ლომთაძე Bloomberg-ის მილიარდერთა რეიტინგში დაბრუნდა – ჩამონათვალში ისევ 2 ქართველი ბიზნესმენია

Bloomberg-ის მილიარდერთა რეიტინგში რამდენიმე თვიანი პაუზის შემდეგ, მიხეილ ლომთაძე დაუბრუნდა, ბიძინა ივანიშვილის ქონება კი რეკორდულ მაჩვენებლამდე გაიზარდა. ჩამონათვალში ისევ 2 ქართველი ბიზნესმენია. ყაზახური ფინტექ პლატფორმის „კასპის“ დამფუძნებელის, მიხეილ ლომთაძის ქონება Bloomberg-ს $5.82 მილიარდად აქვს შეფასებული და რეიტინგში 492-ე ადგილს იკავებს. რაც შეეხება ბიძია ივანიშვილს, $7 მილიარდით 381-ე პოზიციას იკავებს. ჯერ კიდევ 5 მარტს, ივანიშვილის მდგომარეობის […]

ბრიტანეთმა და თურქეთმა თავისუფალი ვაჭრობის ახალ შეთანხმებაზე მოლაპარაკებები დაიწყეს

დღეს, 14 მარტს, გაერთიანებულმა სამეფომ და თურქეთმა ახალ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე (FTA) მოლაპარაკებები დაიწყეს, რომლის მთავარი სამიზნეც მომსახურების სექტორი იქნება. ორ ქვეყანას შორის სავაჭრო შეთანხმება უკვე არსებობს, რომელიც ბრიტანეთის მიერ ევროკავშირის დატოვების შედეგად შენარჩუნდა, თუმცა ორივე მხარე შეთანხმების გადახედვას აპირებს, რადგან მიაჩნიათ, რომ მისი გაუმჯობესება შეიძლება. “ჩვენ უკვე გვაქვს წარმატებული სავაჭრო ურთიერთობა, რომელიც ახალი, მოდერნიზებული […]

იენს სტოლტენბერგი საქართველოს ახლო მომავალში კვლავ ეწვევა

NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი საქართველოს ახლო მომავალში კიდევ ერთხელ ეწვევა. ამის შესახებ სტოლტენბერგმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა. ალიანსის გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ ევროინტეგრაციის გზაზე, საქართველოსთვის რეფორმები მნიშვნელოვანია. “საქართველო NATO-ს ღირებული პარტნიორია. ჩვენ ღრმად გვჯერა, საქართველოს, ისევე როგორც ყველა ევროპულ ქვეყანას, აქვს უფლება, აირჩიოს საკუთარი გზა. საქართველოში რამდენჯერმე ვყოფილვარ, ჩვენი პარტნიორობის სამომავლო გაძლიერებისთვის ქვეყანას ახლო მომავალში კვლავ […]

პარლამენტში სახელმწიფო მინისტრის, თეა ახვლედიანის მოსმენა იგეგმება

15 მარტს, პარლამენტში, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თეა ახვლედიანის მოსმენა იგეგმება. ახვლედიანი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის და დეოკუპაციის დროებითი კომისიის და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ერთობლივ სხდომაზეა მიწვეული, სადაც მოსმენა ააიპ “მშვიდობის ფონდისა“ და სპეციალური ნებართვის მქონე საწარმოების საქმიანობის შესახებ გაიმართება. პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ასევე მოწვეულია “მშვიდობის ფონდი უკეთესი მომავლისთვის“ […]

ხატია დეკანოიძე – „ნაციონალური მოძრაობის“ კამპანია ფასებთან დაკავშირებით „ქართულმა ოცნებამ“ სათავისოდ ვერ მოაბრუნა – ეს არის ის მიმართულება, რამაც „ოცნება” ძალიან შეაწუხა

ამ კამპანიამ, ეს უნდა ვაღიაროთ, „ქართული ოცნება” „ნაციონალური მოძრაობის” დღის წესრიგზე ნამდვილად გადაიყვანა – ეს კამპანია “ქართულმა ოცნებამ” სათავისოდ ვერ მოაბრუნა, – ამის შესახებ პარტია „ევროოპტიმისტების” დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ “ნაციონალური მოძრაობის” ფასებთან დაკავშირებულ კამპანიაზე საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, ამ პერიოდის განმავლობაში “ქართული ოცნება” თავის მართლების რეჟიმშია”. „ერთი რამ შემიძლია გითხრათ არის ის, რომ ამ კამპანიამ, […]

