ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანსა და სომხეთს ეწვევა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ბრიუსელში ვიზიტის შემდეგ, ის მეზობელ ქვეყნებში ვიზიტებს გეგმავს. კონკრეტულად, ირაკლი კობახიძის ვიზიტი აზერბაიჯანში 16 მარტს არის დაგეგმილი, ხოლო სომხეთში პრემიერი მომავალ კვირაში ჩავა. როგორც პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებთან აღნიშნა, მეზობელ ქვეყნებში ვიზიტების ერთ-ერთი საკითხი რეგიონში მშვიდობის შენარჩუნება იქნება, რაშიც საქართველო ყოველთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებდა. „მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობების გაღრმავება ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. აქედან […]

ირაკლი კობახიძე – სტოლტენბერგთან ბრიუსელში უკვე გვქონდა ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა, დისკუსიები, მათ შორის, ნატო-საქართველოს კომისიის ფორმატში, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, გავაღრმაოთ ურთიერთობები

ბუნებრივია, ნებისმიერი ახალი შესაძლებლობა იქნება გამოყენებული იმისათვის, რომ ვისაუბროთ ურთიერთობების გაღრმავებაზე, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს ნატო-საქართველოს ურთიერთობებზე საუბრისას განუცხადა. მისივე თქმით, ნატო-ს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან ბრიუსელში გაიმართა ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა და დისკუსიები, მათ შორის, ნატო-საქართველოს კომისიის ფორმატში. „რაც შეეხება ბატონ სტოლტენბერგს, ჩვენ ბრიუსელში უკვე გვქონდა ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა, დისკუსიები, მათ შორის, ნატო-საქართველოს კომისიის […]

იენს სტოლტენბერგი – საპრეზიდენტო არჩევნები რუსეთში არ იქნება არც თავისუფალი და არც სამართლიანი

მომავალი საპრეზიდენტო არჩევნები რუსეთში არ იქნება არც თავისუფალი, არც სამართლიანი. ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. “თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ნებისმიერი დემოკრატიის საფუძველია. და არჩევნები რუსეთში არ იქნება არც სამართალი და არც თავისუფალი. ვიცით, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ციხეში არიან, ზოგიერთი მოკლულია, ხოლო ბევრი გადასახლებულია… ასე რომ, ფაქტობრივად შეგვიძლია ვთქვათ, რომ […]

პრემიერი გელათზე – მთავრობის მხრიდან გამოიყო კონკრეტული თანხები, რათა მაქსიმალურად იყოს დაცული ტაძარი, ჩვენი კულტურული სიმდიდრე და სამუშაოებიც დაიწყება უახლოეს დღეებში

გელათთან დაკავშირებით არავინ არ იხსნის არაფერზე პასუხისმგებლობას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. პრემიერის თქმით, გელათთან დაკავშირებით მას პირადად ჰქონდა აქტიური საუბრები, კონსულტაციები, მათ შორის, საპატრიარქოს წარმომადგენლებთან. „მთავრობის მხრიდან გამოიყო კონკრეტული თანხები იმისათვის, რომ მაქსიმალურად იყოს დაცული ტაძარი, ჩვენი კულტურული სიმდიდრე და უახლოეს დღეებში სამუშაოებიც უკვე დაიწყება. ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ […]

ირაკლი კობახიძე – მიუხედავად იმისა, რომ გვაქვს ისტორიულად საუკეთესო მაჩვენებლები, ჩვენ ვერ ვიქნებით ბედნიერი, ვიდრე სიღარიბე არ განულდება საქართველოში და უმუშევრობის პრობლემა საბოლოოდ არ დაიძლევა

დღეს ჩვენ არ ვართ ბედნიერი იმ სურათით, რომელიც არის ჩამოყალიბებული, მიუხედავად იმისა, რომ გვაქვს ისტორიულად საუკეთესო მაჩვენებლები, როგორც სიღარიბის შემცირების თვალსაზრისით, ასევე დასაქმების კუთხით, ასევე ნებისმიერი სხვა სოციალური პარამეტრის თვალსაზრისით, ჩვენ ვერ ვიქნებით ბედნიერი ვიდრე სიღარიბე არ განულდება საქართველოში და ვიდრე უმუშევრობის პრობლემა საბოლოოდ არ დაიძლევა. ეს არის მთავარი ეროვნული ამოცანა, რომელიც აქვს ჩვენ ხელისუფლებას, […]

