რუსეთის ფედერაციაში შესვლა აშშ-ის კიდევ 227 მოქალაქეს აეკრძალა

რუსეთის ფედერაციაში შესვლა აშშ-ის კიდევ 227 მოქალაქეს აეკრძალა, რომლებიც აშშ-ის ამჟამინდელი ადმინისტრაციის რუსოფობიური კურსის შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობენ, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა. „კრემლისა და სპეციალური სამხედრო ოპერაციის მხარდაჭერისთვის ამერიკის ხელისუფლების მიერ მასობრივად დაწესებულ სანქციებზე რეაგირების კონტექსტში, რუსეთის ფედერაციაში შესვლა 227 ამერიკელისთვის იხურება, რომლებიც აშშ-ის ამჟამინდელი ადმინისტრაციის რუსოფობიური კურსის შემუშავებაში, განხორციელებასა და […]
კახა კალაძე – ძალიან გამიჭირდება შევაფასო, თუ რას იზამს სალომე ზურაბიშვილი ხვალ და ზეგ

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მისთვის სრულებით გაუგებარია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის პოზიციები სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, შესაბამისად, გაუჭირდება საუბარი, თუ რას გაააკეთებს ის მომავალში. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა „ხალხის ძალის“ იმ განცხადების კომენტირებისას განაცხადა, რომლის თანახმად, თუ „ნაციონალური მოძრაობა“ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს შეაწყალებინებს, ისინი არჩევნებს აღარ დაელოდებიან და აგვისტოს ომთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვენ. „გამიჭირდება […]
კახა კალაძე აშშ-ის მიერ კეზერაშვილისთვის ვიზის არ გაცემაზე – ეს ადამიანი თაღლითია, არავის შერჩება მძიმე დანაშაული

თაღლითი და კრიმინალია დავით კეზერაშვილი თავისი წარსულიდან და აწმყოდან გამომდინარე, – ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, აშშ-მ საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს დავით კეზერაშვილს ვიზა არ მისცა. კალაძის თქმით, სხვადასხვა ევროპულ ქვეყანაში ამ მიმართულებით გამოძიება დაწყებულია და მსგავსი დანაშაული დაუსჯელი არ დარჩება. „ცხადია, ეს ადამიანი თაღლითი და კრიმინალია თავისი წარსულიდან გამომდინარე და […]
ისრაელის განცხადებით, რაფაჰიდან 1.4 მილიონი დევნილის ჰუმანიტარულ ანკლავებში გადაყვანას გეგმავს

ისრაელი ღაზის სექტორის სამხრეთ ქალაქ რაფაჰიდან, იქ დაგეგმილი სამხედრო თავდასხმის ფონზე, 1.4 მილიონი იძულებით გადაადგილებული პალესტინელის „ჰუმანიტარულ ანკლავებში“ გადაყვანას გეგმავს, – ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა, დანიელ ჰაგარიმ განაცხადა. მისი თქმით, რაფაჰში შეტევა არის ის, რაც ისრაელმა უნდა გააკეთოს, მაგრამ ამ შეტევის დრო დამოკიდებულია პირობებზე, რომლებიც ამ შეტევის საშუალებას იძლევა. „რა პირობებია? უნდა დავრწმუნდეთ, […]
ვახტანგ ყოლბაია – ოლიმპიურ კომიტეტში ჟიული შარტავას მემორიალური დაფის გახსნას არის მნიშვნელოვანი

