ბარბარე ერისთავი-ჯორჯაძის ქუჩაზე ასფალტის საფარის მოწყობა მიმდინარეობს

გლდანის გამგეობა, რაიონის მასშტაბით, სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტს ახორციელებს. ამჯერად, საგზაო სამუშაოები ბარბარე ერისთავი-ჯორჯაძის ქუჩაზე 5 000 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. „აღნიშნული პროექტისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან დაახლოებით, 565 000 ლარი დაიხარჯება. მიმდინარე სამუშაო პროცესს გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ კალაძე ადგილზე გაეცნო“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

თორნიკე რიჟვაძე – ხალხმა ძალიან კარგად იცის, რომ რამდენი სახელიც და პარტიული ნომერიც არ უნდა შეიცვალონ, ამ არჩევნებში „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო უმრავლესობით გაიმარჯვებს

ოპოზიციური სპექტრი დაცლილია შინაარსისგან, ამ შემთხვევაშიც საქმე გვაქვს დისკრედიტირებულ, გაბანკროტებულ პოლიტიკურ ფიგურებთან,- ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძე, პარტია „ახალი“-ს შესახებ განაცხადა. მისივე განცხადებით, ფსევდო ახალი სახეები ცდილობენ გარკვეული სიახლე შემოიტანონ პოლიტიკურ ცხოვრებაში. მისი თქმით, მათ ძალიან გაუჭირდებათ დამკვიდრება და ასევე, გაუჭირდებათ მინიმალური ბარიერის გადალახვაც. „სამწუხაროდ, ოპოზიციური სპექტრი დაცლილია შინაარსისგან. ფსევდო ახალი სახეები ცდილობენ, […]

მაია ბითაძე – ყველაზე მანკიერი თვისება, რაც ჩვენს რადიკალურ ოპოზიციონერებს ჩამოუყალიბდათ, არის ის, რომ მათ ვიღაცამ უნდა უკარნახოს უცხოეთიდან, როგორ იმართოს ეს სახელმწიფო

ყველაზე მანკიერი თვისება, რაც ჩვენს რადიკალურ ოპოზიციონერებს ჩამოუყალიბდათ, არის ის, რომ მათ ვიღაცამ უნდა უკარნახოს უცხოეთიდან, როგორ იმართოს ეს სახელმწიფო – ეს არის ყველაზე მანკიერი თვისება, რომლის გავრცელებას ჩვენს საზოგადოებაშიც გეგმავენ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, მაია ბითაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, “ნაციონალური მოძრაობის” მიზანია, როგორმე შეარყიონ ამ ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაცია და ხელი […]

ფინანსთა სამინისტრო – OECD-ის ქვეყნების საკრედიტო რისკების კლასიფიკაციაში საქართველომ რისკის რეიტინგი ერთი საფეხურით გაიუმჯობესა

OECD-ის ქვეყნების საკრედიტო რისკების კლასიფიკაციაში საქართველომ ერთი საფეხურით გაიუმჯობესა რისკის რეიტინგი, რაც კერძო სექტორისათვის დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობას გაზრდის. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, კერძოდ, საქართველომ ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ქვეყნების საკრედიტო რისკების კლასიფიკაციის მიხედვით, 2024 წლის თებერვლიდან ერთი საფეხურით გაიუმჯობესა რისკის რეიტინგი. „აღნიშნული რეიტინგი დგება OECD-ის წევრი ქვეყნების ოფიციალური საექსპორტო საკრედიტო […]

პროკურატურამ ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის, ასევე, ნარკოტიკული საშუალების და საბრძოლო მასალის უკანონო შენახვის ფაქტებზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის ფაქტზე, რამაც მისი დასახიჩრება გამოიწვია, ასევე, ნარკოტიკული საშუალების და საბრძოლო მასალის უკანონო შენახვისთვის, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. საქართველოს პროკურატურის ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 13 მარტს, ქალაქ თეთრიწყაროში, წარსულში ნასამართლევმა და პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა პირმა, ქუჩაში ძაღლის ყეფით გაღიზიანების ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, ცხოველს ცულის […]

