ყველაზე მოთხოვნადი მცენარეები სტატიფილუმი და ორქიდეაა – „ანემონე“

მცენარეების მაღაზია-სალონი „ანემონე“ ქართულ ბაზარზე 6 წელია არსებობს. კომპანიას მიღებული აქვს USAID-ის დაფინანსება 5000 ლარის ოდენობით, პროგრამაში „მწვანე იზოლაცია“. ამჟამად „ანემონეში“ 6 ადამიანია დასაქმებული. კომპანიის დამფუძნებლის თქმით, გასაყიდი მცენარეების ფასი 5 ლარიდან იწყება და 3000 ლარამდე ადის. „ჩვენ ვართ მცენარეების მაღაზია-სალონი, სადაც მომხმარებელს შეუძლია შეარჩიოს როგორც ინტერიერის, ასევე ექსტერიერის მცენარე და ქოთნები. ადგილზე გვაქვს გადარგვის […]
დღეიდან ე.წ. ლამინირებული პირადობის მოწმობების ID ბარათით უსასყიდლოდ ჩანაცვლება იქნება შესაძლებელი

დღეიდან იუსტიციის სამინისტრო არაელექტრონული (ლამინირებული) პირადობის მოწმობების მფლობელთათვის პირადობის ელექტრონული მოწმობებით (ID ბარათით) უსასყიდლოდ ჩანაცვლებას უზრუნველყოფს. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ცნობით, 2011 წლის 28 ივლისამდე გაცემული არაელექტრონული (ლამინირებული) პირადობის მოწმობის პირადობის ელექტრონული მოწმობით (ID ბარათით) უსასყიდლოდ ჩანაცვლების მიზნით, მოქალაქეებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით იუსტიციის სახლებსა და მობილურ იუსტიციის სახლებს უნდა მიმართონ. „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ […]
პარლამენტში სახელმწიფო მინისტრ, თეა ახვლედიანს მოუსმენენ

დღეს, პარლამენტში, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ თეა ახვლედიანს მოუსმენენ. ახვლედიანი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის და დეოკუპაციის დროებითი კომისიის და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ერთობლივ სხდომაზეა მიწვეული, სადაც მოსმენა ააიპ “მშვიდობის ფონდისა“ და სპეციალური ნებართვის მქონე საწარმოების საქმიანობის შესახებ გაიმართება. პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ასევე მოწვეულია “მშვიდობის ფონდი უკეთესი მომავლისთვის“ ხელმძღვანელი ალექსანდრე […]
გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 15 მარტს, 10:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში ნატახტარი, მუხრანი, პატარა ქანდა და მიმდებარე სოფლებში; 10:30-დან 18:30 საათამდე აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში თხინვალაში, ლისზე, მუხათწყაროში, მსხალდიდსა და მიმდებარე ტერიტორიაზე; 11:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს […]
რუსეთში დაიწყო სამდღიანი საპრეზიდენტო არჩევნები

რუსეთში დაიწყო ხმის მიცემა საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელიც 15-17 მარტს ტარდება. არჩევნებში მონაწილეობს ოთხი კანდიდატი: რუსეთის მოქმედი პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, დუმის კომუნისტი დეპუტატი ნიკოლაი ხარიტონოვი, „ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის” ლიდერი ლეონიდ სლუცკი და დუმის ვიცე-სპიკერი პარტიიდან „ახალი ხალხი“ ვლადისლავ დავანკოვი. პუტინის გარდა ყველა კანდიდატი თავისი პარტიების მიერაა წარდგენილი. პუტინმა საკუთარი კანდიდატურა თავად წარადგინა საინიციატივო ჯგუფის მხარდაჭერით. არცერთი „კონკურენტი“ […]
სასტუმროს ნომრების ფასი რომ არ იზრდება, ეს აჩვენებს, რომ ჭარბი მიწოდებაა – ვალერი ჩეხერია

Rooms Hotel-ის აღმასრულებელი დირექტორი, ვალერი ჩეხერია იზიარებს სექტორის წარმომადგენლების შეფასებას, რომ სასტუმროს ნომრების ჭარბი მიწოდებაა. ამის შესახებ მან BM.GE-ის კითხვის საპასუხოდ განაცხადა. დარგის წარმომადგენელი განმარტავს, რომ ნომრების მიწოდების სიჭარბეზე არსებული ფასები მეტყველებს, რომლებიც პანდემიამდელ დონეს კვლავ ვერ დაუბრუნდა.
იტალიაში სუნამოების ქურდობისთვის საქართველოს მოქალაქე დააკავეს

იტალიაში, აველინოს პროვინციაში სუნამოების ქურდობისთვის საქართველოს 29 წლის მოქალაქე დააკავეს, – ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მამაკაცმა ძვირადღირებული სუნამოების ექვსი შეკვრა მოიპარა და ადგილიდან მიმალვა სცადა, თუმცა პოლიციამ დააკავა. დაკავებული ჭკვიანი სათვალის საშუალებით იმ მაღაზიის ვიდეო გადაღებას წინასწარ ახორციელებდა, რომლის გაძარცვასაც აპირებდა. იტალიური მედია წერს, რომ მამაკაცს ასევე მოუწევს პასუხისგება ათი დღის წინ სხვა […]
ბულგარეთმა უკრაინას 100 ჯავშანტრანსპორტიორი გაუგზავნა

ბულგარეთმა უკრაინას 87 000 ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების პირველი პარტია გაუგზავნა. Novinite-ს ინფორმაციით, ბულგარეთის თავდაცვის მინისტრმა, თოდორ თაგარევმა განაცხადა, რომ უკრაინაში 100 ჯავშანტრანსპორტიორი წარმატებით გაიგზავნა. მინისტრის განმარტებით, დახმარების მიწოდების პროცესი ლოგისტიკურ სირთულეებს მოიცავდა, რის გამოც, ჯავშანტექნიკის ტრანსპორტირების ოპერაცია 29 იანვარს დაიწყო და 30 ვაგონისგან შემდგარი პირველი კოლონა უკრაინაში მხოლოდ 7 მარტს გაემგზავრა. ბულგარეთის თავდაცვის მინისტრმა […]
რუსებმა უკრაინას დრონებით შეუტიეს, ვინიცაში დრონი საცხოვრებელ სახლს დაეჯახა, არის მსხვერპლი

რუსული უპილოტო საფრენი აპარატი ვინიცის ოლქში საცხოვრებელ სახლს დაეჯახა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა და ოთხი დაშავდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. ვინიცის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი ბორზოვის განცხადებით, ოთხივე დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. “ინციდენტის ადგილზე ყველა შესაბამისი სამსახური მუშაობს. სამუშაოები ნანგრევების გასასუფთავებლად გრძელდება“, – აცხადებს სერგეი ბორზოვი. მოგვიანებით, უკრაინის საჰაერო ძალებმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ დრონები […]
რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს

რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების სამდღიანი ხმის მიცემის პროცესი დაიწყო. დღეს დილით, ადგილობრივი დროით 8:00 საათზე საარჩევნო უბნები გაიხსნა ხაკასეთის, კრასნოიარსკისა და ალთაის მხარეებში, ნოვოსიბირსკის, ტომსკისა და კემეროვოს ოლქებში, ასევე ალთაისა და ტუვას რესპუბლიკებში. საარჩევნო უბნები გაიხსნა ირკუტსკის ოლქსა და ბურიატეთშიც. ფედერაციის საბჭომ საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის 17 მარტს დანიშნა. ხმის მიცემა სამ დღეს გაგრძელდება: 15, 16 […]