ლევან ხაბეიშვილი – გუშინ მერმა დასცინა საქართველოს მოსახლეობას, ვისაც საწვავის გაძვირება აწუხებს, დღეს კი მოგვიწოდა ევროპის ფასები ნახეთო

გუშინ მერმა დასცინა საქართველოს მოსახლეობას, ვისაც საწვავის გაძვირება აწუხებს, დღეს კი მოგვიწოდა ევროპის ფასები ნახეთო, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. ხაბეიშვილის თქმით, მისთვის გაუგებარია, რატომ არასდროს ადარებს დედაქალაქის მერი ხელფასებსა და შემოსავლებს ევროპას. „გუშინ მერი დასცინოდა ყველას, ვისაც საწვავის გაძვირება აწუხებს და დღეს გამოაცხადა ფასები ევროპაში ნახეთო. ივანიშვილის მერმა გვიპასუხოს […]

ილია დარჩიაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის უფროს მრჩეველთან კავკასიის მოლაპარაკებების საკითხებში ლუის ბონოსთან შეხვედრა გამართა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის უფროს მრჩეველთან კავკასიის მოლაპარაკებების საკითხებში ლუის ბონოსთან შეხვედრა გამართა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის მიმდინარე დღის წესრიგი და იმსჯელეს თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებზე. „ხაზი გაესვა აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ. მხარეები […]

ილია დარჩიაშვილი საქართველოს, აზერბაიჯანის რესპუბლიკისა და თურქეთის რესპუბლიკის თანამშრომლობის სამმხრივი ფორმატის საგარეო საქმეთა მინისტრების მეცხრე შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას

2024 წლის 15 მარტს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი, აზერბაიჯანელ და თურქ კოლეგებთან, ჯეიჰუნ ბაირამოვთან და ჰაქან ფიდანთან ერთად მონაწილეობას მიიღებს საქართველოს, აზერბაიჯანის რესპუბლიკისა და თურქეთის რესპუბლიკის თანამშრომლობის სამმხრივი ფორმატის საგარეო საქმეთა მინისტრების მეცხრე შეხვედრაში. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, შეხვედრაზე მხარეები განიხილავენ სამმხრივი ფორმატის ფარგლებში, ქვეყნებს შორის არსებული თანამშრომლობის […]

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსი, ლელა ჯანაშვილი გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს (HRC) 55-ე სესიაზე მოხსენებით წარსდგა

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსი, ლელა ჯანაშვილი ქ. ჟენევაში, გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს (HRC) 55-ე სესიაზე პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების საკითხებში სპეციალურ მომხსენებელთან ინტერაქტიული დიალოგის ფარგლებში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ახალი საკანონმდებლო მოწესრიგების შესახებ მოხსენებით წარსდგა. ამის შესახებ ინფორმაციას პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, ინტერაქტიული დიალოგის ფარგლებში განხილულ იქნა სპეციალური მომხსენებლის, დოქტორ ანა ბრაიენ […]

„საქართველოს ბანკისა“ და „ვოლტის“ კამპანია ქალი მეწარმეების მხარდასაჭერად დაიწყო

„საქართველოს ბანკი“ როგორც მომხმარებლებზე და ბიზნესის გაძლიერებაზე ორიენტირებული ფინანსური ინსტიტუტი, ახალი ინიციატივების მხარდაჭერას აგრძელებს. ამჯერად, Wolt-თან თანამშრომლობით, ბანკი მეწარმეობის ხელშეწყობას ისახავს მიზნად, ამასთან, მომხმარებლებს აძლევს შესაძლებლობას, ქალი მეწარმეების ობიექტებში შოპინგისას განსაკუთრებული პირობებით ისარგებლონ. „საქართველოს ბანკის“ ინფორმაციით, ახალი კამპანიის ფარგლებში, უკვე მოქმედებს განსაკუთრებული პირობები. 31 მარტის ჩათვლით, ვოლტზე არსებული ქალი მეწარმეების ობიექტებში შოპინგიგსას, PLUS ბარათით გადახდისას, […]