რა რაოდენობის მაკარონს მოიხმარს საქართველოს მოსახლეობა

2023 წლის იანვარ-დეკემბერში საქართველოში 20 123 020 დოლარის ღირებულების 21 957.85 ტონა მაკარონის (სპაგეტი, მაკარონი, ვერმიშელი, ატრია და მაკარონის სხვა ნაწარმი) იმპორტი განხორციელდა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით ირკვევა, რომ საქართველოში მაკარონის ნომერ პირველი იმპორტიორი ქვეყანა რუსეთია. TOP 3 იმპორტიორი ქვეყანა ბოლო 5 წლის განმავლობაში შემდეგნაირად გამოიყურება: 2019 რუსეთი -13 543.60ტ ($7 432 300); თურქეთი-2 […]
ყველა იმ ოჯახს დავეხმარებით, ვისაც კორპუსის აფეთქების შედეგად საცხოვრებელი ფართები დაუზიანდა – კახა კალაძე

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სამტრედიის ქუჩაზე კორპუსის აფეთქების გამომწვევი სავარაუდო მიზეზი ბუნებრივი აირის გაჟონვაა, თუმცა, ჯერ საგამოძიებო მოქმედებები დასრულებული არაა. ამის შესახებ მან მედიასთან ისაუბრა. მისი თქმით, ყველა ოჯახს, რომელსაც აფეთქების შედეგად საცხოვრებელი ფართები დაუზიანდა, თბილისის მერია დაეხმარება, იქამდე კი, ისინი დიდუბის რაიონის გამგეობამ დროებით სასტუმროებში გადაიყვანა. „აფეთქების გამომწვევ მიზეზებთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია. შესაბამისი […]
ზედაზენი Krombacher-ის ოფიციალური წარმომადგენელია

13 მარტს, თბილისში სასტუმრო „პარაგრაფში“, სს „ქართული ლუდის კომპანიასა“ და Krombacher-ს შორის თანამშრომლობის შესახებ ოფიციალურ ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის მიხედვითაც „ქართული ლუდის კომპანია“ საქართველოსა და აზერბაიჯანში გერმანული ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელი გახდა. „ქართული ლუდის კომპანია“, რომელიც ადგილობრივი და საერთაშორისო პრემიალური ლუდის ბრენდებისა და გამაგრილებელი სასმელების ოფიციალური წარმომადგენელია, საკუთარ პორტფოლიოს აფართოებს. ამიერიდან, ზედაზენი საქართველოში Krombacher-ის ახალი და საიმედო […]
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ევროპის საშუალო ზომის აეროპორტებს შორის მესამე ადგილზეა

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი, მგზავრთნაკადის ზრდით, ევროპის საშუალო ზომის აეროპორტებს შორის მესამე ადგილზეა. ACI-ის (აეროპორტების საერთაშორისო საბჭო) 2024 წლის იანვრის ანგარიშის თანახმად, საშუალო ზომის აეროპორტებს შორის ქუთაისის აეროპორტში 2019 წელთან შედარებით, მგზავრთნაკადის 171.8%-იანი ზრდის მაჩვენებლით მესამე ადგილზე მოხვდა. ახალი კლასიფიკაციის თანახმად, საუბარია ACI-ის წევრ იმ აეროპორტებზე, რომლებიც წლიურად 1 -იდან 10 მლნ-მდე მგზავრს ემსახურებიან.
“ცუდი დღეებიც მქონდა და კარგიც. დედოფალიც ვყოფილვარ და მათხოვარიც…” – მოგონებები და ამბები ლეგენდარული ლია კაპანაძის შესახებ – Marao

ის ყოველთვის გამორჩეული იყო, თავისუფლების სიყვარულით, პრინციპულობით, მისწრაფებებითა და ღირებულებებით. არ ეშინოდა სიყვარულის, არც სიმართლის თქმის… არადა, საბჭოთა პერიოდში ასეთი აზროვნებით ცხოვრება ურთულესი იყო, თუმცა ამ ადამიანმა ეს შეძლო. ზუსტად 90 წლის წინ, 8 მარტს, თეატრისა და კინოს მსახიობი ლია კაპანაძე დაიბადა. ქალი, რომელიც თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრის თითოეულ წევრს განსაკუთრებულად უყვარს; ქალი, რომელიც დღემდე სცენაზე […]
კახა კალაძე – რომელი ახალი ნიკა გვარამია და ნიკა მელია არიან? – ამ ადამიანებთან არის პირდაპირ დაკავშირებული, თუკი რაიმე სიბინძურე, ბოროტება და უბედურება ხდებოდა

