აშშ, საქართველო და უკრაინა – აშშ-ის საჰაერო და საზღვაო ქვეითთა თამაშები

ნევადის შტატში ამერიკელი, ქართველი და უკრაინელი დაჭრილი-დაშავებული მებრძოლების მონაწილეობით სპორტული ღონისძიებები იმართება, რომელშიც პარტნიორი ქვეყნების დაშავებული მებრძოლები ერთმანეთს შაშხანით სროლაში, მშვილდოსნობაში, ველორბოლაში, ნიჩბოსნობაში, ცურვაში, კალათბურთსა და სხვა სპორტის ადაპტირებულ სახეობებში ეჯიბრებიან. „ჩვენ დიდ ყურადღებას ვუთმობთ დაშავებულ სამხედროებზე ზრუნვას და მათ დახმარებას. ამას სხვადასხვა გზით ვაკეთებთ. ადაპტირებული სპორტული ღონისძიებები ამის ნაწილია. ზოგჯერ დაშავებული მებრძოლები თავს იზოლირებულად […]
ვიქტორია ნანავა და გიორგი კინწურაშვილი Development championships გამარჯვებულები არიან

ვიქტორია ნანავა და გიორგი კინწურაშვილი ანტალიაში მიმდინარე 12&U Development championships გამარჯვებულები არიან(მწვრთნელები: ალექსანდრე ყარანგოზიშვილი და გიორგი ციცვიძე). ჩოგბურთის ტურნირი 9-13 მარტს, 12 წლამდე ასაკის სპორტსმენთა შორის თურქეთის ქალაქ ანტალიაში მიმდინარეობდა. გიორგი კინწურაშვილი თურქ მეწყვილესთან, ხოლო ვიქტორია ნანავა მოლდოველ მეწყვილესთან ერთად წყვილთა თანრიგის გამარჯვებულები გახდნენ.
“ყველაფერს ფრთხილად აწვდი ხელმწიფეს… ქართუში “ატკატას” სახელით იყო ცნობილი, მერე მთავრობაშიც გაუგრძელებია “პრაქტიკა”– შაფათავა

ვიღაცები რომ ბლატაობენ დღეს და “იბრძვიან”… ეს ლამაზი სახლი და ჩემი სიმშვიდე ნარკოტრაფიკის მამებმა დამინგრიეს.. ეს ბინა გავყიდე, ცალკე ქართუ მახრჩობდა ზიმბაბვეს %_იანი სესხით (უფროსს ვერ ვეუბნებოდი), ცალკე ნარკომანებმა გამიშრეს სისხლი, ისიც კი იკადრეს, დამხვდნენ სადარბაზოში კართან. ტვინი მეყო, პოლიცია გამომეძახა. ოქმი არსებობს… ცალკე, ვისი “ფილიალიც” იყო ის “ტოჩკა” (ჩემი სახლის ქვევით, არც ერთი ღამე […]
“სწორედ ამიტომ ატეხა განგაში სააკაშვილმა” – სოზარ სუბარი

„ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი სოზარ სუბარი საზოგადოებრივი მოძრაობის მიერ გავრცელებულ განცხადებას, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ გასამართლების მოთხოვნაზეა საუბარი გამოეხმაურა და განაცხადა: „ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს, რა ხდებოდა 2008 წლის იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების წინ, როდესაც მიხეილ სააკაშვილი პირდაპირ აცხადებდა, რამდენიმე კვირა, მაქსიმუმ რამდენიმე თვე დარჩა, სანამ ჩვენ დავიბრუნებთ სოხუმს და ცხინვალსო. ის რომ ტერიტორიების მშვიდობიანი გზით დაბრუნებას […]
უკრაინასთან მოსაზღვრე რუსეთის ორ ოლქში ბრძოლები განახლდა

14 მარტს გავრცელდა ინფორმაცია, რომ დილიდან უკრაინის მოსაზღვრე რუსეთის კურსკისა და ბელგოროდის რაიონებში ახალი ბრძოლები გაჩაღდა. კურსკის ოლქის გუბერნატორმა რომან სტაროვოიტმა თავის ტელეგრამ-არხზე დაწერა, რომ „უკრაინული დივერსიული და სადაზვერვო ჯგუფები“ არ წყვეტენ მცდელობას, შეაღწიონ რეგიონის ტერიტორიაზე სოფელ ტიოტკინოს მახლობლად. ამავე დროს, სტაროვოიტოვი წერს, რომ რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის მესაზღვრეებმა და რუსმა სამხედროებმა „არ მისცეს და […]
თბილისშია რუსი ქალი, რომელმაც “ფრონტზე მებრძოლი” კაფეში არ შეუშვა

