ახალი თავისუფალი ინდუსტრიული ზონა საქართველოში – ქუთაისში GIG-ის თიზ-ი 2026 წლის ბოლომდე გაიხსნება

საქართველოს მთავრობამ GIG-ის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის შესახებ დადგენილება მიიღო, რომლის მიხედვითაც თიზ-ის ფუნქციონირების ვადის დაწყებად განისაზღვრა არაუგვიანეს 2026 წლის 1 დეკემბერი. დადგენილების მიხედვით, თიზ-ი ქუთაისში, ავტომშენებლის ქ. №88-ში შეიქმნება და ის 185,530 კვ/მ ტერიტორიაზე 10 წლის ვადით განთავსდება. „GIG-ის თიზ-ის ორგანიზატორის/ადმინისტრატორის უფლებამოსილებას განახორციელებს შპს „საქართველოს ინდუსტრია“. GIG-ის თიზ-ის ფუნქციონირების დაწყების მიზნით ორგანიზატორი/ადმინისტრატორი ვალდებულია, არაუგვიანეს […]
საქართველოში ჩინელი ინდმეწარმეების რაოდენობა 388%-ით გაიზარდა

გასულ წელს, 2022 წელთან შედარებით, საქართველოში ჩინურ კაპიტალის მონაწილეობით, ბიზნეს სუბიექტების რაოდენობა 2-ჯერ, 109%-ით გაიზარდა. ამის შესახებ, საქსტატის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, „ბიზნესპრესნიუსი“ წერს. საქსტატის ცნობით, 2022 წელს ქვეყანაში 138 ბიზნეს სუბიექტი დარეგისტრირდა, ჩინური ინვესტიციის მონაწილეობით, 2023 წელს კი 289. ამასთან, ყველაზე მეტი ზრდა, 388%-იანი, ინდივიდუალურ მეწარმეებში დაფიქსირდა. კერძოდ, 2023 წელს, 2022 წელთან შედარებით, ჩინური […]
ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი – კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგას დაემშვიდობა, მაგრამ ჯერ კიდევ პირველია

Opta-ს ინფორმაციით, ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი (29) “ნაპოლის” ქართველ ვარსკვლავ ხვიჩა კვარაცხელიას აქვს. ჩვენებურს ლერიო სანე, კილიან მბაპე და ჟერემი დოკუ მოჰყვებიან, რომელთა ანგარიშზეც 28 წარმატებული დრიბლინგი ფიქსირდება. ხუთეულს “ბარსელონას” მცველი ჟოაო კანსელო (24 დრიბლინგი) ხურავს. შეგახსენებთ, რომ კვარაცხელია ამ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ვეღარ ითამაშებს, რადგან მისი “ნაპოლი” “ბარსელონასთან” მერვედფინალში ორი […]
ზრდასრულ ამერიკელთა რიცხვი, რომლებიც თავს ლგბტ თემს მიაკუთვნებენ, 2012 წელთან შედარებით გაორმაგდა – კვლევა
ზრდასრულ ამერიკელთა რიცხვი, რომლებიც თავს ჰეტეროსექსუალებად არ მიიჩნევენ, 2012 წელთან შედარებით გაორმაგდა. ამის შესახებ Gallup-ის გამოკითხვაზე დაყრდნობით NBC News-ი იტყობინება. 2012 წელს Gallup-ის მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში ლგბტ საზოგადოებას საკუთარი თავი მხოლოდ რესპონდენტთა 3,5%-მა მიაკუთვნა. 2023 წლის გამოკითხვაში, რომელშიც მონაწილეობა 12 000-მა ადამიანმა მიიღო, ეს მაჩვენებელი უკვე 7,6%-ს შეადგენს. Gallup-ის წარმომადგენლის, ჯეფრი ჯონსის თქმით, Gen Z-ის […]
ბრიტანეთი ებრაელებზე და პალესტინელებზე თავდასხმების გამო ექსტრემიზმის განმარტებას ცვლის

დიდი ბრიტანეთი ბოლო თვეების მანძილზე ებრაელებზე და პალესტინელებზე თავდასხმების გაზრდილი მაჩვენებლის გამო ექსტრემიზმის სამართლებრივ განმარტებას ცვლის. ეს ცვლილება დიდი ბრიტანეთის სიძულვილის დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთი ნაწილია. ახალი განმარტებით, ექსტრემიზმი არის ძალადობაზე, სიძულვილზე და მიუღებლობაზე დაფუძნებული იდეოლოგიის პოპულარიზაცია და განვითარება. “დღევანდელი ზომები უზრუნველყოფს, რომ მთავრობამ გაუფრთხილებლობით არ მისცეს პლატფორმა მათ, ვინც საფრთხეს უქმნის დემოკრატიას და უარყოფს […]
ყირგიზეთის პარლამენტმა “უცხოეთის გავლენის აგენტების” კანონი მიიღო

