სომხეთს შეუძლია ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის გაკეთება – სტანო

“სომხეთს შეუძლია ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადის გაკეთება” – ამ განცხადებას ევროკომისიის პრესსპიკერი, პიტერ სტანო აკეთებს. ევროკომისიის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ როგორც კი ქვეყანა წარადგენს განცხადებას ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ, მას განიხილავენ წევრი ქვეყნები და შემდეგ ისინი იღებენ შესაბამის გადაწყვეტილებას ევროკავშირის ხელშეკრულებებისა და დადგენილი კრიტერიუმების საფუძველზე. ქვეყნებს აქვთ უფლება, იბრძოლონ თავიანთი ხალხის უკეთესი მომავლისთვის. მათ თავისუფლად შეუძლიათ, გადაწყვიტონ, […]
მისი უწმინდესობა პაპი შევიდა ბაღში, რომელშიც არავინ ეპატიჟებოდა – ბორელი

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა პაპი ფრანცისკეს მიერ რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ გაკეთებულ კომენტარი გააკრიტიკა და თქვა: “მისი უწმინდესობა პაპი შევიდა ბაღში, რომელშიც არავინ ეპატიჟებოდა – არასწორია, უკრაინას მოუწოდებდე, დანებდეს, პირიქით, ახლა დროა, რომ მისი დახმარება გაგრძელდეს”. პაპმა ფრანცისკე I-მა ბოლოდროინდელ ინტერვიუში თქვა, რომ უკრაინის ომში ძლიერი იქნება ის, ვისაც […]
ვულოცავ პუტინს არჩევნებში “დამაჯერებელ გამარჯვებას”– მიშელი

მსურს, მივულოცო ვლადიმერ პუტინს დამაჯერებელი გამარჯვება დღეს დაწყებულ არჩევნებში. არანაირი ოპოზიცია, არანაირი თავისუფლება, არანაირი არჩევანი“, – წერს შარლ მიშელი სოციალურ ქსელში.
რუსეთთან დაკავშირებული ბიზნესმენი ხიდაშელი თავდაცვის მინისტრის მრჩევლად მუშაობდა

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, რუსეთთან დაახლოებული ბიზნესმენი დავით ხიდაშელი 2020 წლიდან 2024 წლის 9 თებერვლამდე თავდაცვის სამინისტროში მრჩევლად მუშაობდა. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ხიდაშელს ხელშეკრულება ყოფილი თავდაცვის მინისტრის პოსტიდან წასვლის შემდეგ შეუწყდა. “მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე თავდაცვის სამინისტროში დავით ხიდაშელის თავდაცვის მინისტრის მრჩევლად მუშაობასთან დაკავშირებით, საზოგადოებისათვის სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდების მიზნით, გვსურს განვმარტოთ შემდეგი: 2020 წლიდან […]
კანონის ამოქმედების მერე დაბადებული ცხოველების სტერილიზაცია/კასტრაცია სავალდებულო გახდება

შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ კანონის ამოქმედების შემდეგ დაბადებული ძაღლებისა და კატებისთვის სტერილიზაცია/კასტრაცია სავალდებულო იქნება. ამის შესახებ კანონპროექტის ერთ-ერთმა ავტორმა, დეპუტატმა მაია ბითაძემ განაცხადა. “კანონპროექტში სიახლე შემოდის. ეს არის სტერილიზაცია/კასტრაციის ვალდებულება. ჩვენ, ყველას ვალდებულება გვექნება, კანონის კონკრეტული მუხლების ამოქმედების შემდეგ დაბადებულ ცხოველებს სტერილიზაცია/კასტრაცია გავუკეთოთ – იმ ვეტერინალური წესების მიხედვით, რომელიც მოქმედი კანონმდებლობითაც დადგენილია”. – თქვა ბითაძემ […]
ოდიშარია მოსამართლეებზე: წინ რომ გამოხტებიან, შეიძლება, მგელმა შეჭამოს

ქართული ოცნების დეპუტატი ბექა ოდიშარია გამოეხმაურა იმ მოსამართლეებს, რომლებიც არ იზიარებენ ე.წ. ვეტინგზე უზენაესი სასამართლოს შეფასებას, რომლის თანახმადაც, აღნიშნული პროცედურა “ერთმნიშვნელოვნად, არსებითად და პრინციპულად ლახავს სასამართლოსა თუ ინდივიდუალური მოსამართლის დამოუკიდებლობას”. “მე, როგორც პარლამენტის წევრს და აბსოლუტურად სხვა სახელისუფლებო შტოს წარმომადგენელს, არ მსურს რომ შევიდე გარკვეულ კონფლიქტში, მით უმეტეს, დამოუკიდებელ სასამართლო ხელისუფლებასთან, მაგრამ ამ ორ მოსამართლეს […]
მაია ბითაძე: მნიშვნელოვანია, შესაფუთ ნარჩენებთან მიმართებით საკითხები წელს საბოლოოდ გადავწყვიტოთ

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე, მაია ბითაძე ამბობს, რომ მნიშვნელოვანია, შესაფუთი ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით სამართლებრივი საკითხები მიმდინარე წელს გადაწყდეს.
ბელგოროდის გუბერნატორი – უკრაინელებმა ქალაქი გრაივორონი დაბომბეს, არის მსხვერპლი

უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ ბელგოროდის ოლქის ქალაქ გრაივორონის დაბომბვის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, – ამის შესახებ ბელგოროდის ოლქის გუბერნატორი, ვიაჩესლავ გლადკოვი „ტელეგრამ“ არხზე წერს. „ქალაქი გრაივორონი უკრაინის შეიარაღებული ძალების ცეცხლის ქვეშ მოექცა. არის გარდაცვლილი. ის ჩვენი ტერიტორიული თავდაცვის ერთ-ერთი აქტიური მონაწილე იყო“, – წერს გლადკოვი. მისი ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად ქალაქის ცენტრში სავაჭრო ობიექტები, კერძო საცხოვრებელი […]
ალექსანდრე დარახველიძე აშშ-ის მიერ დაფინანსებული ახალი პროექტის გახსნით ღონისძიებაში მონაწილეობდა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ – ალექსანდრე დარახველიძემ აშშ-ის ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების (EXBS) პროგრამის მიერ დაფინანსებული ახალი პროექტის – „საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ოპერატიული და ტაქტიკური შესაძლებლობების გაძლიერება (SOTIC)“ – გახსნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მინისტრის მოადგილემ მისასალმებელ სიტყვაში საზღვრის მართვის მიმართულებით შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაძლებლობების მუდმივი […]
პრემიერ-მინისტრი არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში არაბთა გაერთიანებული საამიროების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, აჰმედ ებრაჰიმ აჰმედ თაჰერ ალ ნუაიმის შეხვდა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის არსებულ თანამშრომლობაზე სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში. ხაზი გაესვა ამ კუთხით არსებული პოტენციალის სრულად გამოყენების მნიშვნელობას. ყურადღება გამახვილდა ტურიზმისა და ინვესტიციების მიმართულებებზე. აღინიშნა, რომ ამ კუთხით პარტნიორობის განვითარებას მნიშვნელოვნად […]