“ის, ვინც ბიძინისტანში გამდიდრდა, ვერასოდეს გახდება ბიძინას გამგდები” – ფრანგიშვილი

გერმანიაში მცხოვრები ექიმი, იაგო ფრანგიშვილი: გერმანული გამოთქმაა ასეთი, ირონიული, თუმცა კარგი ლოგიკით არც ისე ირონიული გახლავთ ,,რატომ მარტივად, როცა ყველაფერი შეიძლება გაცილებით რთულადაცო?,, ჰოდა ჩემი ერთი მეგობრის თქმისა არ იყოს ჭეშმარიტად გეუბნებით მე თქვენ და მარტივად: ის, ვინც ბიძინისტანში გამდიდრდა, ვერასოდეს გახდება ბიძინას გამგდები. ვისი საოჯახო ბიზნესიც ბიძინისტანში გაიზარდა და გაიზარდა, სულერთია ვინ დგას ამ […]

იგებს თუ არა ბიძინა ივანიშვილი რუსეთ-უკრაინის ომს? – გია ნოდია

პროფესორ გია ნოდიას წერილს, რადიო თავისუფლება აქვეყნებს: რუსეთ-უკრაინის ომს ბოლო არ უჩანს და მისი საბოლოო შედეგი არავინ იცის. მან უკვე მოახდინა გავლენა გეოპოლიტიკურ ძალთა გადალაგებაზე, მათ შორის, ჩვენს რეგიონში; ბევრი რამ კიდევ შეიცვლება. ზოგი ქვეყანა თუ პოლიტიკოსი ომს კონკრეტული სარგებლის მიღების შანსად აღიქვამს. ამას ხანდახან „პრაგმატიზმად“ ნათლავენ. ასეთია ბიძინა ივანიშვილიც. რას გამორჩა ის ამ ომიდან? […]

15 წელი მიესაჯა ცოლ-ქმარს, რომელთა ნაჩუქარი იარაღიდან შვილმა 4 კლასელი მოკლა – აშშ

აშშ-ში, მიჩიგანის შტატში გაუფრთხილებლობით მკვლელობისთვის დამნაშავედ ცნეს კაცი, ჯეიმს ქრამბლი რომლის შვილმაც მისი ნაჩუქარი ნახევრად ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით ოთხი თანაკლასელი მოკლა. დაახლოებით ერთი თვის წინ, ამავე ბრალდებით თინეიჯერი თავდამსხმელის დედაც, ჯენიფერ ქრამბლიც დააპატიმრეს. ორივე მშობელს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. 2021 წელს 15 წლის ითან ქრამბლიმ მშობლებისგან ნაჩუქარი იარაღით სკოლაში ცეცხლი გახსნა და ოთხი თანაკლასელი […]

თიბისისთან პარტნიორობობით Google-ის ინიციატივა Women Techmakers-მა ტექ ღონისძიება ჩაატარა

14 მარტს ტერმინალმა მასშტაბურ ტექნოლოგიურ ღონისძიებას „შეცვალე მომავალს“ უმასპინძლა. საქართველო უკვე მეექვსედ მასპინძლობს WTM ღონისძიებას. ქალთა საერთაშორისო დღე გლობალური ღონისძიებების სერიაა, რომელიც Google’s Women Techmakers პროგრამის ელჩების მიერ არის ორგანიზებული. წელს ღონისძიებაზე მოვისმინეთ არაერთი პროფესიული ტექნოლოგიური თემები, ასევე სცენა დაეთმო ტექნოლოგიურ განათლებას, გენერაციულ AI-ს, Low ტექს და სხვა.. „შეცვალე მომავალი ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებაა არა მარტო […]

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6999 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6999 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6999 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6758 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0241 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9402 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9271 ლარს შეადგენდა. […]

15 მარტს ექვსმა მარეგულირებელმა უწყებამ მომხმარებლის დაცვის საერთაშორისო დღე ბათუმში აღნიშნა

