ირაკლი კობახიძე – ე.წ. ვეტინგი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და ზოგადად, კონსტიტუციურ პრინციპებს – ჩვენ გვყავს უვადოდ განწესებული მოსამართლეები, მათ ვერავინ შეეხება, ვიდრე არ ამოწურავენ საკუთარ ასაკობრივ ზღვარს

ყოველგვარი ისეთი ინიციატივა, რომელიც ეწინააღმდეგება მოსამართლის უვადოობის პრინციპს, არის თავისთავად წინააღმდეგობაში არა მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციასთან, არამედ, ზოგადად, კონსტიტუციურ-სამართლებრივ პრინციპებთან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. პრემიერის თქმით, ზოგადი მიდგომა „ვეტინგთან“ დაკავშირებით არის ის, რომ ის შეიძლება გამოყენებულ იქნეს უკიდურეს შემთხვევაში, როცა არსებობს განსაკუთრებული ცნობები სისტემურ პრობლემებთან დაკავშირებით. „ე.წ. ვეტინგი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას […]
პრემიერი – როდესაც ადეიშვილი ევროკავშირში ოფიციალური თანამდებობის პირებს ხვდება, ეს შემაშფოთებელია, საზოგადოებას კითხვები უჩნდება – იმისთვის, რომ ხალხს ნეგატიური აღქმა არ ჩამოუყალიბდეს, ასეთი ვიზიტები უნდა შეწყდეს

როდესაც ზურაბ ადეიშვილი ევროკავშირში ოფიციალური თანამდებობის პირებს ხვდება, ეს შემაშფოთებელია. საზოგადოებას უჩნდება კითხვები, რამდენად არის ევროპული ბიუროკრატია სამართლის საფუძვლებისა და სამართლიანი სახელმწიფოს პრინციპების ერთგული , – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, იმისთვის, რომ საზოგადოებას ევროპულ სამართალთან დაკავშირებით კითხვები არ გაუჩნდეს, ზურაბ ადეიშვილი ევროპელ ოფიციალური თანამდებობის პირებს არ უნდა შეხვდეს. მისივე […]
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა ჟიული შარტავას მემორიალის გახსნის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ და საუნივერსიტეტო საზოგადოებამ მონაწილეობა მიიღეს პირველი ეროვნეული გმირის, ჟიული შარტავას მემორიალური დაფის გახსნის ღონისძიებაში. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს. უნივერსიტეტის ცნობით, ღონისძიება, რომელიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მხარდაჭერით, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტისა და ჟიული შარტავას საზოგადოების ორგანიზებით ჩატარდა, გახსნა ჟიული შარტავას საზოგადოების თავმჯდომარემ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა მადლობა გადაუხადა […]
შალვა პაპუაშვილი – აღმაშფოთებელია ის, რომ უცხოური დაფინანსებით მოქმედი „ენჯეოები” ქართულ მართლმსაჯულებას თავს ესხმიან – დონორების პასუხისმგებლობაა, რომ ფარული დეზინფორმაციული კამპანია გააჩერონ

ის განცხადებები შემაშფოთებელია, რასაც “ენჯეობისგან” გუშინ და დღეს ვისმენთ. ისინი იყენებენ ტერმინს – “კლანს”, რაც მოსამართლეების სტიგმატიზებაა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, უცხოური დაფინანსებით მოქმედი “ენჯეოები” ქართულ მართლმსაჯულებას თავს ესხმიან. მისი თქმით, დონორების პასუხისმგებლობაა, რომ მათი ფული ქართული სახელმწიფოსთვის ძირის გამოთხრაში იხარჯება. “მცდელობაა, რომ სასამართლოს დისკრედიტაცია მოხდეს. […]
ირაკლი კობახიძე – თუ ვინმეს მიაჩნია, რომ ცესკო-ში უნდა დარჩეს ჩიხი, ეს მათი საქმეა, ჩვენ მიგვაჩნია, რომ უნდა იყოს დაძლეული ჩიხი და ვეტოც

