მაკა ბოჭორიშვილი ბულგარეთის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

მაკა ბოჭორიშვილი ბულგარეთის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი საქართველოს საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, სოფიაში, ბულგარეთის პარლამენტის ევროპულ საქმეთა შენგენისა და ევროზონის კომიტეტის თავმჯდომარეს კირილ პეტკოვს, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეებს დენიცა სიმეონოვას და დენიცა ნიკოლოვას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
შეხვედრისას ქართულმა მხარემ ბულგარეთის პარლამენტის წევრებს მტკიცე მხარდაჭერისთვის და საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხზე დეკლარაციის მიღებისთვის მადლობა გადაუხადა.
მხარეებმა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების მნიშვნელოვან საკითხებზე, საქართველოს მიერ ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების პროგრესზე და გატარებულ რეფორმებზე ისაუბრეს.
შეხვედრის ფარგლებში განიხილეს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის აქტუალური საკითხები, შავ ზღვაზე თანამშრომლობის პერსპექტივები და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში ბულგარეთის გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობები.
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ბულგარეთში ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილის, კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის ლევან ქარუმიძის და კომიტეტის წევრის სალომე ქურასბედიანის შემადგენლობით იმყოფებოდა.

ასევე დაგაინტერესებთ

„გავრცელებული ბინძური ჭორი იმის შესახებ, რომ დავით ქაცარავა გადაღებებზე დადიოდა რუსეთში, არ შეესაბამება სინამდვილეს, ყველა პროექტი სომხეთშია განხორციელებული, ვწუხვარ, რომ ასეთ ადამიანს ასე სასტიკად მოექცნენ“ – პროდიუსერის განცხადება