საბერძნეთი უკრაინის განაღმვის კოალიციას შეუერთდა

საბერძნეთი უკრაინის განაღმვის კოალიციას შეუერთდა, – ამის შესახებ საბერძნეთის თავდაცვის მინისტრმა, ნიკოს დენდიასმა ლიეტუველ კოლეგასთან, არვიდას ანუშაუსკასთან შეხვედრისას განაცხადა. „უკრაინაში შექმნილი სიტუაციით დავიწყებ და ჩვენს პოზიციას გავიმეორებ, რომ უკრაინაში შეჭრას განვიხილავთ, როგორც მისი ეროვნული სუვერენიტეტისა და საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევას“, – განაცხადა ნიკოს დენდიასმა. უკრაინის განაღმვის კოალიციას ლიეტუვა ხელმძღვანელობს. „ჩვენ მოხარული ვართ, რომ ახლახან თქვენი […]
გარემოს დაცვის სამინისტროსა და ეკლესიას შორის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც ეკლესია-მონასტრების მიმდებარე ტყის ფართობების დაცვის და მართვის სფეროში თანამშრომლობას ითვალისწინებს

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის ტყის მართვისა და ბიომრავალფეროვნების სფეროში თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ და საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) მოაწერეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. მემორანდუმი, […]
დღეს წმიდა იოანე (ოქროპირი) კათოლიკოსის ხსენების დღეა

წმიდა იოანე – ოქროპირ კათოლიკოსი დაიბადა დაახ. X სს. 20-იან წლებში. წმიდანი დაახლოებით 980-1001 წლებში განაგებდა საქართველოს სამოციქულო ეკლესიას. კათოლიკოსი ბასილი III (1065-1080) თხზულებაში „თხრობაჲ სასწაულთათვის წმიდისა და ღმერთშემოსილისა მამისა შიოსა“ მოთხრობილია, რომ წმიდა იოანეს მშობლებს დიდხანს არ ჰყავდათ შვილი და წმიდა შიო მღვიმელს (ხს. 9 მაისს) ევედრებოდნენ მეოხებას. შვილის შეძენის შემდეგ ღვთისმოშიშმა მშობლებმა შვილი […]
შენგელიას 10 ქულა “რეალთან” – “ვირტუსი” “სამეფო კლუბთან” დამარცხდა [VIDEO]

ევროლიგაში ზედიზედ მორიგი მარცხი განიცადა თორნიკე შენგელიას “ვირტუსმა”, რომელმაც ბოლონიაში “რეალს” უმასპინძლა. შეხვედრა სტუმართა უპირატესობისთ წარიმრთა და “სამეფო კლუბის” 15-ქულიანი გამარჯვებით – 89:74 დასრულდა. “რეალი” ევროლიგის ლიდერია და მისი ძლევა ბოლონიელებმა ვერ მოახერხეს. შენგელია სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე გატარებულ 24 წუთში 10 ქულა, 4 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 1 პასი მიითვალა. თორნიკემ 9-დან 5 […]
ზვავსაშიშროების გამო, გუდაური-კობის გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

ზვავსაშიშროების გამო, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის მონაკვეთზე კი ავტოტრანსპორტის მოძრაობა გაუჩერებლად გავლის რეჟიმში განხორციელდება.
საჩხერე-უზუნთა-შქმერი-ზუდალის გზაზე მოძრაობა აკრძალულია

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის საავტომობილო გზაზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.
სუმის ოლქიდან მოსახლეობის ევაკუაცია გრძელდება

სუმის ოლქიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია გრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას სუმის ოლქის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაცია ავრცელებს. სუმის ოლქის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, ბოლო სამი დღის განმავლობაში სუმის ოლქის ველიკა-პისარივკის რაიონის მიმდებარე ტერიტორიებიდან 180-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. სუმის ოლქის სამხედრო ადმინისტრაცია აცხადებს, რომ აღნიშნულ ტერიტორიებზე სიტუაცია დაძაბულია და ბოლო ხუთი დღის განმავლობაში რუსების თავდასხმების შედეგად, 3 […]
ზვავსაშიშროების გამო გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში.
თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის საავტომობილო გზაზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.
ჯო ბაიდენმა ვლადიმირ პუტინს ბანდიტი უწოდა

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის ლიდერ ვლადიმირ პუტინს ბანდიტი უწოდა. აღნიშნული განცხადება თეთრი სახლის ლიდერმა, ირლანდიის პრემიერ-მინისტრ ლეო ვარადკართან და წარმომადგენელთა პალატის სპიკერ მაიკ ჯონსონთან შეხვედრის დროს გააკეთა. ბაიდენმა განაცხადა, რომ ამერიკელი კონგრესმენების უმეტესობას სურს უკრაინის დახმარებაში წვლილი შეიტანოს. მან კონგრესმენებს მოუწოდა პუტინს დაუპირისპირდნენ, რადგან ის ბანდიტია.