15 მარტს, მომხმარებლის უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს, ბათუმში, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს, სემეკის, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის, ეროვნული ბანკის, კომუნიკაციების კომისიის და სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ მარეგულირებელი უწყებების პირველი პირები, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, ქ. ბათუმის მერიის, აკადემიური და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები. […]

14 დაღუპული, 46 დაშავებული – რუსეთმა ოდესაზე სარაკეტო იერიში მიიტანა

15 მარტს, დღისით, რუსეთმა ოდესაზე სარაკეტო იერიში მიიტანა. დაბომბვის შედეგად ამ დროისთვის დაღუპულია 14 და დაშავებულია 46 ადამიანი. დაღუპულთა შორის არის სამაშველო სამსახურის 7 თანამშრომელი. ისინი დღის პირველ ნახევარში მომხდარი დაბომბვის ადგილზე იმყოფებოდნენ. დაბომბვის შედეგად დაზიანდა 10 კერძო სახლი, დაბალი წნევის გაზის მილები და 2 სახანძრო მანქანა. მეხანძრეები აფეთქების შედეგად, 120 კვადრატულ მეტრზე გაჩენილ ცეცხლს […]

ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა – 15 მარტის ვაჭრობის შედეგები

ლარის კურსი დოლართან მიმართებით 2.41 თეთრით გაუფასურდა, ხოლო ევროსთან – 1.31 თეთრით. 15 მარტის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.6999 ლარია, ერთი ევროსი კი – 2.9402 ლარი. კომერციულ ბანკებში დოლარის ღირებულება 2.76 ლარია, ხოლო ევროსი – 3.02 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, დოლარის შეძენა 2.72 ლარად შეგიძლიათ, ევროსი – 2.97 ლარად. აღსანიშნავია, რომ […]

ოსიმენის შემდეგ ყველაზე მაღალანაზღაურებადი – დე ლაურენტისმა “კვარას” ახალი კონტრაქტი შესთავაზა

ავტორიტეტული იტალიელი ჟურნალისტის, ნიკოლო სკირას ცნობით, “ნაპოლის” პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა ხვიჩა კვარაცხელიას ახალი, გაუმჯობესებული კონტრაქტი შესთავაზა. “კვარაცხელია ამჟამინდელი კონტრაქტით ყოველწლიურად 1.3 მილიონ ევროს გამოიმუშავებს და ნეაპოლურ კლუბში ერთ-ერთი ყველაზე დაბალანაზღაურებადი ფეხბურთელია. კლუბთან დაახლოებული პირების ცნობით, დე ლაურენტისმა გადაწყვიტა, რომ კვარაცხელიას საკუთარი ნიჭის შესაბამისი პირობები შესთავაზოს. ნიკოლო სკირა იტყობინება, რომ ახალი ხელშეკრულებით, ქართველი დამატებით მილიონ […]

“ოლიმპიაკოსი” – “ფენერბაჰჩე” – უეფას კონფერენსლიგის მეოთხედფინალური ეტაპის წყვილები ცნობილია

დღეს, 15 მარტს, შვეიცარიის ქალაქ ნიონში კონფერენსლიგის მეოთხედფინალური ეტაპის კენჭისყრა გაიმართა. გუნდები ასე დაწყვილდნენ: ბრიუგე-პაოკი (ნახევარფინალში გასული შეხვდება პლზენსა და ფიორენტინას შორის გამარჯვებულს) ოლიმპიაკოსი-ფენერბაჰჩე (ნახევარფინალში გასული შეხვდება ასტონ ვილა-ლილს შორის გამარჯვებულს). ასტონ ვილა-ლილი პლზენი – ფიორენტინა შეგახსენებთ, კონფერენსლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველი მატჩები 11 აპრილს, ხოლო განმეორებითი შეხვედრები 18 აპრილს გაიმართება.