“მარტივადაა საქმე, ერთგვარი ჩიხია შექმნილი…” – პრემიერი ვეტოზე საუბრისას

პრემიერ-მინისტრმა საარჩევნო კოდექსში შეტანილ ცვლილებებზე დადებულ ვეტოსთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განაცხადა:
„რაც შეეხება ცესკოს, ცესკოსთან დაკავშირებით მარტივად არის საქმე. ერთგვარი ჩიხია შექმნილი ცესკოში, არის ცესკოს თავმჯდომარე, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ორი წევრი, რომლებსაც რეალურად 6 თვიანი ვადა გასული აქვთ უკვე წელიწადნახევარია, თუ არ ვცდები და მხოლოდ იმის გამო ინარჩუნებენ ისინი საკუთარ თანამდებობებს, რომ სხვა წევრები და თავმჯდომარე არ არიან დანიშნულნი. ეს არის ერთგვარი ჩიხი, ასეთი მდგომარეობით რა თქმა უნდა არ ივარგებს არჩევნების ჩატარება. შეიძლება მხოლოდ ოპოზიციას სურდეს ასეთი მდგომარეობით არჩევნების ჩატარება. ჩვენი მიზანია ამ ჩიხის დაძლევა და ის კანონპროექტი, რომელიც მიღებული იქნა და რომელსაც მერე ვეტო დაედო სალომე ზურაბიშვილის მხრიდან, ემსახურება სწორედ ჩიხის დაძლევას. თუ ვინმეს მიაჩნია, რომ ცესკოში უნდა დარჩეს ჩიხი, ეს არის მათი საქმე, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ჩიხი უნდა იყოს დაძლეული და აქედან გამომდინარე, ვეტოც უნდა იყოს დაძლეული.”

ასევე დაგაინტერესებთ

არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი: ჩემს გაოგნებას და შიო მესამეს სიბნელეს საზღვარი არ აქვს, ჯვარზე ტანჯულ მაცხოვარს არ დავიწყებია დედა, თავის მოწაფეს ეუბნება, აჰა დედა შენი, ანუ იზრენე დედაჩემზე, როგორც შენს დედაზეო

მთავარეპისკოპოსი იაკობი: გქირაობთ, გირჩევთ, ვინც არ აგვირჩევიხართ, ისინიც ხომ ჩვენმა ერმა უნდა აირჩიოს და ყველა ჭკვიანად იყავით, არჩეულებიც და ვისაც არჩევა გინდათ. ჩვენს მოთმინებასაც საზღვარი აქვს. ეკლესიასაც მოეპყარით წესიერად