხედვითაც „ქართული ლუდის კომპანია“ საქართველოსა და აზერბაიჯანში გერმანული ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელი გახდა. „ქართული ლუდის კომპანია“, რომელიც ადგილობრივი და საერთაშორისო პრემიალური ლუდის ბრენდებისა და გამაგრილებელი სასმელების ოფიციალური წარმომადგენელია, საკუთარ პორტფოლიოს აფართოებს. ამიერიდან, ზედაზენი საქართველოში Krombacher-ის ახალი და საიმედო […]
“მალე თბილისის მერიის თანამშრომლებმა შეიძლება გასაშლელი ნიშნებით იარონ” – ვიდეო

ასეთი რამ მხოლოდ “პროფესიონალების” ხელში ხდება ნიშანი არ იდგა ადამიანმა მანქანა გააჩერა , და იმ დღეს დადგეს ნიშანი და დააჯარიმეს მალე თბილისის მერიის თანამშრომლებმა შეიძლება გასაშლელი ნიშნებით იარონ.
“ტელეკომპანიას კომპენსაციის და განაცდურის გადახდა დაეკისრა” – სოციალური სამართლიანობის ცენტრი

სოციალური სამართლიანობის ცენტრის ცნობით, გუშინ, 13 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლომ გამოაცხადა გადაწყვეტილება, რომლითაც უკანონოდ იქნა ცნობილი ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაწყვეტილება მოსარჩელის, გიორგი ჯიბღაშვილის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ. სასამართლომ, გათავისუფლების ბრძანებასთან ერთად, უკანონოდ ცნო ტელეკომპანია „ფორმულას“ ბრძანებები ჯიბღაშვილისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ და მოპასუხე ტელეკომპანიას მოსარჩელისთვის კომპენსაციის და გათავისუფლების დღიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, განაცდურის სახით, ხელფასის ოდენობის თანხის გადახდა […]
„ფორმულადან“ გათავისუფლებულმა ოპერატორმა ტელეარხს შრომით დავა მოუგო — სსც

ოპერატორმა გიორგი ჯიბღაშვილმა ტელეკომპანია „ფორმულას“ შრომითი დავა მოუგო. შესაბამისი გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ 13 მარტს მიიღო. ჯერ გაფიცული და შემდეგ სამსახურიდან გათავისუფლებული ოპერატორის, გიორგი ჯიბღაშვილის ინტერესებს სასამართლოში „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ (სსც) იცავდა. ორგანიზაციის ინფორმაციით, სასამართლომ, გათავისუფლების ბრძანებასთან ერთად, უკანონოდ ცნო ტელეკომპანია „ფორმულას“ ბრძანებები ჯიბღაშვილისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ და მოპასუხე ტელეკომპანიას მოსარჩელისთვის კომპენსაციის და გათავისუფლების […]
„ნაცების“ ამ კამპანიამ დაანარცხა ქოცები… ახლა ველოდები, რომ 1 მილიონი ჩადონ „ქოცებმა“ ლგბტ კამპანიაში” – ხვიჩია

“არ ვიცი რამდენი დაუჯდათ „ქოცებს“ ლგბტ კამპანია, მაგრამ ფაქტია, რომ „ნაცების“ ამ კამპანიამ (ფასების ზრდასთან დაკავშირებით) დაანარცხა ქოცები. მგონი უნდა „დაბუსტონ“ ლგბტ კამპანია, თორემ ფასების კამპანიამ სახე გააძრო ქოცებს. ახლა ველოდები, რომ 1 მილიონი ჩადონ „ქოცებმა“ ლგბტ კამპანიაში. მე მაქვს იდეა, რომ როზნერი და როშე ვაჩხუბოთ და ქართველი ხალხი დავისვენებდით. ამით შევარბილებდით ჩვენ პოლიტიკურ პოლარიზაციას […]
„ალფა პვპ“, „პსილოცინი“, „მდმა“, „ექსტაზი“, “ჰეროინი”, „კოკაინი“, „მეთადონი“, „ამფეტამინი“, „ლსდ“ – ნარკოდანაშაულისთვის 9 პირი დააკავეს

სპეცოპერაციების სერია თბილისში, იმერეთსა და აჭარაში – შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 9 პირი დააკავეს, მათ შორის 5 უცხო ქვეყნის მოქალაქეა. შსს–ს მტკიცებით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დაკავებულების საცხოვრებელი ბინების და ფერმის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ნარკოტიკული საშუალება „მდმა“, „ექსტაზი“, „მარიხუანა“ და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე „კანაფი“ ამოიღეს. დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების […]
„კაპიტალის ბაზრის განვითარება მთავრობის სტრუქტურული რეფორმების ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მიმართულებაა“ – ლევან დავითაშვილი

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი კაპიტალის ბაზრების საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა. ლევან დავითაშვილმა ქვეყნის ეკონომიკურ სურათში კაპიტალის ბაზრის მნიშვნელობაზე, მისი განვითარების მთავარ ასპექტებსა და ამ პროცესში სახელმწიფოს როლზე, მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებზე ისაუბრა. „ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსით და „შუა დერეფნის” როლის მორგებით, საქართველოს ამბიცია აქვს, ფინანსური მომსახურების რეგიონალური ცენტრი გახდეს. ჩვენ ვხედავთ, რომ […]
„შესაძლებელია როგორც ფონდმა, ასევე მთავრობამ ელასტიურობა გამოიჩინოს“ – კოვზანაძე IMF-ის პროგრამის აღდგენაზე

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარის ირაკლი კოვზანაძის შეფასებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამის აღდგენასთან დაკავშირებით როგორც IMF-მა, ასევე მთავრობამ ელასტიურობა უნდა გამოიჩინონ. კოვზანაძემ მხარეებს დიალოგისკენ და კომპრომისული ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდა. აღნიშნულ თემაზე მან ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ ისაუბრა. “სავალუტო ფონდთან მუშაობის საკითხები ერთწახნაგოვანი არ არის, დღევანდელ დღეს პროგრამა შეჩერებულია, ეროვნული ბანკის ორგანულ კანონში ცვლილებები 2023 წლის პირველ […]
RS: უცხო ქვეყნის მოქალაქეებს არადეკლარირებული 18 000 850 რუბლი შემოჰქონდათ

შემოსავლების სამსახურის ცნობით, საბაჟო გამშვებ პუნქტში ყაზბეგი, მებაჟე ოფიცრებმა, არადეკლარირებული თანხის მალულად შემოტანის მცდელობის 2 ფაქტი აღკვეთეს. “მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქეების მართვის ქვეშ არსებული მანქანის დეტალური დათვალიერების შედეგად, სპეციალურად მოწყობილ სამალავებში, ჯამში, 18 000 850 რუსული რუბლი გამოავლინეს. არადეკლარირებული თანხის საერთო რაოდენობამ, ეროვნული ბანკის გაცვლითი კურსის მიხედვით 524 320 ლარი შეადგინა”. – […]