პალესტინელთა ჯანდაცვის უწყება: ისრაელის არმიამ მოკლა ექვსი პალესტინელი, რომლებიც ჰუმანიტარული დახმარებას ელოდნენ

ისრაელის სამხედროებმა ცეცხლი გაუხსნეს პალესტინელებს და ექვსი მათგანი მოკლეს, ხოლო ათეულობით დაჭრეს, როცა ღაზაში ხალხი ელოდა ჰუმანიტარული დახმარების ავტომანქანებს. ამის შესახებ იტყობინება ღაზის სექტორის ჯანმრთელობის დაცვის სამსახური. Reuters-ის თანახმად, პალესტინელები ჰუმანიტარული დახმარების მისაღებად მიიჩქაროდნენ ქუვეითის შემოვლით გზისკენ, ღაზას ქალაქ ჩრდილოეთში, 13 მარტის საღამოს, როდესაც ისრაელის ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს. ისრაელის სამხედროებმა არ უპასუხეს ინციდენტზე კომენტარის თხოვნას. […]

საქართველოს უახლოეს დღეებში ნატოს გენერალური მდივანი ეწვევა

ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი კავკკასიის სამ ქვეყანას ეწვევა უახლოეს დღეებში, რადიო თავისუფლების ინფორმაციით სტოლტენბერგი ვიზიტს თბილისიდან იწყებს ის აზერბაიჯანსა და სომხეთსაც ესტუმრება. ვიზიტის შესახებ განცხადება იენს სტოლტენბერგმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. მისი თქმით, საქართველო ნატოს ფასეული პარტნიორია და ყველა ქვეყანას თავისი გზის არჩევა შეუძლია. „საქართველოში რამდენჯერმე ვარ ნამყოფი, ჩვენი პარტნიორობის სამომავლო გაძლიერებისთვის უახლოეს მომავალში […]

პრემიერი – ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით კონკრეტული სამუშაოების დაწყებას ივნისიდან ვგეგმავთ

საქართველოს პრემიერ – მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით სატენდერო პროცედურები მაისში დასრულდება. როგორც ირაკლი კობახიძემ მედიასთან განაცხადა, უკვე ივნისიდან ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაიწყება. „ანაკლიას რაც შეეხება, პროცედურები უკვე დაწყებულია. მაისის ბოლოსთვის უკვე სავარაუდოდ, გამოვლინდება კომპანია, რომელიც სათავეში ჩაუდგება სამუშაოებს. უფრო მეტიც, ჩვენ ვგეგმავთ, რომ უკვე ივნისიდან დავიწყოთ ინფრასტრუქტურული სამუშაოები. როგორც მოგეხსენებათ, უშუალოდ მთავრობაც […]

ვენიდან დიპლომატების გაძევების გამო რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ავსტრიის ელჩი დაიბარეს

ვენიდან დიპლომატების გაძევების გამო რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ავსტრიის ელჩი დაიბარეს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ავსტრიის ელჩს დაიბარებენ“, – განაცხადა რუსეთის საგარეო უწყებამ. შეგახსენებთ, გუშინ, ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის საელჩოს ორი თანამშრომელი მათი საქმიანობის დიპლომატიურ სტატუსთან შეუთავსებლობის გამო „პერსონა ნონ გრატად“ გამოაცხადა. რუსულმა მხარემ განაცხადა, რომ […]

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ყვარელში სიმულაციური ფართომასშტაბიანი სწავლება ჩაატარა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა, კახეთის რეგიონში, ქალაქ ყვარელში, სამოქალაქო უსაფრთხოების კომპლექსური სამაშველო სწავლება „დურუჯი 2024“ ჩაატარა. შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სწავლების მიზანს, ყვარელში არსებული განგაშის გამაფრთხილებელი სისტემის ტესტირება, საგანგებო სიტუაციაზე რეაგირებისა და კოორდინირებული მოქმედებების დახვეწა, ასევე, მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება წარმოადგენდა. სწავლებას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იოსებ ჭელიძე, საგანგებო სიტუაციების მართვის […]

სახალხო დამცველმა დაუნის სინდრომის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ სამედიცინო კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო

საქართველოს სახალხო დამცველის ოფისის ინფორმაციით, საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა დაუნის სინდრომის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ სამედიცინო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა, რომელზეც დაუნის სინდრომის მქონე პირთა ჯანმრთელობა, თანამედროვე მიდგომები და სიახლეები განიხილეს. მათივე ცნობით, 2024 წელს დაუნის სინდრომის მქონე პირთა დღის თემად „სტერეოტიპების დასრულება“ შეირჩა. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, თავის მისასალმებელ სიტყვაში სახალხო დამცველმა შშმ პირთა უფლებების დაცვის […]

იოსელიანი ვეტინგზე: ნებისმიერი გადაწყვეტილება უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კონსტიტუციას

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ვეტინგთან დაკავშირებით ამბობს, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება “საბოლოო ჯამში, საქართველოს კონსტიტუციასა და კანონმდებლობასთან შესაბამისობაში უნდა იყოს”. ომბუდსმენს ალბანეთის მაგალითი მოჰყავს, სადაც მისივე თქმით, ამ სისტემამ “უფრო მეტი პრობლემა წარმოშვა”. “ჩვენ ვიცით მაგალითად ალბანეთის მოდელი, როდესაც ვეტინგის სისტემის შედეგები არათუ დამაკმაყოფილებელია, არამედ უფრო მეტი პრობლემა წარმოშვა. სხვა ქვეყნებთან მიმართებით უფრო უკეთაა ეს ყველაფერი […]

გინდა საქართველოს „გაელგებეტება“, თუ არ გინდა, ეს უნდა აღიარო

გინდა საქართველოს „გაელგებეტება“, თუ არ გინდა, ეს უნდა აღიარო „პრაქტიკულად აღიარეს, რომ გასული წლის მარტში საზოგადოების გულწრფელი პროტესტი კი არ იყო (უკვე ბოლო დღეებში), არამედ რადიკალების ორგანიზებული იყო ეს ყველაფერი,“ – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ლგბტ პროპაგანდა მთელი მსოფლიოს პრობლემაა, საქართველოში კი მას ხელს რადიკალური ოპოზიცია და არასამთავრობო […]

მედია: ჰამასმა ღაზაში ადგილობრივი კლანის ლიდერი სიკვდილით დასაჯა

არაბული მედიის ცნობით, ჰამასმა ქალაქ ღაზაში ადგილობრივი დოგმუშის კლანის ლიდერი სიკვდილით დასაჯა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ჰამასის წარმომადგენლებმა დოგმუშის კლანის ლიდერი ჰუმანიტარული დახმარების მოპარვისა და ისრაელთან კომუნიკაციის გამო მოკლეს. გავრცელებული ინფორმაციით, ლიდერი ორ სხვა ადამიანთან ერთად ღაზაში საკუთარი სახლში დასაჯეს სიკვდილით. არაბული მედიები დოგმუშის კლანის ლიდერის ვინაობას ჯერჯერობით არ ასაჯაროებენ. რამდენიმე დღის წინ ჰამასთან აფილირებული […]

“Vladimir Putin ვაი, რა @ლე ხარ, ვინც შენ არ გიცნობს!” – ყურაშვილი

წარმოიდგინეთ, 2021 წელია და კითხულობთ ნიუსს სათაურით: რუსი სეპარატისტები, ამერიკული ჯავშანტექნიკით, ბელგოროდისა და კურსკის ოლქის სოფლებს უტევენ. ხომ გამო^&ლევდებოდით? ჰოდა, რაც 2021-ში მხოლოდ ვიღაცის გიჟურ ფანტაზია თუ იქნებოდა, 2024-ში ჩვეულებრივი ყოველდღიურობაა. Vladimir Putin ვაი, რა #ლე ხარ, ვინც შენ არ გიცნობს! პ.ს. სერიოზული არაფერია, ჯასთ ნერვებს უშლიან არჩევნების დღეებში ვლადიმირ ვლადიმიროვიჩს.