ის კანონპროექტი, რომელიც მიღებული იქნა და რომელსაც მერე ვეტო დაედო სალომე ზურაბიშვილის მხრიდან, ემსახურება სწორედ ჩიხის დაძლევას – თუ ვინმეს მიაჩნია, რომ ცესკო-ში უნდა დარჩეს ჩიხი, ეს არის მათი საქმე, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ჩიხი უნდა იყოს დაძლეული და აქედან გამომდინარე, ვეტოც უნდა იყოს დაძლეული, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა საარჩევნო კოდექსში შეტანილ ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტოსთან დაკავშირებით […]
თსუ-ში იაპონიის ელჩის იმყოფებოდა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში იშიზუკა ჰიდეკიმ საჯარო ლექცია წაიკითხა, თემაზე: „იაპონური და ქართული კულტურების შედარებითი სწავლება“. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს. უნივერსიტეტის ცნობით, ელჩმა ვიზიტის ფარგლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორთან, აკადემიკოს ჯაბა სამუშიასთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა, რომელსაც თსუ-ის რექტორის მოადგილე ერეკლე ასტახიშვილი და თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა […]
პრემიერი – საკონსტიტუციო ცვლილებებზე, რომელიც უკავშირდება პროკურორს, აბსურდული შემოთავაზებებია – კეთილი ინებოს ყველამ და წარმოადგინოს სამართლებრივი არგუმენტები, ჩვენ გვაქვს თმენის ძალიან დიდი რესურსი, გამოცდილება, მოვითმენთ, დაველოდებით

ორ თემაზეა საუბარი. ერთია საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში შესატან ცვლილებებზე და მეორე – საქართველოს კონსტიტუციაში პროკურორებთან დაკავშირებით შესატან ცვლილებებზე. ორივე კანონპროექტი არის დაინიცირებული. ჩვენ ჩავწერეთ ყველაფერი, რასაც მივიჩნევდით საჭიროდ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ვერავითარი დამატებითი რაციონალური წინადადებები ვერ წარმოადგინა ოპოზიციამ და აქედან გამომდინარე, გაგრძელდება პროცესი […]
სტოლტენბერგი: უახლოეს მომავალში საქართველოს ვეწვევი

საქართველო NATO-ს ღირებული პარტნიორია. ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ საქართველოს აქვს უფლება, ისევე როგორც ყველა სხვა ევროპულ ქვეყანასა თუ ქვეყანას, აირჩიოს საკუთარი გზა. საქართველოში რამდენჯერმე ვიყავი. უახლოეს მომავალში კიდევ ერთხელ ვეწვევი საქართველოს, რათა კიდევ უფრო გავაძლიერო ჩვენი პარტნიორობა და შევხედო, როგორ შეგვიძლია მჭიდროდ ვითანამშრომლოთ. ჩემი გზავნილი საქართველოს მიმართ, რა თქმა უნდა, არის ის, რომ რეფორმები მნიშვნელოვანია […]
ინტერნეტის შემქმნელი უკმაყოფილოა იმ მიმართულებით, რომლითაც ქსელი ვითარდება

ბრიტანელმა დეველოპერმა ტიმ ბერნერს-ლიმ მსოფლიო ქსელის შექმნიდან 35 წლის იუბილესთან დაკავშირებით ღია წერილი გამოაქვეყნა. წერილი გამომგონებლის ბლოგზე Medium პლატფორმაზე გამოქვეყნდა. ბერნერს-ლი წერილში საუბრობს ტექნოლოგიური კორპორაციების მიერ ინტერნეტის არასათანადო დანიშნულებით გამოყენების შესახებ და აღნიშნავს, რომ ისინი ინტერნეტს თავიანთ სასარგებლოდ იყენებენ. მისი თქმით, ეს დეცენტრალიზებული ქსელის თავდაპირველ მიზნებს ეწინააღმდეგება. დეველოპერის თქმით, პერსონალური მონაცემების ბაზრისა და მიზნობრივი რეკლამის […]
„ალიანსის წევრები უკრაინას საკმარის საბრძოლო მასალას არ აწვდიან“ – იენს სტოლტენბერგი

ალიანსის წევრები უკრაინას საკმარის საბრძოლო მასალას არ აწვდიან, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. „ალიანსის წევრები უკრაინას საკმარის საბრძოლო მასალას არ აწვდიან და ამან რუსეთს საშუალება მისცა, რომ კიევის ჯარებისთვის უკან დახევა ეიძულებინა. უკრაინელებს გამბედაობა არ ეწურებათ, მათ საბრძოლო მასალა ეწურებათ“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. ასევე, სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ნატო-ს დაკვეთით ჩატარებული […]