ყირგიზეთის პარლამენტმა ე.წ. უცხოური გავლენის აგენტების კანონი პირველი მოსმენით მიიღო. ახალი კანონი პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით მიიღო: მომხრე – 66, წინააღმდეგი – 5. კანონპროექტი სახელმწიფოს მხრიდან არაკომერციული არასამთავრობო ორგანიზაციების დამატებით კონტროლსა და შემოწმებას ითვალისწინებს. კანონის თავდაპირველი ვერსია რიგ შემთხვევებში პატიმრობას ითვალისწინებდა, თუმცა 20 თებერვალს კანონპროექტიდან ხსენებული მუხლი ამოიღეს. დამოუკიდებელი ყირგიზი ჟურნალისტების თქმით ახალი კანონი თითქმის ანალოგიურია […]
Лукойл-ის ვიცეპრეზიდენტი, ვიტალი რობერტუსი გარდაიცვალა

რუსული ნავთობისა და გაზის კომპანიის, Лукойл-ის ვიცეპრეზიდენტი ვიტალი რობერტუსი 54 წლის ასაკში გარდაიცვალა. “ღრმა მწუხარებით გაცნობებთ, რომ კომპანიის ვიცე-პრეზიდენტი ვიტალი ვლადიმერის ძე რობერტუსი 54 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა”. – წერია Лукойл-ის პრესრელიზში. რობერტუსი კომპანიის მეოთხე ტოპ მენეჯერია, რომელიც უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ გარდაიცვალა. 2022 წელს საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს Лукойл-ის ყოფილი ტოპ მენეჯერი, ალექსანდრ […]
დავით მათიკაშვილი – კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ „ნიანგის ცრემლებით“ ცდილობს, მიიქციოს საზოგადოების ყურადღება და ვითომ სიდუხჭირის რეკლამირებაში ნახევარი მილიონი დოლარი გადაუხდიათ

საზოგადოება აკვირდება აბსურდის თეატრს, როდესაც რადიკალური ოპოზიცია, კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ასე „ნიანგის ცრემლებით“ ცდილობს, მიიქციოს საზოგადოების ყურადღება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა. მათიკაშვილის თქმით, ამ „ვითომ სიდუხჭირის” რეკლამირებაში ნახევარი მილიონი დოლარი გადაუხდიათ”. „საზოგადოება აკვირდება აბსურდის თეატრს, როდესაც რადიკალური ოპოზიცია, კოლექტიური “ნაცმოძრაობა” ასე ნიანგის ცრემლებით ცდილობს, მიიქციოს საზოგადოების ყურადღება. თითქოს და ფსევდო სიდუხჭირეზე […]
ომბუდსმენი – მნიშვნელოვანია, ყველა რეკომენდაცია, რომელიც მთავრობის და პარლამენტის მიმართაა გაცემული, შესრულდეს, რათა ამ შეუსრულებლობამ მოლაპარაკებების გახსნის პროცესში წინაღობა არ შექმნას

მნიშვნელოვანია, ყველა რეკომენდაცია, რომელიც გაცემულია საქართველოს მთავრობის და პარლამენტის მიმართ შესრულებული იყოს, რათა ამ შეუსრულებლობამ არ შექმნას წინაღობა მოლაპარაკებების გახსნის პროცესში, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მან ე.წ. „ვეტინგის“ სისტემაზე საუბრისას აღნიშნა, რომ ყველა გადაწყვეტილება შესაბამისობაში უნდა მოდიოდეს საქართველოს კონსტიტუციასთან. „მნიშვნელოვანია, ყველა რეკომენდაცია, რომელიც გაცემულია საქართველოს მთავრობის და პარლამენტის მიმართ […]
სინოპტიკოსების პროგნოზით, 15 მარტს დღის ბოლომდე საქართველოში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი, დღის ბოლოდან კი 18 მარტამდე დროგამოშვებით იწვიმებს, მაღალ მთაში მოთოვს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 15 მარტს დღის ბოლომდე საქართველოში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი, დღის ბოლოდან კი 18 მარტამდე დროგამოშვებით იწვიმებს, მაღალ მთაში მოთოვს. ინფორმაციის თანახმად, თბილისში 16 მარტს გაწვიმდება და ქარიც გაძლიერდება, ხოლო 17 და 18 მარტს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +14, +16 გრადუსი დაფიქსირდება. „სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 15 […]