დღეს შეიძლება ვიღაცებს ჰქონდეთ სურვილი, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ, თითქოს ახლები არიან, მაგრამ რომელი ახალი ნიკა გვარამია, ნიკა მელია ან ის ადამიანები არიან, რომლებიც მათ პოლიტიკურ პარტიაში არიან გაწევრიანებული? ეს “პიარული” ხრიკია, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ნიკა გვარამიასა და ნიკა მელიას მიერ დაფუძნებულ პოლიტიკურ მოძრაობა “ახალთან” დაკავშირებით განაცხადა. კალაძის თქმით, მათ ექნებათ შანსი, […]
დიმიტრი მედვედევი – მწვანე საცვლიანი პროვინციელი ჯამბაზის „მშვიდობის ფორმულა“ იმდენად ხელოვნურად გამოიყურება, რომ ერთადერთი გამოსავალია „რუსული ფორმულის“ შედგენა – უკრაინამ სრული და უპირობო კაპიტულაცია უნდა გამოაცხადოს

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი უკრაინის ხელისუფლების მიერ ინიცირებული „მშვიდობის ფორმულის“ ალტერნატიულ ვარიანტს, 7-პუნქტიან „რუსულ ფორმულას“ აქვეყნებს, რომელიც, მისი თქმით, რეალური და ყველასთვის ჰუმანურია. „ყველას კარგად ესმის, მათ შორის დასავლელ მატყუარებსაც, რომ ომის დროს ბევრად უფრო მარტივ სიტუაციებშიც კი მშვიდობის მიღწევა შესაძლებელია მხარეთა ნებით გონივრული კომპრომისის საფუძველზე ან კონფლიქტის ერთ-ერთი მხარის კაპიტულაციით. ყოფილი […]
ევროკავშირის წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში, ტოივო კლაარი ოკუპირებულ აფხაზეთს ეწვია

ევროკავშირის წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში, ტოივო კლაარი ოკუპირებულ აფხაზეთს ეწვია, – ამის შესახებ ინფორმაციას ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ტუჟბამ შეხვედრები ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან, ტოივო კლაართან, ჯიჰან სულთანოღლუსთან (გაერო-ს წარმომადგენელი) და ზიგფრიდ ვებერთან (ეუთო-ს წარმომადგენელი) გამართა. […]
სხვიტორის ქუჩაზე არსებულ საავტომობილო ხიდზე მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება

ზაჰესის დასახლებაში, სხვიტორის ქუჩაზე არსებულ საავტომობილო ხიდზე სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება. თბილისის მერიის ცნობით, აღნიშნულ ხიდს დაზიანებული სადეფორმაციო ნაკერების რეაბილიტაცია ჩაუტარდება, რის გამოც, 15 მარტის 00:00 საათიდან 10 დღის განმავლობაში, ხიდზე საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება. „თბილისის მერია შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს გიხდით“,-აღნიშნულია განცხადებაში.
კახა კალაძე – რის გამო მოხდა აფეთქება, რა იყო გამომწვევი მიზეზები, ამასთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია – გადავრჩით რომ მსხვერპლი არ არის

რის გამო მოხდა აფეთქება, რა იყო გამომწვევი მიზეზები, ამასთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია – გადავრჩით რომ მსხვერპლი არ არის, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა თბილისში სამტრედიის ქუჩაზე საცხოვრებელ კორპუსში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით განაცხადა. კახა კალაძის თქმით, შესაბამისი უწყებები ადგილზე მობილიზებულები არიან და ყველა ადამიანს, ვინც აფეთქების შედეგად დაზარალდა, დაეხმარებიან. „შესაბამისი უწყებები ადგილზე მობილიზებულები არიან, სავარაუდოდ, ეს […]