რუსეთის ფედერაციაში შესვლა აშშ-ის კიდევ 227 მოქალაქეს აეკრძალა

რუსეთის ფედერაციაში შესვლა აშშ-ის კიდევ 227 მოქალაქეს აეკრძალა, რომლებიც აშშ-ის ამჟამინდელი ადმინისტრაციის რუსოფობიური კურსის შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობენ, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა.
„კრემლისა და სპეციალური სამხედრო ოპერაციის მხარდაჭერისთვის ამერიკის ხელისუფლების მიერ მასობრივად დაწესებულ სანქციებზე რეაგირების კონტექსტში, რუსეთის ფედერაციაში შესვლა 227 ამერიკელისთვის იხურება, რომლებიც აშშ-ის ამჟამინდელი ადმინისტრაციის რუსოფობიური კურსის შემუშავებაში, განხორციელებასა და გამართლებაში მონაწილეობენ, ასევე უშუალოდ არიან ჩართული ანტირუსულ ქმედებებში“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
უწყების განმარტებით, რუსული „სტოპ-ლისტის“ გაფართოება მიზნად ისახავს „უბრალო ჭეშმარიტების შესახებ ვაშინგტონის ცნობიერების რეფლექსურ დონეზე კონსოლიდაციას, რომ ნებისმიერი აგრესიული მცდელობა დაუსჯელი არ დარჩება და გადამწყვეტ პასუხს მიიღებს“.

ასევე დაგაინტერესებთ

სასკოლო ფორმების ჩინეთიდან საქართველოში მოწოდება სამ ეტაპად მოხდება – ფორმების რეალიზაცია პირველი კლასის მოსწავლეებისთვის 1–14 სექტემბრის პერიოდში, ხოლო მეორე და მესამე ეტაპებზე – ოქტომბრიდან დეკემბრის ჩათვლით განხორციელდება

კალაძე – საქართველო მშვიდი ქვეყანაა, სტუმართმოყვარე ხალხი ვართ და ყველას – რუსს, ყაზახს, უკრაინელს, შვეიცარიელს, იტალიელს, ამერიკელს, შეუძლია ჩამოვიდეს, დახარჯოს ფული და ბიზნესსაქმიანობა აწარმოოს – არავინ შეზღუდული არაა