ოფიციალურად: “ლაციო” ტუდორმა ჩაიბარა

“ლაციო” იგორ ტუდორმა ჩაიბარა. ამის შესახებ ინფორმაცია ავტორიტეტულმა ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომ დაადასტურა. წყაროს ცნობით, ხორვატმა სპეციალისტმა “არწივებთან” კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე გააფორმა და მუშაობას სულ მალე შეუდგება. შეგახსენებთ, გასულ კვირას “ლაციო” ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის განმეორებით მატჩში “ბაიერნთან” მარცხის შემდეგ მაურიციო სარიმ დატოვა. ტუდორი ბოლოს “მარსელს” წვრთნიდა, სხვადასხვა დროს კი “გალათასარაის”, “უდინეზეს”, “ჰაიდუკს”, “პაოკს”, “ვერონასა” […]

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორმა მოსამართლე წევრმა თანამდებობა ვადაზე ადრე დატოვა

ორგანიზაცია საქართველოს სასამართლოს გუშაგის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გუშინ, 14 მარტს ჩატარებულ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე საბჭოს ორმა წევრმა, ბადრი შონიამ და პაატა სილაგაძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრის თანამდებობა ვადაზე ადრე დატოვეს. სასამართლო გუშაგის ცნობით, შონია და სილაგაძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები არიან და სწორედ ეს დასახელდა მათ მიერ თანამდებობის დატოვების მიზეზად. “ორი წევრის მიერ […]

ყალბი $9 600-ის გასაღების ბრალდებით 2 პირი, ეგვიპტის და ერაყის მოქალაქეები დააკავეს

სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დიდი ოდენობით ყალბი ვალუტის შენახვისა და გასაღების ფაქტზე ორი პირი, ეგვიპტისა და ერაყის მოქალაქეები. “გამოძიებით დგინდება, რომ საქართველოში დროებით მცხოვრებმა ეგვიპტისა და ერაყის მოქალაქეებმა 2024 წლის 14 მარტს უკანონოდ გაასაღეს ყალბი 9 600 აშშ დოლარი, რა დროსაც, ისინი ბრალდებულის სახით დააკავეს” – აცხადებს სუს-ი. გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ყალბი […]

ქუჩაში ძაღლს ცული ჩაარტყა, რამაც ის დაასახიჩრა – ერთ პირს ბრალდება წარედგინა

ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის, ასევე, ნარკოტიკული საშუალებისა და საბრძოლო მასალის უკანონო შენახვის ფაქტებზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. “გამოძიებით დადგინდა, რომ 13 მარტს, ქალაქ თეთრიწყაროში, წარსულში ნასამართლევმა და პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა პირმა, ქუჩაში ძაღლის ყეფით გაღიზიანების ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, ცხოველს ცულის დარტყმით ჭრილობა მიაყენა, რამაც მისი დასახიჩრება გამოიწვია. იმავე დღეს, […]

ლელო: 9 თვეში მთავრობამ შტატგარეშე თანამშრომლების ანაზღაურებაზე 365 მილიონი ლარი დახარჯა

ლელოს ინფორმაციით, 2023 წლის 9 თვეში საქართველოს მთავრობამ შტატგარეშე თანამშრომლების ანაზღაურებაზე 365 მილიონი ლარი დახარჯა, რაც წინა წელთან შედარებით 58 მილიონი ლარით მეტია. ამ თემაზე პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა საბა ბუაძემ ბრიფინგი გამართა და 2013-2022 წლის მონაცემებზე ისაუბრა. ბუაძის თქმით, 2012 წელს საჯარო სექტორში დასაქმებული იყო 287 000 ადამიანი, 2022-ში კი მათ რაოდენობა 308 000-მდე გაიზარდა. […]