კობახიძე: ე.წ. ვეტინგი კონსტიტუციას ეწინააღმდეგება, რადგან შესაძლოა, უვადო მოსამართლის გათავისუფლებას ითვალისწინებდეს

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის თქმით, ე.წ. ვეტინგი საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება, რადგან კეთილსინდისიერების გადამოწმებას, შესაძლოა უვადოდ განწესებული მოსამართლის გათავისუფლება მოჰყვეს. ამის შესახებ მან დღეს, 14 მარტს ჟურნალისტებს განუცხადა. კობახიძის თქმით, ზოგადი მიდგომა ვეტინგთან დაკავშირებით არის ის, რომ ის შეიძლება გამოყენებულ იქნეს უკიდურეს შემთხვევაში, როცა არსებობს განსაკუთრებული ცნობები სისტემურ პრობლემებთან დაკავშირებით. “ე.წ. ვეტინგი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და ზოგადად, […]

კობახიძე: ვეტინგი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას

პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძის მტკიცებით, ვეტინგის სისტემა “საქართველოს კონსტიტუციასა და ზოგადად, კონსტიტუციურ პრინციპებს ეწინააღმდეგება”. მისი თქმით, ზოგადი მიდგომა ვეტინგთან დაკავშირებით არის ის, რომ “ის შეიძლება გამოიყენონ უკიდურეს შემთხვევაში, როცა არსებობს განსაკუთრებული ცნობები სისტემურ პრობლემებთან დაკავშირებით”. “ე.წ. ვეტინგი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და ზოგადად, კონსტიტუციურ პრინციპებს. ვეტინგი გულისხმობს იმას, რომ ხდება მოსამართლეების კეთილსინდისიერების გადამოწმება და ამას უნდა მოყვეს […]

კობახიძე: ივნისიდან ანაკლიის პორტთან დაკავშირებით კონკრეტულ სამუშაოებს ვგეგმავთ

პრემიერმინისტრის ირაკლი კობახიძის თქმით, ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ივნისიდან “კონკრეტული სამუშაოების” განხორციელებას გეგმავენ. პრემიერის განმარტებით, მაისის ბოლოს გამოვლინდება ის კომპანია, რომელიც სათავეში ჩაუდგება სამუშაოებს. “ანაკლიას რაც შეეხება, პროცედურები უკვე დაწყებულია. მაისის ბოლოსთვის სავარაუდოდ, გამოვლინდება ის კომპანია, რომელიც სათავეში ჩაუდგება სამუშაოებს. უფრო მეტიც, ჩვენ ვგეგმავთ, რომ უკვე ივნისიდან დავიწყოთ ინფრასტრუქტურული სამუშაოები. როგორც მოგეხსენებათ, მთავრობაც ახორციელებს ინვესტიციებს ანაკლიის […]

“ქარშიაქას” ძლევით შერმადინის “ტენერიფემ” მეოთხედფინალის საგზური გაინაღდა

გიორგი შერმადინის “ტენერიფემ” ფიბა-ს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა. აღნიშნული ტურნირის მე-2 ჯგუფური ეტაპის ბოლოსწინა ტურში ტენერიფელებმა თურქულ “ქარშიაქას” უმასპინძლეს და 88:79 გამარჯვებით ჯგუფიდან გასვლა გაინაღდეს. ოთხგუნდიანი ჯგუფიდან პლეი ოფში 2 საუკეთესო გადის, ტენერიფელებს კი 5 ტურის შემდეგ 4 გამარჯვებით მეოთხედფინალის საგზური განაღდებული აქვთ. ეს წარმატება სწორედ “ქარშიაქასთან” გამარჯვებამ მოიტანა, რომელშიც ქართველი ცენტრი ერთ-ერთი საუკეთესო […]

ირაკლი კობახიძე – სალომე ზურაბიშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“ შეთანხმებულები არიან, რომ 2008 წელს ომი სააკაშვილმა დაიწყო და ამის შემდეგ, რა არის გამოსაძიებელი, არ ვიცი

სალომე ზურაბიშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“ შეთანხმებულები არიან, რომ 2008 წელს ომი სააკაშვილმა დაიწყო და ამის შემდეგ, რა არის ამაში გამოსაძიებელი, არ ვიცი , – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ევროსაბჭოს რეზოლუციას თავად მოაწერა ხელი, სადაც საუბარია, რომ 2008 წელს მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებამ სრულმასშტაბიანი სამხედრო მოქმედებები დაიწყო. „ნაციონალურმა […]