დღევანდელი დღე ეროვნული ცენტრი – ჟიული შარტავას საზოგადოებისთვის არის ძალიან საპატიო და მნიშვნელოვანი. დღეს იმ შენობაში, სადაც ჟიულიმ თავისი ახალგაზრდობის დიდი ნაწილი გაატარა, ვხსნით მის სახელობის მემორიალური დაფას, რაც კიდევ ერთხელ უკვდავყოფს ეროვნული გმირის სახელს, – განაცხადა ჟიული შარტავას საზოგადოების თავმჯდომარემ ვახტანგ ყოლბაიამ. ვახტანგ ყოლბაიამ მემორიალური დაფა ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტთან ლერი ხაბელოვთან ერთად გახსნა. როგორც […]
კახა კალაძე – არ ახალია ის, რომ „ენჯეოები“ პოლიტიკურ პარტიებად ჩანან და თავს ესხმიან ყველაფერს, რაც ჩვენთვის ძვირფასია – ეს არის მათი პატრონების დავალება, ვისი ინტერესიცაა, რომ ქვეყანაში იყოს დაძაბულობა, რყევები

არ ახალია ის, რომ „ენჯეოები“ ჩვეულებრივ პოლიტიკურ პარტიებად ჩანან და ჩვეულებრივი მხარე არიან. ეს სიახლე არ არის – არასამთავრობო ორგანიზაციები ყველაფერს კადრულობენ, ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ვიღაცას ტალახი ესროლონ, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. კალაძის შეფასებით, გარკვეული არასამთავრობო ორგანიზაციები “მათი პატრონების” დავალებებს ასრულებენ. „არ ახალია ის, რომ „ენჯეოები“ […]
კახა კალაძე – მგონია, რომ ზურაბ ადეიშვილის საქართველოში ექსტრადირების გადაწყვეტილებას არ მიიღებენ, იმიტომ, რომ თუ ამის გაკეთება სურდათ, მანამდეც შესაძლებელი იყო გაეკეთებინათ

„ქართული ოცნების” გენერალური მდივნის, თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მას არ აქვს მოლოდინი, რომ იუსტიციის ყოფილი მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის საქართველოში ექსტრადირება მოხდება. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა. „არ ვიცი, ვერ გეტყვით რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული ზურაბ ადეიშვილის ექსტრადირებასთან დაკავშირებით. მგონია, რომ ამ გადაწყვეტილებას არ მიიღებენ, იმიტომ, რომ თუ ამის გაკეთება სურდათ, მანამდეც შესაძლებელი იყო გაეკეთებინათ. […]
150,000 პენსიონერს სესხის პროცენტი 15 მარტიდან შეუმცირდება – რა იქნება განაკვეთი?

ლიბერთი ბანკმა დღეს საპენსიო სესხის 150,000 მომხმარებლისთვის განაკვეთის შემცირების შესახებ გააკეთა განცხადება. საგულისხმოა გარემოება, რომ ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ბანკსა და მთავრობას ასევე ეროვნულ ბანკს შორის კონსულტაციები, რომელთა შედეგადაც ბანკმა ჯერ კიდევ თებერვალშივე დააანონსა, რომ საკუთარი გადაწყვეტილებით, აღნიშნული მომხმარებლების საპროცენტო განაკვეთებს შეცვლიდა და მას იმ საკრედიტო პირობებზე გადაიყვანდა, რომლებიც 2023 წლიდან ამოქმედდა. შეგახსენებთ, რომ 2023 […]
ფასიანი ქაღალდების გამოშვება 10-მდე ბიზნესს სურს – მიხეილ ხიდურელი

სააგენტო “აწარმოე საქართველოს” ხელმძღვანელის, მიხეილ ხიდურელის ინფორმაციით, ფასიანი ქაღალდების გამოშვება უკვე 10-მდე ბიზნესს სურს.
პარლამენტის კულტურის კომიტეტის 2023-ის ანგარიშში გელათის პრობლემაზე არაფერი წერია

საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტმა 2023 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც გელათის სამონასტრო კომპლექსში არსებულ პრობლემებსა და საფრთხის ქვეშ მდგარ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე არაფერია ნათქვამი. ანგარიში 35-გვერდიანია და მასში დეტალურად არის აღწერილი 1 წლის განმავლობაში კომიტეტის წევრების მიერ კულტურის სფეროს სხვადასხვა წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრები, სხვადასხვა კანონებში შეტანილი ცვლილებები. მიუხედავად იმისა, რომ გასულ წელს კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო […]