“ზურაბიშვილი და ნაცმოძრაობა შეთანხმებული არიან, რომ 2008 წელს ნაცმოძრაობამ დაიწყო ომი”– კობახიძე

აგვისტოს ომზე გამოძიების დაწყებაზე მსჯელობას არ გამორიცხავს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და ამბობს: იმ ვითარებაში, როდესაც დასრულებულია ჰააგის პროცესი, სტრასბურგის პროცესი, რა თქმა უნდა, მეტი რესურსი არსებობს იმისთვის, რომ წარიმართოს გამოძიება ამ თემებზე, იმიტომ, რომ აღარ ექნება საფრთხე ქართული ჯარის და სახელმწიფოს ინტერესებს. მე არ წამომიწევია ეს თემა, აქედან გამომდინარე, მე არ ვარ ადრესატი. მე არჩევნებამდე, […]
“ჩვენ გვაქვს თმენის ძალიან დიდი რესურსი, გამოცდილება… მოვითმენთ…” – პრემიერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა: „რაც შეეხება საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომელიც უკავშირდება პროკურორს, არის აბსურდული შემოთავაზებები ამასთან დაკავშირებით, მათ შორის იყო აბსურდული ჩანაწერი, რომელიც 19 აპრილის შეთანხმებაში შევიდა. სწორედ ამ აბსურდულ ჩანაწერს ეფუძნებოდა ის კანონპროექტი, რომელიც დაინიცირდა და პირველი მოსმენით იქნა მიღებული საქართველოს პარლამენტში. თუმცა იმდენად აბსურდულია ეს კანონპროექტი, რომ ჩვენ ვფიქრობთ ამ კანონის […]
“მარტივადაა საქმე, ერთგვარი ჩიხია შექმნილი…” – პრემიერი ვეტოზე საუბრისას

პრემიერ-მინისტრმა საარჩევნო კოდექსში შეტანილ ცვლილებებზე დადებულ ვეტოსთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განაცხადა: „რაც შეეხება ცესკოს, ცესკოსთან დაკავშირებით მარტივად არის საქმე. ერთგვარი ჩიხია შექმნილი ცესკოში, არის ცესკოს თავმჯდომარე, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ორი წევრი, რომლებსაც რეალურად 6 თვიანი ვადა გასული აქვთ უკვე წელიწადნახევარია, თუ არ ვცდები და მხოლოდ იმის გამო ინარჩუნებენ ისინი საკუთარ თანამდებობებს, რომ სხვა წევრები […]
კობახიძე ანაკლიის პორტზე: ივნისიდან ვგეგმავთ ინფრასტრუქტურული სამუშაოების დაწყებას

კობახიძე ანაკლიის პორტზე: ივნისიდან ვგეგმავთ ინფრასტრუქტურული სამუშაოების დაწყებას პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძის თქმით, სავარაუდოდ, მაისის ბოლოს გამოვლინდება კომპანია, რომელიც ანაკლიის პორტის მშენებლობასთან ჩაუდგება სამუშაოებს. პრემიერი ამბობს, რომ კონკრეტულ სამუშაოები ივნისიდან დაიწყება. “უკვე ივნისიდან ჩვენ ვგეგმავთ, რომ დავიწყოთ ინფრასტრუქტურული სამუშაოები. როგორც მოგეხსენებათ, თვითონ მთავრობაც ახორციელებს ინვესტიციებს ამ სფეროში, ანაკლიის პორტის განვითარების კუთხით. შესაბამისად, არამხოლოდ პროცედურებს დავასრულებთ, არამედ, […]
თიბისი კაპიტალმა საქართველოში კაპიტალის ბაზრის პირველ საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლა

ადგილობრივი კაპიტალის ბაზრის სწრაფ განვითარებას, თიბისი კაპიტალმა ახალი ინიციატივით უპასუხა და საქართველოში კაპიტალის ბაზრის პირველ საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლა. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივი და საერთაშორისო კაპიტალის ბაზრის წამყვანმა მოთამაშეებმა: J.P. Morgan, Citi, Fidelity Investments, საქართველოს ეროვნული ბანკი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, Baker McKenzie, Dentons, BLC Law, Amundi, ADB, EBRD, IFC, ქართველი ემიტენტები და სხვა. […]
Volvo-მ თებერვალში 50,315 ავტომობილი გაყიდა

50,315 გაყიდული ავტომობილი მსოფლიოს მასშტაბით ერთ თვეში – ასეთია თებერვლის მონაცემები, რომლებსაც Volvo cars ავრცელებს. კომპანიის ისტორიაში პირველად, გაყიდულ ავტომობილებს შორის ყველაზე მაღალი ელექტრიფიცირებული მოდელების წილი აღმოჩნდა. საუბარია როგორც სრულად ელექტრულ, ისე ჯამურად ელექტრულ და plug-in ჰიბრიდულ ავტომანქანებზე. კომპანიაში ამ ისტორიულ შედეგს ახალი, EX30 (SUV-ის) გაზრდილი გაყიდვებით ხსნიან.
იენს სტოლტენბერგი საქართველოს ეწვევა

ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი უახლოეს მომავალში საქართველოს ეწვევა. ამის შესახებ სტოლტენბერგმა წლიური ანგარიშის წარდგენის პრესკონფერენციაზე, „იმედის“ კითხვის საპასუხოდ განაცხადა. „საქართველო ნატოს ღირებული პარტნიორია. ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ საქართველოს აქვს უფლება, ისევე როგორც ყველა სხვა ევროპულ ქვეყანას, აირჩიოს საკუთარი გზა. საქართველოში რამდენჯერმე ვიყავი. უახლოეს მომავალში კიდევ ერთხელ ვეწვევი საქართველოს, რათა უფრო გავაძლიერო ჩვენი პარტნიორობა და […]
თბილისის ქუჩები, რომლებსაც 15 მარტს ელექტრომომარაგება შეუწყდება

ხვალ, 15 მარტს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად სხვადასხვა სამუშაოს ასახელებს. კრწანისის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), სულხანიშვილის, ხიდის, ბარათაშვილის, გოგჩას, მტკვრის, ჭანტურიას, ორბელიანის, ფურცელაძის, ხიდისთავის, შოთა ნიშნიანიძის, ფხოვის, ათონელის და სანაპიროს ქუჩების მოსახლეობას. საბურთალოს რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: […]
კობახიძე ანაკლიის პორტზე: ივნისიდან ვგეგმავთ ინფრასტრუქტურული სამუშაოების დაწყებას

პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძის თქმით, სავარაუდოდ, მაისის ბოლოს გამოვლინდება კომპანია, რომელიც ანაკლიის პორტის მშენებლობასთან ჩაუდგება სამუშაოებს. პრემიერი ამბობს, რომ კონკრეტულ სამუშაოები ივნისიდან დაიწყება. “უკვე ივნისიდან ჩვენ ვგეგმავთ, რომ დავიწყოთ ინფრასტრუქტურული სამუშაოები. როგორც მოგეხსენებათ, თვითონ მთავრობაც ახორციელებს ინვესტიციებს ამ სფეროში, ანაკლიის პორტის განვითარების კუთხით. შესაბამისად, არამხოლოდ პროცედურებს დავასრულებთ, არამედ, ივნისიდან ვგეგმავთ კონკრეტული სამუშაოების დაწყებას ანაკლიის პორტის მშენებლობასთან […]
Reuters: ტრამპის პრეზიდენტობის დროს, CIA-მ ჩინეთის მთავრობის წინააღმდეგ სოც.მედიის კამპანია წამოიწყო

Reuters-ის მიერ მოპოვებული ექსკლუზიური ინფორმაციით, აშშ-მ ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ოფისში ყოფნის დროს ცენტრალური დაზვერვის სააგენტოს დაავალა ჩინურ სოციალურ მედიაში საიდუმლო კამპანიის წამოწყება, რომლის მიზანიც ჩინეთის ხელისუფლების დიკსრედიტირება იყო. ამის შესახებ Reuters ინფორმაცია მიაწოდეს შშ-ს ყოფილმა მაღალჩინოსნებმა, რომლებსაც პირდაპირი შეხება ჰქონდათ კლასიფიცირებულ ოპერაციასთან. მათი მტკიცებით, CIA-მ შექმნა ადამიანთა სპეციალური ჯგუფი, რომლებიც ინტერნეტში ყალბი იდენტობებით უარყოფით […]