ალიონა პოლიაკევიჩი, რომელიც მოსკოვთან ახლოს, ლუბერცში, კაფე „Strong Coffee-ს” მფლობელი იყო, ამბობს, რომ რუსეთიდან საქართველოში წამოვიდა მას შემდეგ, რაც მის წინააღმდეგ შუღლის გაღვივების მუხლით სისხლის სამართლის საქმე აღძრეს. პოლიაკევიჩის დევნა მოჰყვა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს, რომელშიც წერდა, რომ თავისი კაფედან რუსი მებრძოლის გაძევება მოუხდა, ვინაიდან ის, „რბილად რომ ვთქვათ, არცისე“ იქცეოდა. როგორც BBC-ს რუსული სამსახური […]
საქართველოს ბანკისა და ვოლტის კამპანია ქალი მეწარმეების მხარდასაჭერად დაიწყო

საქართველოს ბანკი, როგორც მომხმარებლებზე და ბიზნესის გაძლიერებაზე ორიენტირებული ფინანსური ინსტიტუტი, ახალი ინიციატივების მხარდაჭერას აგრძელებს. ამჯერად, Wolt-თან თანამშრომლობით, ბანკი მეწარმეობის ხელშეწყობას ისახავს მიზნად, ამასთან, მომხმარებლებს აძლევს შესაძლებლობას, ქალი მეწარმეების ობიექტებში შოპინგისას განსაკუთრებული პირობებით ისარგებლონ. ახალი კამპანიის ფარგლებში, უკვე მოქმედებს განსაკუთრებული პირობები. 31 მარტის ჩათვლით, ვოლტზე არსებული ქალი მეწარმეების ობიექტებში შოპინგიგსას, PLUS ბარათით გადახდისას, მომხმარებლები 30%-იან ქეშბექს […]
ძიუდოში მოქმედ ქართველ ჩემპიონს აკრძალული ნივთიერების გამო ერთწლიანი დისკვალიფიკაცია მისცეს და ოლიმპიადაზე ვერ იასპარეზებს

ძიუდოში მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი ლუკა მაისურაძე პარიზის ოლიმპიადაზე ვერ იასპარეზებს. ამის მიზეზი ანტი-დოპინგური სადისციპლინო საბჭოს გადაწყვეტილებაა, რომელმაც 26 წლის სპორტსმენს ორგანიზმში აკრძალული ნივთიერების აღმოჩენის გამო ერთწლიანი დისკვალიფიკაცია მისცა. როგორც საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტოს (GADA) ვებგვერდზე გამოქვეყნებული განცხადებიდან ირკვევა, სპორტსმენმა 2023 წლის 12 აპრილს არასაშეჯიბრო ტესტირების დროს ჩააბარა ნიმუში, რომელიც გაიგზავნა მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს მიერ (WADA) აკრედიტებულ […]
სტოლტენბერგის განცხადებით, ნატოს ევროპელი მოკავშირეები 2024 წელს თავდაცვაზე $470 მლრდ-ს დახარჯავენ

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ 2024 წელს ნატოს ევროპელი მოკავშირეები თავდაცვაზე 470 მილიარდ დოლარს დახარჯავენ, რაც მათი მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ს შეადგენს. „2024 წელს ნატოს მოკავშირეები ევროპაში 470 მილიარდი დოლარის ინვესტიციას განახორციელებენ თავდაცვაში, რაც იქნება მათი მთლიანი შიდა პროდუქტის 2%, პირველად ისტორიაში“, – განაცხადა სტოლტენბერგმა ხუთშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე. მანამდე თებერვალში მან განაცხადა, რომ […]
როგორ გამოიყურება Georgian Airways-ის VIP კატეგორიის ხომალდი – ფოტოები

Georgian Airways-ის ავიაპარკის გამორჩეული, VIP კატეგორიის, 14-ადგილიანი ავიახომალდი – Bombardier Global 6000 განკუთვნილია კერძო ფრენებისთვის. მგზავრებს ფრენის დროს დახვდება უმაღლესი სტანდარტების შესაბამისი, კომფორტული სივრცე, ტემპერატურა და ტენიანობა ბორტზე შეესაბამება ჩვეულ გარემოს. კომფორტული, მაღალი კლასის მომსახურების გარდა, ხომალდის უპირატესობა უწყვეტი, ხანგრძლივი რეისების შესრულებაა. Bombardier Global 6000-ით შესაძლებელია უწყვეტი ფრენების განხორციელება თბილისი-ვაშინგტონისა და თბილისი-ტოკიოს მიმართულებით. წყარო: avianews